1. Discover Lexus
  2. Concept cars
იყავით კონტაქტზე
აღმოაჩინეთ LEXUS

კონცეპტუალური ავტომობილები

ჩვენი გაბედული, თამამი კონცეფციები - აი, ეს არის Lexus-ის ძალა. მათ თავადვე მივყავართ მომავლისკენ, მოულოდნელი ენერგიით. და ისინი, ერთი შეხედვით შეუძლებელს, შესაძლებლად აქცევენ.

ვზრდით ჰორიზონტებს

ვიხედებით რა მომავლისკენ, ჩვენი მისწრაფება და ღრმა შთაგონების წყარო კვლავაც ავტომობილებია. ჩვენი გაბედული კონცეპტუალური ავტომობილების საშუალებით ჩვენ ვიკვლევთ Lexus-ის მომავალს. LF-FC, LF-SA და UX-ის კონცეფცია მართლაც თავდაჯერებულია. მსოფლიოს ირგვლივ, ყველა ავტოსალონში მათ თავბრუ დაახვიეს და გული აუჩქარეს მნახველებს.

LF 30 ELECTRIFIED

უწყვეტი მცდელობის ფარგლებში, გაეზიარებინა ნოვატორული და გასაოცარი გამოცდილება, Lexus-მა წარმოადგინა თავისი “Lexus Electrified" ხედვა ელექტროფიცირებული ავტომობილების მომავალ თაობასთან დაკავშირებით.

UX-ის კონცეფცია

UX-ის კონცეფცია შეიქმნა ჩვენს "Lexus European Design Centre"-ში. თავიდანვე, ის შეიქმნა იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ქალაქის იმ პერსპექტიული მძღოლების საჭიროებები და სურვილები, რომლებიც მოუთმენლად ელიან შესაბამის გარემოს.

LF-FC

LF-FC-ის კონცეფცია, შექმნილი თქვენს გასაოცებლად, განასახიერებს მუდმივად განვითარებად ფუფუნებას და ჩვენს მისწრაფებას, ახლავე განვახორციელოთ მომავლის ხედვა, რათა თქვენ სრულად გამოსცადოთ ის.

LF-SA

გაბედული. მოულოდნელი. მგრძნობიარე. ქალაქისთვის შექმნილი. LF-SA-ს ყოველი ასპექტი იპყრობს ახალ ტერიტორიებს, დაწყებული თავისი კომპაქტური, მოქნილი გარეგნობით და დამთავრებული მისი საოცრად ტევადი ინტერიერით.