1. New Cars
იყავით კონტაქტზე

ყველა მოყვანილი ციფრი მილ გალონსა და CO2-თან დაკავშირებით, მიღებულია ევროკავშირის მიერ რეგულირებადი ლაბორატორიული ტესტების ოფიციალური შედეგებიდან. ეს მონაცემები მოწოდებულია, რათა მოხდეს ავტომობილების შედარება და შესაძლოა არ ასახავდეს მართვით მიღებულ თქვენს ფაქტობრივ გამოცდილებას

1/ აირჩიეთ ეს ძრავა
1/ აირჩიეთ ეს ძრავა

2 არჩევანი

2 არჩევანი

  • LC 500

    5.0ლ. ბენზინის ძრავა (477 ც.ძ.) ბენზინი

    10 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2

  • LC 500h

    3.5ლ ჰიბრიდული ძრავა (299 ც.ძ.) ჰიბრიდი ბენზინი

    მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდული სისტემა | 4X2

2/ აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია
2/ აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია

4 არჩევანი

4 არჩევანი

გაიცანით LC

ავტომობილების შექმნის რევოლუციური მეთოდების ფარგლებში, LC-ს წარმოებაში გასაშვებად მომზადებას დასჭირდა როგორც დიდი გამჭრიახობა, ასევე სრულიად ახალი მიდგომები.  მხოლოდ ერთი სახასიათო შტრიხის მოსაფიქრებლად და შესაქმნელად, ჩვენი ინჟინრების, დიზაინერების და ოსტატების გუნდს არაერთი თვე დასჭირდა და კომპრომისზეც უარი განაცხადა. იაპონიაში, ჩვენს Motomachi-ს ქარხანაში, Takumi ოსტატების მიერ ხელით შექმნილი Lexus LFA სუპერქარების გვერდით, ამჟამად LC ხელმისაწვდომია შესანიშნავად რეაგირებადი LC 500 5.0 ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავით ან  ნოვატორული, LC 500h-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის სახით.

სრულყოფილი დიზაინის მქონე კუპე

Lexus-ის საფირმო წინა ცხაური კარგად ავსებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კომპაქტურ მაშუქებს, ხოლო ძალზედ დაბალპროფილიანი წინა დაკიდების სისტემის წყალობით LC-ს გააჩნია გამორჩეული აეროდინამიკული ხუფი. უკანა მხარეს სახურავი ვიწროვდება ფართო თვლების თაღებს შორის, ხოლო უკანა მაშუქები, რომელიც შთაგონებულია რეაქტიული გამანადგურებლების ფორსაჟის კამერით, ავტომობილს სძენს ძლიერ დგომს.

შესანიშნავი V8 ან მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდი

LC Limited Edition ხელმისაწვდომია, როგორც შესანიშნავად რეაგირებადი LC 500 5.0 ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავითა და 10 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით; ასევე პიონერული LC 500h, რომელსაც გააჩნია მსოფლიოში პირველი ოთხდონიანი, მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდული სისტემა, რომელიც იმართება 3.5ლ V6 ბენზინის ძრავითა და მოწინავე ელექტრო ძრავით/გენერატორით.

 

ძლიერი და ამავდროულად მსუბუქი

საოცრად მტკიცე და ამავდროულად მსუბუქი, ნახშირბადის ბოჭკოთი გამაგრებული პლასტმასი გამოიყენება LC-ს სახურავისა და კარის ჩარჩოებისთვის. კარები, საბარგული და ხუფის პანელები დამზადებულია მსუბუქი ალუმინისგან, ძარის კარკასი კი - უაღრესად მაღალი სიმტკიცის ფოლადისგან.

მძღოლზე მორგებული სალონი

LC-ს ერგონომიკული სალონი განიჭებთ თავდაჯერებულობას და საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ გაბედული მართვით. თვალის მოძრაობის და ყურადღების გაფანტვის შესამცირებლად, ყველა მნიშვნელოვანი ხელსაწყო და მონიტორი განთავსებულია მხედველობის არესთან ახლოს, როდესაც წინ გზას უყურებთ. თქვენ მიერ ხშირად გამოყენებადი ხელსაწყოები, როგორიც არის მართვის რეჟიმის შერჩევა, განთავსებულია საჭის გვერდით.

Takumi-ს ოსტატობა

აღმოაჩინეთ LC-ში Takumi ოსტატების მიერ დამუშავებული ტყავი და გულდასმით შერჩეული მასალები; მაგნიუმის სიჩქარეების გადამრთველები საჭეზე, ალკანტარას მოპირკეთება კარზე და ტყავის, საუცხოოდ შესრულებული გადაცემათა კოლოფის ბერკეტი.

უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +

უბედური შემთხვევების პრევენციის კვლევების სფეროში ჩვენი ლიდერობის წყალობით, LC აღჭურვილია Lexus-ის უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +. ეს მოიცავს შეჯახების პრევენციის სისტემას ქვეითების ამოცნობის ფუნქციით; ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემას, რაც გეხმარებათ კურსის შენარჩუნებაში; ავტომატურ შორ განათებას ღამით ხილვადობის გასაუმჯობესებლად და დინამიკურ რადარულ კრუიზ-კონტროლს, რომელიც არეგულირებს თქვენს სიჩქარეს წინმიმავალი ავტომობილის სიჩქარის შესაბამისად.

LC-ს გალერეა

თითოეული სურათი ცალკე ისტორიას მოგითხრობთ. აქ იწყება თქვენი მოგზაურობა Lexus-ის წარმტაცი დიზაინის, ოსტატობის და უზადო მოპირკეთების გასაცნობად.