1. Discover Lexus
  2. Safety
  3. Blind spot monitor
იყავით კონტაქტზე

ბრმა ზონის სარკე

მართვის დამხმარე სისტემა

ბრმა ზონის მონიტორი ზრდის თქვენს სისხარტეს გზაზე, შესაბამისად თქვენ ყოველთვის იქნებით მზად შემდეგი მანევრისთვის. ბრმა ზონის მონიტორი უზრუნველყოფს მძღოლებს უზუსტესი ინფორმაციით სხვა ავტომობილების მდებარეობის შესახებ, რითაც აუმჯობესებს თქვენს მართვის აღქმას და საშუალებას გაძლევთ, მშვიდად შეიცვალოთ ზოლი.

კვაზი-მილიმეტრული ტალღის მქონე რადარის გამოყენებით, ბრმა ზონის მონიტორი აფიქსირებს მძღოლისთვის ბრმა ზონაში მყოფ ავტომობილებს, გვერდითა ზოლებში უკანა მხარეს, 60 მეტრამდე მანძილზე აღქმის დიაპაზონით. სისტემა ასევე აფრთხილებს მძღოლებს, უკნიდან დიდი სიჩქარით მომავალი ობიექტების შესახებ, ამიტომ თქვენ ყოველთვის იქნებით ინფორმირებული ნებისმიერი მოძრავი ავტომობილის შესახებ.

როდესაც მძღოლი მიუთითებს ზოლის შეცვლაზე, გვერდითა სარკეში განათდება ის ადგილი, სადაც დაფიქსირდა დაბრკოლება, პირდაპირ მძღოლის ხედვის ხაზში. ხილვადობის ეს დამატებითი დონე საჭიროა თქვენი მართვის უნარების გაუმჯობესებისთვის, რაც ანიჭებს თქვენ ავტობანებზე მგზავრობას დამატებით სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას, ვინაიდან თქვენ იცვლით ზოლს იდეალურ მომენტში და ყოველთვის იცით თუ რა ხდება თქვენს ირგვლივ გზაზე.

ბრმა ზონის სარკის დემონსტრირებისთვის, ეწვიეთ ინტერაქტიულ გამოცდილებას

პასუხისმგებლობის უარყოფა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა ნორმალური მართვის ნაცვლად და გთხოვთ, სისტემის გამოყენებამდე წინასწარ წაიკითხოთ ინსტრუქცია. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელია უსაფრთხო მართვაზე.

მოდელები აღნიშნული ტექნოლოგიით

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=rxl%2Cnx%2Cis%2Crc%2Crf%2Ces%2Cll%2Cls%2Cux%2Crx