1. Discover Lexus
  2. Technology
იყავით კონტაქტზე
აღმოაჩინეთ LEXUS

ტექნოლოგია

ჩვენ ტექნოლოგიას განვიხილავთ, როგორც შემოქმედების კატალიზატორს. ჩვენთვის არასდროს არის საკმარისი უახლესი ინოვაციების მიღება, ჩვენ ვაუმჯობესებთ მათ ახალი, გასაოცარი და შთამბეჭდავი მიმართულებით.

მოულოდნელი აპლიკაციების აღმოჩენა

ჩვენი მიდგომა ტექნოლოგიის მიმართ ყოველთვის დინამიურია და არასდროს არის სტატიკური. ტექნოლოგიების უკვე არსებული ფორმით გამოყენების ნაცვლად, ჩვენ განვიხილავთ მათ, როგორც შთამაგონებელ საწყის წერტილს შემდგომი განვითარებისთვის. ყოველთვის მომავალზე ორიენტირებულები, ჩვენ ვაზროვნებთ შემოქმედებითად, ფართოდ გარდავქმნით და ახალ სახეს ვანიჭებთ უახლეს მიღწევებს.

გაუმჯობესებული პარამეტრები

ჩვენი ყველაზე დახვეწილი მახასიათებლებიდან უმეტესობა სტანდარტულად მოჰყვება ავტომობილს, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ უახლესი ფუნქციებიც, გართობის, კლიმატ-კონტროლის და უსაფრთხოების სისტემების სფეროებში. შედეგი? დახვეწილი გამოცდილება ყოველთვის, როდესაც საჭესთან იქნებით.

ავტომობილის მართვისას ყველაფერი თქვენს კონტროლს ექვემდებარება. მართვის პანელზე არსებულ ღილაკზე მარტივი დაჭერით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ და გააუმჯობესოთ გარემო, თქვენი არჩევანის მიხედვით.

აკუსტიკური სრულყოფილება

ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს უმაღლესი კლასის აუდიო სპეციალისტებთან - Mark Levinson®. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ინდივიდუალური აუდიო საშუალებების შესაქმნელად, რომლებსაც ავტომობილში გართობის საშუალებები ახალ დონეზე აჰყავს.

Mark Levinson® აქტიურად არის ჩართული ყველა ეტაპზე: ისინი ჩვენთან ერთად არიან ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ახალი ავტომობილის კონცეფციის წარმოსახვა და შემუშავება ხდება, ასე რომ, მათ შეუძლიათ იმის უზრუნველყოფა, რომ ავტომობილის ინტერიერი ზუსტად იყოს მორგებული ოპტიმალური აკუსტიკისთვის. დინამიკის განთავსება და კალიბრაცია სრულიად ინდივიდუალურია სალონის გარემოსთვის.

ოპტიმიზებული ატმოსფერო

ავტომობილში ატმოსფერო შეიძლება უხილავი იყოს, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ამას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს -- იმდენად დიდი, რომ ჩვენ დავნერგეთ უმაღლესი კლასის ტექნოლოგია Nanoe®, რომელიც მიკროსკოპულ დონეზე ახდენს სალონში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს და არეგულირებს მას. კლიმატ-კონტროლის ტრადიციული ეფექტების გარდა, ეს ინოვაცია მუდმივად უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს.

LEXUS-ის უსაფრთხოება

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. Lexus Safety System + განსაზღვრავს ახალ ერას უბედური შემთხვევების პრევენციაში, რათა ზიანისგან დაგიცვათ თქვენ, თქვენი მგზავრები, ადამიანები სხვა სატრანსპორტო საშუალებებში და ფეხით მოსიარულეები.

გამოგონების საზღვრებს მიღმა

ჩვენი კონცეპტუალური ავტომობილები ეფუძნება იდეებს მომავალი ტექნოლოგიებისთვის და თავის მხრივ ხორცს ასხამს მათ. LF-FC, UX-ის კონცეფცია და კინეტიკური სავარძლის კონცეფცია - წარმოადგენენ პერსპექტიულ პროექციას, ამავე დროს გვევლინებიან პიონერებად  ლაბორატორიებში, სადაც ჩვენს ახალ, თამამ იდეებს ვამოწმებთ, ასევე  შემოქმედებით აზროვნებას ვუხსნით გზას ტექნოლოგიური ნახტომის მოსახდენად.

გარდაქმნილი სავარძელი

Lexus-ის რევოლუციური კინეტიკური სავარძლის კონცეფციის წარდგენა მოხდა 2016 წელს, პარიზის ავტოშოუზე. შევხედეთ რა სავარძელს ახალი თვალით, ჩვენ შევქმენით ახალი, ინოვაციური ქსელური კონსტრუქცია, იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ გაუმჯობესებული კომფორტი.

რადიკალური ბოჭკოები ახდენენ თქვენი მოძრაობების სტაბილიზაციას, უსაფრთხოების და მხარდაჭერის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ასე რომ, როდესაც სავარძელში ჩაჯდებით, შეგიძლიათ გონებაც ისევე მოადუნოთ, როგორც სხეული.

ინტელექტუალური ინტერფეისები

როგორც UX-ის კონცეფცია, ასევე LF-FC უზრუნველყოფს თქვენს ავტომობილთან "ურთიერთობის" უფრო ძალდაუტანებელ, ბუნებრივ და უფრო ჰუმანურ გზას.

მალე, ეს ავტომობილები შეძლებენ თქვენი ჟესტებისა და შეხების ინტერპრეტაციას და მათზე რეაგირებას. სამომავლოდ, აგრეთვე იქნება ჰოლოგრამებიც.

LS-ის მოწინავე მახასიათებლები

ახალ LS-ს უსაფრთხოების ტექნოლოგია ახალ დონეზე აჰყავს. მას საფუძვლად უდევს Lexus Safety System +, რასაც ემატება ახალი მახასიათებლები, რაც უზრუნველყოფს მძღოლის გაცილებით უფრო მნიშვნელოვან მხარდაჭერას, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS), ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა (LDA) და დინამიკური კრუიზ კონტროლი - ყოველივე ეს კიდევ უფრო გაუმჯობესდა. LS ხელს უწყობს ავარიების თავიდან აცილებას ახალი, ინოვაციური გზებით, ისეთი ფუნქციების მეშვეობით, როგორიცაა: აქტიური მართვის დახმარება, თქვენი მართვისთვის საჭირო შეგრძნებების გასაძლიერებლად, ინტუიციურად და ინტელექტუალურად.

 

Lexus electrified

უკვე 15 წელზე მეტია, რაც Lexus გვევლინება პიონერად ელექტრიფიკაციის სფეროში და ამავე დროს სრულყოფს მას. შედეგად ვიღებთ შესანიშნავ, ეკონომიურ და გამძლე ავტომობილებს. თითქმის უხმო ძრავები არ აბინძურებენ გარემოს და მძღოლებს სთავაზობენ მართვის დინამიკურ გამოცდილებას. მოწინავე ტექნოლოგიის წყალობით, ყველაფერი არის უსაფრთხო, უნაკლო და მდიდრული. შემდეგი თაობის ტექნოლოგია უკვე აქაა და ის მართლაც აღფრთოვანებას იწვევს.

 

მოულოდნელი აპლიკაციების აღმოჩენა

ჩვენი მიდგომა ტექნოლოგიის მიმართ ყოველთვის დინამიურია და არასდროს არის სტატიკური. ტექნოლოგიების უკვე არსებული ფორმით გამოყენების ნაცვლად, ჩვენ განვიხილავთ მათ როგორც შთამაგონებელ საწყის წერტილს შემდგომი განვითარებისთვის. ყოველთვის მომავალზე ორიენტირებულები, ჩვენ ვაზროვნებთ შემოქმედებითად, ფართოდ გარდავქმნით და ახალ სახეს ვანიჭებთ უახლეს მიღწევებს.

უფრო ჭკვიანური სკანირება

ვაზროვნებთ რა არატრადიციულად, ჩვენ გადმოვიტანეთ უახლესი CAT სკანირების მეთოდი მედიცინიდან. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მასში ახალი, გასაოცარი და ფასდაუდებელი შესაძლებლობა დავინახეთ Lexus-ისთვის.

ძრავის შემოწმების ტრადიციულ მიდგომებს საფუძვლად უდევს მექანიკური და გარე ინსპექტირება. მაგრამ Lexus-ის შემთხვევაში, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ძრავა უნაკლოა შიგნიდანაც.

კომპიუტერული ღერძული ტომოგრაფია (CAT) საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ძრავა შიგნიდან, 3 განზომილებაში. ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტური სიზუსტით დავადგინოთ ნაკლოვანებების არსებობა. ჩვენი არატრადიციული მეთოდი სრულყოფილ შედეგებს გვაძლევს.

 

არატრადიციული მასალები

ბუნება და ტექნოლოგია გაერთიანდა Lexus CT-ს მძლავრი დინამიკების გამაოგნებელი ეფექტის შესაქმნელად. ჩვენ ბამბუკი სრულიად ახლებურად გამოვიყენეთ, განუმეორებელი აკუსტიკის შესაქმნელად.

დინამიკის დიაფრაგმები დამზადებულია მასალისგან, რომელშიც შერეულია ფიტოლიტი - მიკროსკოპული ნემსისებრი სტრუქტურა ბამბუკის ფოთლებიდან და ქვანახშირი. მსუბუქი, მაგრამ ხმამაღალი დიაფრაგმა საკმარისად ხისტია იმისათვის, რომ ზუსტად გადმოსცეს მაღალი ნოტები და ამასთან, საკმარისად დრეკადი იმისათვის, რომ ჩაახშოს საკუთარი ვიბრაცია.

 

 

 

ტესტირება ვირტუალურ რეალობაში

ჩვენ ვიყენებთ ვირტუალურ რეალობას ტესტირების ახალ დონეზე ასაყვანად. ეს გვაძლევს მართვის პირობების და მძღოლის რეაქციის მოდელირების საშუალებას ისე, როგორც ეს ადრე შეუძლებელი იყო. მართლაც, სრული რეალობის შთაბეჭდილების შექმნით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გამოხმაურება რეალური მძღოლებისგან, უსაფრთხოების ფუნქციების ფართო სპექტრთან დაკავშირებით. ჩვენ მას ვიყენებთ ტექნოლოგიის დახვეწის და სრულყოფისთვის, თქვენი ნდობის და სიმშვიდის გასაძლიერებლად.