1. New Cars
იყავით კონტაქტზე

UX

აღმოაჩინეთ ახალი ჰორიზონტები

UX - UX 200 ECO - 5 კარიანი ქროსოვერი

ყველა მოყვანილი ციფრი მილ გალონსა და CO2-თან დაკავშირებით, მიღებულია ევროკავშირის მიერ რეგულირებადი ლაბორატორიული ტესტების ოფიციალური შედეგებიდან. ეს მონაცემები მოწოდებულია, რათა მოხდეს ავტომობილების შედარება და შესაძლოა არ ასახავდეს მართვით მიღებულ თქვენს ფაქტობრივ გამოცდილებას

1/ აირჩიეთ ეს ძრავა
1/ აირჩიეთ ეს ძრავა

3 არჩევანი

3 არჩევანი

2/ აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია
2/ აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია

23 არჩევანი

23 არჩევანი

აღმოაჩინეთ ახალი ჰორიზონტები

Lexus UX გთავაზობთ ინოვაციური ფუფუნების და უსაფრთხოების პაკეტს, რომელიც აერთიანებს ახალი, გაბედული დიზაინის ელემენტებს და უაღრესად ეფექტურ ძალოვან აგრეგატებს. მისი სკულპტურული დიზაინი და ექსკლუზიური ცხაური ქმნის მძლავრ და შთამბეჭდავ იერს. მისი ელეგანტური ძარა კი აერთიანებს თანამედროვე და დინამიკურ სტილს.

დიზაინი

Lexus UX-ის შეკვეთა შესაძლებელია ტყავის სალონით,  რომელიც შთაგონებულია ტრადიციული, კერვის იაპონური მეთოდით "sashiko", რომელიც გამოიყენება ძიუდოს და კენდოს უნიფორმების შესაკერად. გამორჩეული ვიზუალური ეფექტის შექმნის მიზნით, რაც აისახება ქროსოვერის საფირმო ცხაურში, Lexus-ის ოსტატები კერავენ მათემატიკური მრუდების მიხედვით, რომელიც ემთხვევა პერფორირებულ ზედაპირს და სავარძლების სავენტილაციო ნახვრეტებს. შედეგად ვიღებთ ხელოვნების და ფუნქციონალობის დახვეწილ კომბინაციას.

 

 

 

უსაფრთხოება

გარდა იმისა, რომ მისი გაბედული დიზაინი გამორჩეული სტილისაა, UX ასევე ერთ-ერთი უსაფრთხო ავტომობილია მძღოლისა და მგზავრებისთვის (დაცვის დონე 96% ზრდასრულებისთვის და 85% ბავშვებისთვის), რაც წარმოადგენს საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს გამოცდილ ავტომობილებს შორის. აღჭურვილი უსაფრთხოების სისტემის უკანასკნელი ვერსიით Lexs Safety System +, Lexus UX ასევე გამოირჩევა პასიური უსაფრთხოების მახასიათებლებით, რაც მიღწეულ იქნა ზე-მყარი პლატფორმით Global Architecture-C და 8 უსაფრთხოების ბალიშით, რომელიც შედის სტანდარტულ კომპლექტაციაში.

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება უახლესი ვერსიით

მიიღეთ თქვენი ავტომობილისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმდინარე ვერსია, დაუკავშირეთ თქვენს სმარტფონს და ისარგებლეთ იმ ფუნქციებით, რითაც ავტომობილის მართვა და ნავიგაცია ხდება უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნო.

UX-ის გალერეა

გამოცადეთ ავტომობილის უნიკალურობა გზაზე, რომელსაც კროსოვერის შესაძლებლობები ახალ დონეზე აჰყავს.