1. Discover Lexus
  2. Safety
  3. Dynamic radar cruise control
იყავით კონტაქტზე

კრუიზ კონტროლი დინამიკური რადარით (DRCC)

მუდმივი სიჩქარით მგზავრობის დროს ოპტიმალური უსაფრთხოებისთვის, ავტომობილი უნდა შეესაბამებოდეს მის გარემოს. კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით უზრუნველყოფს თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის საკმარის დისტანციას და საჭიროების შემთხვევაში ანელებს სვლას, რათა თავიდან აგარიდოთ საგზაო შემთხვევა.

რადიატორის ცხაურზე დამონტაჟებული მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარისა და ავტომობილში არსებული კამერის მეშვეობით, DRCC აფიქსირებს წინ, უფრო დაბალი სიჩქარით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. დაბრკოლების დაფიქსირების შემთხვევაში, თქვენი ავტომობილი ავტომატურად შეამცირებს სიჩქარეს, კრუიზ-კონტროლის გათიშვის გარეშე. თუ შეჯახების თავიდან ასაცილებლად სიჩქარის შემცირება არ არის საკმარისი, DRCC ავტომატურად გამოიყენებს მუხრუჭებს, ხოლო გზის გათავისუფლების შემდეგ, კვლავ გაზრდის სიჩქარეს მითითებულ ნიშნულამდე.

DRCC უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას, მართვის ბევრ სიტუაციაში. მაღალი სიჩქარის კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით საუკეთესოდ შეესაბამება ისეთ ადგილებში მგზავრობას, როგორიცაა ავტობანი. ყველა სიჩქარის კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით მუშაობს 40კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარის დროსაც კი და უზრუნველყოფს თქვენს სიმშვიდეს მეტისმეტად გადატვირთული მოძრაობის დროს.

DRCC-ის მეშვეობით მართვა ამცირებს სტრესს, რომელიც გამოწვეულია წინ მიმავალი ავტომობილისგან საკმარისი მანძილის შენარჩუნებით, განსაკუთრებით ურბანულ ტერიტორიებზე და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოულოდნელმა საგზაო მოძრაობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს თქვენს მგზავრობას.

კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით - დემონსტრირებისთვის, ეწვიეთ ინტერაქტიულ გამოცდილებას

პასუხისმგებლობის უარყოფა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა ნორმალური მართვის ნაცვლად და გთხოვთ, სისტემის გამოყენებამდე წინასწარ წაიკითხოთ ინსტრუქცია. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელია უსაფრთხო მართვაზე.

მოდელები აღნიშნული ტექნოლოგიით

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ct%2Crxl%2Cnx%2Cis%2Crc%2Crf%2Ces%2Cll%2Cls%2Cux