1. Discover Lexus
იყავით კონტაქტზე
აღმოაჩინეთ LEXUS

ოსტატობა

სიზუსტე. თავდადება. უნარ-ჩვევები. ყოველივე ეს იმ უნიკალური ოსტატობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თითოეულ Lexus-ის ავტომობილში ჩანს.

უმაღლესი ხარისხი

 

Lexus-ის მთელს სამოდელო ხაზში, თითოეული დეტალი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის დამზადებული. ყველა ასპექტი გაერთიანებულია, რათა შეიქმნას დახვეწილი, ძალდაუტანებელი გამოცდილება მძღოლისა და მგზავრებისთვის.

შეხების სიფაქიზე

Takumi-ს ოსტატები უაღრესად კარგად ერკვევიან უახლეს ტექნოლოგიებში და წამყვან როლს ასრულებენ მათ შექმნაში. მაგრამ მათი მრავალი, ყველაზე ცნობილი უნარი ბევრად წინ უძღვის ციფრულ ეპოქას.

Takumi-ს გაძლიერებული შეხების გრძნობა ლეგენდარულია. მათი ხელები მათი ყველაზე ძვირფასი ინსტრუმენტია. ფაქიზი თეთრი ხელთათმანებით, ისინი იყენებენ მათ მახვილ მგრძნობიარობას მილიმეტრზე პატარა, უმცირესი ნაკლისა და არასრულყოფილების აღმოსაჩენად. ამით, ისინი გამორჩეული ხარისხის გარანტიას ქმნიან.

TAKUMI-ს ხის ნაკეთობა

მიუხედავად იმისა, რომ LS ყველაზე ინოვაციური მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების ნიმუშია, იგი ასევე მოიცავს ბუნებრივ მასალებს, რომლებიც გამოყენებულია პატივისცემითა და გემოვნებით - ინტერიერის გარემოს შესაქმნელად, რომელიც ისეთივე მშვიდია, რამდენადაც თანამედროვე.

დახვეწილი დაჭრილი ხე და ლაზერული ჭრის ტექნოლოგიები იძლევა შესანიშნავი მოპირკეთების შესაძლებლობას. არის შიდა მოპირკეთების სამი უნიკალური ალტერნატივა, ყველა მათგანი ორიგინალურია და გულდასმით არის შექმნილი Takumi-ს - ჩვენი ყველაზე უფროსი ოსტატის მიერ.

 

 

 

 

 

 

 

ფაქიზად მომართული ინჟინერია

ჩვენი ძრავის ტესტები არ არის მხოლოდ ავტომატიზირებული. უახლესი ტექნოლოგიის გარდა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტების გარანტიას, ყველაფერი, რაც მოთავსებულია ხუფის ქვეშ, ასევე მოწმდება ოსტატის თვალითაც.

ადამიანის ხელები ჰარმონიაშია ისეთ მოწინავე სისტემებთან, როგორიცაა CAT სკანირება, რომელიც გადმოვიღეთ სამედიცინო მეცნიერებიდან. ტრადიციული სკანერებისგან განსხვავებით, ის თითოეული ძრავის შიგნით იხედება,რაც იმის გარანტიაა, რომ ყოველი მათგანი აკმაყოფილებს Lexus-ის მაღალი ხარისხის მოთხოვნებს.

Takumi ასევე იყენებენ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიც არის ტრადიციული სტეტოსკოპი, რათა ყოველთვის დაიცვან სიზუსტე და ხარისხი.

TAKUMI ოსტატები

Lexus-ის თითოეულ Takumi ოსტატს სულ მცირე, მეოთხედი საუკუნის გამოცდილება აქვს. ერთად ისინი იყენებენ მათ შეუდარებელ უნარ-ჩვევებს, ცოდნას და ინტუიციას მანქანათმშენებლობის თითოეული ეტაპისთვის.

 

ადამიანები და ტექნოლოგია

უკონკურენტო ოსტატობა მოდის მხოლოდ რობოტებისა და ადამიანების ჰარმონიული მუშაობის შედეგად. ძლიერ გამოცდილი ოსტატების უნიკალური შეგრძნებებით, ჩვენი რობოტული ტექნოლოგიების თანმიმდევრული და ეფექტური მოძრაობების დაპროგრამების შედეგად, ჩამოყალიბდა Lexus-ის განუმეორებელი ოსტატობა.

 

ზეადამიანური

საათობით პრაქტიკისა და სწავლების შედეგად, Lexus-ის Takumi ოსტატებმა განავითარეს თითქმის ზეადამიანური შეგრძნებები. მხედველობა, რომელსაც შეუძლია დაინახოს ის ნიშნები, რომლებიც მოუმზადებელი თვალისთვის შეუმჩნეველია, სმენა, რომელსაც შეუძლია გაიგოს ძრავის ბგერები ქირურგიული სიზუსტით და შეხების შეგრძნება, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს მილიმეტრის ზომის ხარვეზები.