ზოლის ამოცნობის დამხმარე სისტემა განსაკუთრებით გამოსადეგია მოხვევისას ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის დროს. წინამორბედი სისტემისგან განსხვავებით, ის გეხმარებათ მცირე რადიუსის მოსახვევებში მოძრაობის დროსაც. თუ სისტემა განსაზღვრავს, რომ თქვენი Lexus შეიძლება გადავიდეს ზოლიდან, ის ირთვება აღკვეთის რეჟიმზე და უზრუნველყოფს ავტომობილის ზოლის ცენტრში დაბრუნებას.
AHB სისტემას გააჩნია ავტომატური სენსორები, რომლებიც აქრობენ შორ განათებას, როდესაც ახლოვდება სხვა ავტომობილი. ეს საშუალებას გაძლევთ, მშვიდად იმგზავროთ ღამის საათებში სხვა მძღოლების შეწუხების გარეშე.
PCS აღიქვამს წინ მიმავალ ავტომობილებს და გაფრთხილებთ შეჯახების რისკის შესახებ, რათა თქვენ დროულად მოახდინოთ შესაბამისი მანევრირება. თუ მძღოლი ვერ ახდენს დროულ რეაგირებას, სისტემა ახორციელებს დამუხრუჭებას და საჭის მართვას ისე, რომ შეამციროს შეჯახებით გამოწვეული დაზიანება.
DRCC გაძლევთ მშვიდად მგზავრობის საშუალებას მუდმივი სიჩქარით და ინარჩუნებს უსაფრთხო მანძილს თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. წინ მიმავალ ავტომობილთან მიახლოებისას, სისტემა შეანელებს სვლას, შეჯახების თავიდან ასაცილებლად.
LDA გეხმარებათ ზოლის შენარჩუნებაში საჭის მსუბუქი ვიბრაციით, როდესაც ავტომობილი იცვლის მიმართულებას. ასევე გიგზავნით ხმოვან და ვიზუალურ შეტყობინებებს, რათა მშვიდად დაგაბრუნოთ ზოლში.
გასცდით თქვენი პერიფერიული ხილვადობის საზღვრებს. „ბრმა ზონის“ მონიტორი აფრთხილებს მძღოლებს ნებისმიერი დაბრკოლების შესახებ, რომელიც შესაძლოა არ ჩანდეს უკან ხედვის სარკეებში. იგი გაძლევთ სრულ წარმოდგენას იმაზე, თუ რა ხდება თქვენი ავტომობილის გარშემო და გაძლევთ საშუალებას, შეასრულოთ მანევრირება სრული თავდაჯერებულობით.
თავდაჯერებულად მოახდინეთ ავტომობილის პარკირება ნებისმიერ ადგილზე. ჩვენი პარკირების დამხმარე მახასიათებლები იცავენ თქვენს ავტომობილს, თქვენი მართვის აღქმის გაუმჯობესებით, ნებისმიერი დაბრკოლების შესახებ შეტყობინებით და საჭიროებისამებრ სამუხრუჭო ძალის გაზრდით.
ავტომატური შორი განათების სისტემის გაუმჯობესებული ვერსია, ადაპტაციური შორი განათების სისტემა იყენებს ავტომობილის ზედა ნაწილში განთავსებულ კამერას, რომელიც აღიქვამს ავტომობილებს მის წინ და ავტომატურად ახორციელებს წინა მაშუქების განათების ოპტიმიზირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გაანათოთ გზა თქვენს წინ და არ დააბრმავოთ შემხვედრი ავტომობილების მძღოლები. ორსაფეხურიანი ადაპტაციური შორი განათების სისტემა წარმოადგენს ადაპტაციური შორი განათების სისტემის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელიც იძლევა სინათლის უფრო მეტი კონტროლის შესაძლებლობას.
სისტემა Lexus CoDrive მხარს უჭერს თქვენს პირად მართვის სტილს. იგი მოიცავს კრუიზ-კონტროლს დინამიკური რადარით, საგზაო ნიშნების ამომცნობ სისტემას და წინა გადამკვეთი საგზაო მოძრაობის გამაფრთხილებელ სისტემას. Lexus LS ასევე მოიცავს ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემას, რომლის დახმარებითაც თქვენ შეინარჩუნებთ ზოლს ნებისმიერ გზაზე.
მიუახლოვდით ყველა გზაჯვარედინს თავდაჯერებულად. როდესაც თქვენ მიუახლოვდებით საცობს, წინა გადამკვეთი საგზაო მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა შეაფასებს მოძრაობის ინტენსიობას და შეგატყობინებთ გადამკვეთ გზაზე მოძრავი ავტომობილების შესახებ.