კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. შესავალი
შპს ტოიოტა კავკასია (“TCA”, “კომპანია“, „ჩვენ“, „ჩვენს“, „ჩვენი“) პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას და ვალდებულია, რომ დაიცვას და დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები სამართლიანად და გამჭვირვალედ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დებულებების თანახმად („PDP კანონი“). თქვენი ყველა პერსონალური მონაცემი და ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ. ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ აღნიშნულს.
ვინაიდან, ვებგვერდზე www.toyota.ge ვიზიტი („ვებგვერდი“) და/ან ჩვენს ონლაინ სერვისებზე წვდომა (რეგისტრაცია, ტესტ-დრაივების და სერვისების მოთხოვნა, მარკეტინგული ინფორმაციის გამოწერა და ა.შ.) გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას, ჩვენ შევიმუშავეთ და წინამდებარე დოკუმენტით გაგაცნობთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ ან „პოლიტიკა“), რათა სრული წარმოდგენა შეგექმნათ, თუ რა სახის მონაცემებს ვაგროვებთ, როდის ვაგროვებთ, როგორ და რა მიზნით ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, ვის ვუმჟღავნებთ და როგორ ვუზრუნველყოფთ მის დაცულობას სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ და გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ აღნიშნული უფლებებით სარგებლობა.
პოლიტიკა მოიცავს ზოგად წესებსა და განმარტებებს და მისი შევსება ხდება ცალკეული, კონფიდენციალურობის სპეციალური შეტყობინებებით, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ქმედებებთან (მაგ. როდესაც ყიდულობთ ავტომობილს/სათადარიგო ნაწილებს, იღებთ მომსახურებას და ა.შ.) და რომელიც უზრუნველყოფილია ან TCA-ს მიერ ან ხორციელდება მისი სახელით. კონფიდენციალურობის შეტყობინებები მოგეწოდებათ ყოველ ჯერზე, როდესაც აღნიშნული აქტივობების ფარგლებში თქვენი პერსონალური მონაცემები გახდება საჭირო.
ამ ვებგვერდზე შესვლამდე, დათვალიერებამდე ან მის სხვაგვარად გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებგვერდებსა და სერვისებზე. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ როდესაც სარგებლობთ სხვა ვებგვერდზე გადასასვლელი ბმულით ან ითხოვთ სერვისს მესამე მხარისგან, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღარ მოქმედებს და ექვემდებარებით მესამე პირის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ თქვენთვის რაიმე გაუგებარია ან გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ნებისმიერ ნაწილზე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
იმისთვის, რომ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტს უფრო მარტივად გაეცნოთ, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მოცემული შესაბამისი იურიდიული ტერმინების/ცნებების ლექსიკონი და მათი განსაზღვრებები/განმარტებები:
იურიდიული ტერმინი |
განსაზღვრება / განმარტება |
პერსონალური მონაცემები |
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს („მონაცემთა სუბიექტი“); იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირი არის ის, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია, პირდაპირ ან ირიბად, კერძოდ, იდენტიფიკატორის მითითებით, როგორიცაა სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობის მონაცემები, ონლაინ იდენტიფიკატორი ან ერთი ან მეტი ფაქტორი, რომელიც დამახასიათებელია ამ ფიზიკური პირის ფიზიკური, ფიზიოლოგიური, გენეტიკური, ფსიქიკური ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური იდენტობისთვის. |
პერსონალური მონაცემების სპეციალური კატეგორიები |
მონაცემები, რომლებიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ ან ფილოსოფიურ რწმენას, პროფესიული ორგანიზაციების წევრობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, სექსუალურ ცხოვრებას, ნასამართლეობას, ადმინისტრაციულ პატიმრობას, აღმკვეთი ზომის გამოყენებას, საპროცესო შეთანხმებას, სასჯელის შემცირებას, პირის დანაშაულის მსხვერპლად ან დაზარალებულ აღიარებას, ასევე ბიომეტრიულ და გენეტიკური მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა ზემოაღნიშნული მახასიათებლებით. |
მონაცემთა სუბიექტი |
ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის პერსონალური მონაცემების დამუშავებაც ხდება. |
დამუშავება |
ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც შესრულებულია მონაცემებთან დაკავშირებით ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებებით, კერძოდ: შეგროვებით, ჩაწერით, ფოტოგრაფირებით, აუდიო ჩაწერით, ვიდეო ჩაწერით, ორგანიზებით, შენახვით, შეცვლით, აღდგენით, წვდომაზე მოთხოვნით, გამოყენებით ან გამჟღავნებით - მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად მათი მიწოდების გზით, დაჯგუფებით, გაერთიანებით, ბლოკირებით, წაშლით ან განადგურებით. |
მაკონტროლებელი |
ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო, სააგენტო ან სხვა ორგანო, რომელიც მარტო ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს და რომელიც უშუალოდ ან მონაცემთა დამმუშავებლის მეშვეობით ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას. |
ერთობლივი მაკონტროლებლები |
ორი ან მეტი მაკონტროლებელი, ვინც ერთობლივად განსაზღვრავს დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს და ვინც უშუალოდ ან მონაცემთა დამმუშავებლის მეშვეობით ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას. |
დამმუშავებელი |
ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო, სააგენტო ან სხვა ორგანო, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მაკონტროლებლის სახელით. |
მიმღები |
ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო, სააგენტო ან სხვა ორგანო, რომელთანაც ხდება პერსონალური მონაცემების გაზიარება, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა. |
თანხმობა |
მონაცემთა სუბიექტის მიერ თავისუფლად გამოხატული, კონკრეტული, გაცნობიერებული და არაორაზროვანი სურვილები, რითაც იგი განცხადების ან მკაფიო დამადასტურებელი ქმედების მეშვეობით გამოთქვამს თანხმობას მასთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე. |
ონლაინ იდენტიფიკატორები |
ინტერნეტ პროტოკოლის მისამართები, ქუქი-ფაილების იდენტიფიკატორები ან სხვა ტიპის იდენტიფიკატორები, როგორიცაა რადიოსიხშირის საიდენტიფიკაციო თეგები, რომლებიც მოწოდებულია მონაცემთა სუბიექტის კუთვნილი მოწყობილობებით, აპლიკაციებით, ხელსაწყოებითა და პროტოკოლებით. აღნიშნულმა შეიძლება დატოვოს კვალი, რაც უნიკალურ იდენტიფიკატორებთან და სერვერების მიერ მიღებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ფიზიკური პირების პროფილების შექმნისა და მათი იდენტიფიკაციის მიზნით. |
პროფილირება |
პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც მოიცავს პერსონალური მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პერსონალური ასპექტების შესაფასებლად, კერძოდ იმ ასპექტების ანალიზისა და პროგნოზირებისთვის, რაც უკავშირდება ფიზიკური პირის მუშაობის ეფექტურობის, ეკონომიკური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, პირადი პრეფერენციების, ინტერესების, საიმედოობის, ადგილმდებარეობის ან გადაადგილების ასპექტების ანალიზს ან პროგნოზირებას. |
აქტიური მომხმარებელი |
ფიზიკური პირი, რომელსაც ბოლო 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ჰქონდა შეხება TCA-ს პროდუქტებთან, სერვისებთან ან პლატფორმებთან. |
2. ვინ ვართ და როგორ დაგვიკავშირდეთ?
თქვენი პერსონალური მონაცემების მაკონტროლებელია შპს ტოიოტა კავკასია, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული და მოქმედი კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქ. N 31ბ, სათანადო წესით რეგისტრირებული, საიდენტიფიკაციო კოდით 236089273.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ ან გსურთ ისარგებლოთ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული უფლებებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით:
· ელფოსტის მისამართი: info@toyota-caucasus.com
· ტელეფონის ნომერი: + (995 32) 2720045, 2720046
3. ავტორიზებული საცალო გამყიდვლები
TCA წარმოადგენს საქართველოში Toyota/Lexus ბრენდის ავტომობილების ოფიციალურ დისტრიბუტორს და საქართველოში ჰყავს შემდეგი ავტორიზებული საცალო გამყიდვლები („საცალო გამყიდველი“):
· შპს ტოიოტა ცენტრი თბილისი (ს/კN 211346220), მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ., ტელეფონი: 032 2 511 / +995 32 252 20 22 / 253 19 63 / 254 01 02 / 254 01 03, ელ.ფოსტა: info@toyota-tbilisi.com;
· შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტა (ს/კN 405006461), მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, უნივერსიტეტის ქ. N6, ტელეფონის ნომერი: (032) 299 20 00; ელ.ფოსტის მისამართი: info@toyota-tegeta.ge;
· შპს თი-ბი-ეი თეგეტა (ს/კ 445580773), მისამართი: საქართველო, ბათუმი, გაგარინის ქ. N1, ტელეფონის ნომერი: (042) 2 24 60 06; ელ.ფოსტის მისამართი: info@tba-tegeta.ge;
· შპს ელ-თი (ს/კN 402049617), მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N160; ტელეფონის ნომერი: (+995) 032 222 55 88; ელ.ფოსტის მისამართი: info@lexus-tbilisi.ge
თუ თქვენ ყიდულობთ ავტომობილს ან სხვა პროდუქტს ჩვენი ერთ-ერთი საცალო გამყიდვლისგან და გარიგების ფარგლებში მას აწვდით საკუთარ პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ და საცალო გამყიდველს შეგვიძლია შევასრულოთ თქვენი პერსონალური მონაცემების მაკონტროლებლის როლი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან მოთხოვნა საცალო გამყიდვლის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან ან შეგროვებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ უშუალოდ საცალო გამყიდველს, რადგან პირველ რიგში, ის არის პასუხისმგებელი მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების ან ჩვენს ერთობლივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ წინამდებარე დოკუმენტში მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით.
4. რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და როდის ხდება შეგროვება?
ჩვენს ვებგვერდთან თქვენი ურთიერთქმედებიდან და თქვენ მიერ არჩეული სერვისებიდან გამომდინარე, შეგვიძლია თქვენ შესახებ შევაგროვოთ შემდეგი სახის პერსონალური მონაცემები:
(a) პერსონალური მონაცემების კატეგორიები, რომლებსაც უშუალოდ თქვენგან ვიღებთ:
როდესაც ჩვენთან, ჩვენი ვებგვერდის ან სხვა ონლაინ პლატფორმების საშუალებით (მაგ. Facebook) ურთიერთქმედებთ, შეიძლება შევაგროვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემდეგი კატეგორიები:
· სახელი და გვარი;
· საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი);
· ინფორმაცია თქვენი ავტომობილის შესახებ (მაგ. ავტომობილის მოდელი, VIN კოდი; სარეგისტრაციო ნომერი);
· საცალო გამყიდვლის მიერ მიწოდებული სერვისები;
· ანგარიშის პაროლი და ავტორიზაციის დეტალები, ანგარიშის იდენტიფიკატორი;
· თქვენი ურთიერთქმედება ვებგვერდთან (ნებისმიერი ონლაინ სატელეფონო მოთხოვნები, საჩივრები და ა.შ.).
(b) პერსონალური მონაცემების კატეგორიები, რომლებიც შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ჩვენს ვებგვერდთან და სერვისებთან ურთიერთქმედებისას, თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან გამომდინარე
ონლაინ იდენტიფიკატორები და სხვა მონაცემები, ისეთი როგორიცაა:
· IP მისამართი - ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობისას შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენს მოწყობილობაზე მინიჭებული, ავტომატურად შევსებული IP მისამართი. IP მისამართი წარმოადგენს უნიკალურ ნომერს, რომლის საშუალებით კომპიუტერების ჯგუფი ან ინტერნეტთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობა (როგორიცაა თქვენი მობილური ტელეფონი ან პლანშეტი) იყენებს ინტერნეტს;
· ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ (მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიები, კონფიგურაციის პარამეტრები, ინტერნეტ კავშირის დეტალები), ადგილმდებარეობის მონაცემების ჩათვლით;
· ვებგვერდის გამოყენებისა და დათვალიერების ისტორია - ჩვენ ასევე შეგვიძლია ჩავიწეროთ თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი, მოთხოვნილი გვერდები, დასამოწმებელი ვებგვერდი (თუ მითითებულია) და თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის ვერსია;
· ინფორმაცია ქუქი-ფაილების შესახებ (დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას).
(c) ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ მესამე მხარეებისგან:
· სოციალური მედია - სოციალურ მედიასა და შეტყობინებების გაგზავნის პლატფორმაში, მაგ. Facebook, თქვენი პარამეტრების ან კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით, შეიძლება მოგთხოვოთ, რომ დაუშვათ წვდომა ამ ანგარიშებიდან ან სერვისებიდან, ისეთ მონაცემებზე როგორიცაა (საჯარო პროფილის ინფორმაცია, თქვენი ანგარიშის იდენტიფიკატორი და სხვა ინფორმაცია, რომლის გაზიარებაზეც თანხმობა განაცხადეთ).
· საცალო გამყიდვლები – თუ ყიდულობთ ავტომობილს ან სხვა პროდუქტს ჩვენი საცალო გამყიდვლებისგან ან მათგან იღებთ შეკეთება/მომსახურების სერვისებს, შესაძლოა მათ გარკვეული სახის პერსონალური მონაცემები გაგვიზიარონ. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს თქვენს საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, საკონტაქტო დეტალებსა და მონაცემებს შეძენილი პროდუქტის ან მიღებული სერვისების შესახებ. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებამდე, საცალო გამყიდველი წინასწარ შეგატყობინებთ და მოგაწვდით ინფორმაციას მონაცემთა გამჟღავნების ხასიათის შესახებ, რითაც უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან შესაბამისობა.
· სადაზღვევო კომპანიები – თუ შეიძენთ Toyota/Lexus Casco-ს სადაზღვევო მომსახურებას სადაზღვევო კომპანიისგან, ამ უკანასკნელმა შეიძლება გაგვიზიაროს გარკვეული პერსონალური მონაცემები. აღნიშნული შეიძლება შეიცავდეს თქვენს საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, საკონტაქტო დეტალებს და მონაცემებს შეძენილი პროდუქტის ან მიღებული სერვისების შესახებ. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებამდე, საცალო გამყიდველი წინასწარ შეგატყობინებთ და მოგაწვდით ინფორმაციას მონაცემთა გამჟღავნების ხასიათის შესახებ, რითაც უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან შესაბამისობა.
(d) ჩვენ არ ვაგროვებთ განზრახ:
· ბავშვების პერსონალურ მონაცემებს - TCA შეგნებულად არ ითხოვს პერსონალურ მონაცემებს ბავშვებისგან და არ უგზავნის მათ მოთხოვნებს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვებგვერდზე წვდომა შეუძლია ყველა ასაკის ვიზიტორს, ჩვენ განზრახ არ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს 18 წლამდე ასაკის პირებისგან. 18 წლამდე ასაკის პირებს არ აქვთ უფლება შექმნან მომხმარებლის ანგარიში ან მოითხოვონ რაიმე სერვისი ჩვენგან. თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, გთხოვთ, ნუ ეცდებით ჩვენი სერვისების გამოყენებას, რაც ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას. იმ შემთხვევაში, თუ 18 წლამდე პირმა დაარეგისტრირა მომხმარებლის ანგარიში ჩვენს ვებგვერდზე ყალბი ინფორმაციის გამოყენებით, მშობლის ან კანონიერი მეურვის მოთხოვნის საფუძველზე ჩვენ გავაუქმებთ ბავშვის ანგარიშს და წავშლით მის პერსონალურ მონაცემებს ჩვენი ჩანაწერებიდან.
· მონაცემთა სპეციალურ კატეგორიებს - TCA არ გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, პირადი შეხედულებების ან სექსუალური ორიენტაციის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული სხვა სპეციალური კატეგორიის მონაცემების შესახებ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განზრახ მოგვაწვდით მსგავს მონაცემებს დახმარების, მოთხოვნის ან საჩივრის წარდგენისას, ჩვენ დავამუშავებთ ასეთი სპეციალური კატეგორიის მონაცემებს, რათა გიპასუხოთ, დაგეხმაროთ ან თქვენი საჩივარი სხვაგვარად იქნეს დაკმაყოფილებული.
(e) როდის აგროვებს TCA თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
ზოგადად, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც ჩვენთან ურთიერთობას ირჩევთ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ან სხვაგვარად, ონლაინ რეჟიმში. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ვარიანტებს:
· ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობა;
· მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია;
· ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენის და/ან მარკეტინგული კომუნიკაციების გამოწერა და ჩვენი ელ.ფოსტის საინფორმაციო ბიულეტენებთან/მარკეტინგულ კომუნიკაციებთან ურთიერთქმედება;
· ტესტ-დრაივის მოთხოვნა;
· ტექნიკური/სარემონტო მომსახურების მოთხოვნა;
· თქვენი ავტომობილის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა (Toyota/Lexus 10);
· ავტომობილის მფლობელის სახელმძღვანელოს მოთხოვნა;
· ვებგვერდზე შემოწმება - ეხება თუ არა „სპეციალური სერვისის კამპანია“ თქვენს ავტომობილს;
· დაკავშირება ნებისმიერი მიზეზით - ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან ჩვენი ვებგვერდის განყოფილების „დაგვიკავშირდით“ მეშვეობით;
· საცალო გამყიდველთან დაკავშირების მოთხოვნა;
· საკვლევი მიზნებისთვის ჩვენ მიერ გამოგზავნილი კითხვარების შევსება (მონაწილეობა ნებაყოფლობითია);
· Toyota/Lexus-ის მარკის ავტომობილების შეძენა ჩვენი საცალო გამყიდვლებისგან ან მათგან მომსახურების მიღება;
· სადაზღვევო კომპანიებისგან Toyota/Lexus Casco სადაზღვევო მომსახურების პაკეტის შეძენა;
5. პერსონალური მონაცემების დამუშავების ძირითადი პრინციპები
კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, ჩვენ მკაცრად ვიცავთ მონაცემთა დამუშავების პრინციპებს, რომლის მიხედვით, ჩვენ მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგს:
✓ კანონიერება, სამართლიანობა და გამჭვირვალობა - მონაცემთა დამუშავება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ მონაცემთა სუბიექტთან მიმართებაში.
✓ კონკრეტული მიზნები - მონაცემთა შეგროვება კონკრეტული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის და იმ შემდგომი დამუშავების გარეშე, რომელიც შეუთავსებელია თავდაპირველ მიზნებთან.
✓ მონაცემთა მინიმიზაცია - ადეკვატური, შესაბამისი და შემოფარგლული იმ მიზნებით, რისთვისაც ხდება მონაცემთა დამუშავება.
✓ სიზუსტე - ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში, განახლებული;
✓ შენახვის ლიმიტირება - მონაცემთა შენახვა იმ ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიკაციის საშუალებას არა იმაზე ხანგრძლივი დროით, ვიდრე ეს საჭიროა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც მუშავდება პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემები შეიძლება შენახული იქნეს უფრო ხანგრძლივად, რამდენადაც პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ არქივირების, საზოგადოებრივი ინტერესების, სამეცნიერო, ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის.
✓ ერთიანობა და კონფიდენციალურობა - მონაცემთა დამუშავება ხდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს პერსონალური მონაცემების დაცვა, მათ შორის უნებართვო და უკანონო დამუშავებისგან ან შემთხვევითი დაკარგვის, განადგურების ან დაზიანებისგან, შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენებით.
6. მონაცემთა დამუშავების მიზნები
ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ განსაზღვრული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის, ხოლო მათი დამუშავება არ მოხდება ამ მიზნებთან შეუსაბამო გზით.
ჩვენი ვებგვერდის და/ან სხვა ონლაინ პლატფორმების (მაგ. F Facebook) მეშვეობით მიღებული თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შემდეგი ძირითადი მიზნებისთვის:
· თქვენი მოთხოვნის შესრულება, მაგალითად, ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ტესტ-დრაივის ორგანიზება, შეკეთება/ტექნიკური მომსახურების მიღებაზე რეგისტრირება, თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა, თქვენი ავტომობილის სტატუსის შემოწმება (Toyota 10/Lexus 10), თქვენს ავტომობილთან დაკავშირებული „სპეციალური სერვის კამპანიების“ არსებობის შემოწმება, მფლობელის სახელმძღვანელოს გადმოცემა და ა.შ.
· გამოკითხვების ჩატარება, კითხვარების გამოგზავნა კვლევითი მიზნებისთვის (მონაწილეობის მიღება სრულად ნებაყოფლობითია).
· თქვენი თანხმობის გათვალისწინებით, თქვენთვის საინფორმაციო ბიულეტენების ან მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნა, მათ შორის ახალი ავტომობილების პრეზენტაციებზე მიწვევა და სხვ.
· პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა, რაც უკავშირდება Toyota/Lexus Casco-ს სადაზღვევო პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია თქვენს ინტერესებს და ჩვევებს, ასევე სადაზღვევო პროდუქტების გაუმჯობესება, პროგნოზების შედგენის ან დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების გზით, მათ შორის პროდუქტების შეთავაზებების და სერვისების ოპტიმიზაციისთვის, მომხმარებელთა მონაცემების შეფასების საფუძველზე.
· საცალო გამყიდვლის მუშაობის კონტროლი, მათ შორის მომსახურების ხარისხის და კლიენტთა კმაყოფილების შეფასებისთვის; საცალო გამყიდვლის მიერ თქვენგან მოთხოვნილი მომსახურებების შესრულება და სხვ.
· ჩვენს ვებგვერდზე თქვენი ვიზიტის ხარისხის გაუმჯობესება, ჩვენი პროდუქტების და ზოგადად სერვისების გაუმჯობესება, სერვისების, აპლიკაციების, მარკეტინგული ინფორმაციის, ქმედებების შეთავაზება და სხვ.
თუ ავტომობილს ყიდულობთ ჩვენს ავტორიზებულ საცალო გამყიდველთან, იღებთ მისგან ტექნიკური მომსახურების/შეკეთების სერვისებს და/ან იძენთ Toyota/Lexus Casco-ს სადაზღვევო მომსახურებას, თქვენი პერსონალური მონაცემების ყოველი დამუშავება მკაფიოდ იქნება განსაზღვრული კონკრეტული კონფიდენციალურობის შეტყობინებით, რომელიც ამ ცალკეულ დამუშავებას უკავშირდება.
7. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც მიღებულია ჩვენი ვებგვერდის და/ან სხვა ონლაინ პლატფორმების (მაგ. Facebook) საშუალებით, შეიძლება დამუშავებულ იქნეს, თუ:
· თქვენგან მიღებული გვაქვს თანხმობა მონაცემთა გარკვეულ დამუშავებაზე - მაგალითად, ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების და/ან მარკეტინგული ინფორმაციის გამოწერისას. ეჭვის თავიდან ასაცილებლად, თქვენ ყოველთვის გექნებათ უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა; და/ან
· აუცილებელია თქვენი მოთხოვნის შესრულება - მაგალითად, ტესტ-დრაივის მოწყობა, ტექნიკური მომსახურების/სარემონტო სამუშაოების მიღებაზე ჩაწერა და ა.შ.; და/ან
· მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით ან აუცილებელია TCA-ს წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შესასრულებლად – მაგალითად, ინსპექტირების დროს ზედამხედველობის ორგანოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის; და/ან
· მონაცემთა კონკრეტული დამუშავებისას, ჩვენ ვიცავთ კანონიერ ინტერესს, რომელიც არ აღემატება თქვენს კონფიდენციალურობის უფლებებს, კერძოდ:
o მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება - მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევა ეხმარება TCA-ს გააუმჯობესოს პროდუქტები, სერვისები, ვებგვერდის მუშაობა და მხარდამჭერი პროცესები, რათა უფრო ეფექტურად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა საჭიროებები და მოლოდინები.
o კონკურენტული უპირატესობა - მომხმარებელთა პრეფერენციებისა და მოლოდინების გაგებისას ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, რაც TCA-ს ეხმარება კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში შეთავაზებების ადაპტაციით და პროდუქტის/მომსახურების ხარისხის გაზრდით გზით სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით.
o ბრენდის რეპუტაციისა და ნდობის განმტკიცება - მომხმარებელთა გამოცდილების აქტიური მართვითა და მონიტორინგით, TCA-ს შეუძლია დაიცვას თავისი ბრენდის რეპუტაცია, გაზარდოს მომხმარებელთა ერთგულება და ნდობა საკუთარ პროდუქტებზე.
o მომხმარებელთა საჭიროებების გაგება - ჩვენს ვებგვერდზე თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, შეგვიძლია უკეთ გავიგოთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებები და შემოგთავაზოთ სერვისები, რომლებიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს.
o საცალო გამყიდვლის მუშაობისა და მომსახურების სტანდარტების მონიტორინგი - უზრუნველყოფს, რომ საცალო გამყიდველი მომხმარებლებს აწვდიდეს მოთხოვნილ სერვისებს, იცავდეს ბრენდის ერთიანობას და ინარჩუნებს მაღალ სტანდარტებს ყველა უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის, რაც ხელს უწყობს მომხმარებელთა ნდობის და ერთგულების განმტკიცებას.
8. რამდენი ხნით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
თქვენს პერსონალურ მონაცემებს შევინახავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. აქტიური მომხმარებლების შემთხვევაში, მონაცემები ინახება მათი აქტივობის განმავლობაში და 10 (ათი) წლის ვადით მას შემდეგ, რაც მომხმარებელი აქტიური აღარ იქნება. ინფორმაციის მისაღებად იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეინახება ცალკეული პერსონალური მონაცემები ჩვენი სისტემიდან და მონაცემთა ბაზიდან წაშლამდე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში მითითებული საკონტაქტო დეტალების გამოყენებით.
9. ქუქი-ფაილების ან მსგავსი მოწყობილობების გამოყენება
ჩვენს ვებგვერდზე ვიყენებთ ქუქი-ფაილებს. ეს გვეხმარება, რომ ჩვენი საიტის დათვალიერებისას მიიღოთ უკეთესი გამოცდილება, ასევე საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ ვებგვერდის მუშაობა.
ჩვენ მიერ ქუქი-ფაილების გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ან მათი უარყოფის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ ქუქი-ფაილების პოლიტიკის დოკუმენტში, ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკის გვერდზე.
10. მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება
კომპანია იღებს ვალდებულებას შეინახოს პერსონალური მონაცემები უსაფრთხოდ და იღებს ადეკვატურ ზომებს, რათა დაიცვას მსგავსი მონაცემები დაკარგვის, ბოროტად გამოყენების ან არაავტორიზებული გადაკეთების ან სხვა სახის არაავტორიზებული დამუშავებისგან. TCA-მ დანერგა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების პროცედურები და მიიღო ტექნიკური ზომები პერსონალური მონაცემების საფრთხეების წინააღმდეგ, მათ შორის არაავტორიზებული წვდომის, არასათანადო გამოყენების ან გამჟღავნების, არაავტორიზებული მოდიფიკაციის, უკანონო განადგურების ან შემთხვევითი დაკარგვისგან დასაცავად. ეს ზომები მოიცავს შემდეგს:
· კონფიდენციალურობის ვალდებულება - თანამშრომლებს, რომლებიც ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს TCA-ს სახელით, ეკისრებათ მკაცრი კონფიდენციალურობის ვალდებულება და ისინი რეგულარულად იღებენ შეხსენებებს მონაცემთა კონფიდენციალურობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესახებ.
· წვდომის უფლებები - პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ხორციელდება საჭიროების ფარგლებში. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ნებადართულია მხოლოდ სამუშაო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო მოვალეობების შესასრულებლად.
· დისციპლინური ზომები - თანამშრომლებმა უნდა დაამუშაონ და გამოიყენონ პერსონალური მონაცემები მკაცრად განსაზღვრული წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად და მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული მიზნებისთვის. წინამდებარე პოლიტიკის ნებისმიერი სახის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, საჭიროების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით.
· თანამშრომლების ტრენინგი და ინფორმირებულობა - მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით, თანამშრომელთა ინფორმირებისა და გაცნობიერების მიზნით, კომპანია უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების ტრენინგებს და სემინარებს მათთვის, ვინც ჩართულია მონაცემთა დამუშავებაში.
· მესამე მხარის მენეჯმენტი - მონაცემთა დამუშავებისთვის მესამე მხარის ჩართვისას, TCA ირჩევს ისეთ პირებს, ვინც მონაცემთა დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ მკაცრ სტანდარტებს შეესაბამება. ასევე, მესამე პირთა მხრიდან თავიანთი სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია თითოეულ მათგანთან აფორმებს ხელშეკრულებას მონაცემთა დამუშავების შესახებ.
· გამჭვირვალობა - TCA უზრუნველყოფს, რომ მონაცემთა სუბიექტები ყოველთვის სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული კომპანიის მიერ განხორციელებულ მონაცემთა დამუშავების საქმიანობისა და მათი, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებების შესახებ. TCA-ს პროცედურები გარანტიას იძლევა, რომ მონაცემთა სუბიექტებს შეეძლებათ ადვილად ისარგებლონ ამ უფლებებით, მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად.
· ტექნიკური უსაფრთხოების ზომები - მონაცემთა დამუშავების უსაფრთხოება ასევე უზრუნველყოფილია ადეკვატური ტექნიკური უსაფრთხოების ზომებით, როგორიცაა პერსონალური მონაცემების დაშიფვრა და ჩვენი სერვერების და TCA-ს სისტემების რეგულარული მონიტორინგი შესაძლო მოწყვლადობის გამოვლენისა და თავდასხმების აღსაკვეთად.
· აუდიტი და შესაბამისობის შემოწმება - შიდა აუდიტი ტარდება მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად, ასევე გასაუმჯობესებელი სფეროების გამოსავლენად. აუდიტის შედეგები გამოიყენება კომპანიის მონაცემთა დაცვის ზომების დახვეწისა და ორგანიზაციის შიგნით ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად.
11. ვის ვუმჟღავნებთ თქვენს მონაცემებს?
TCA-ს მიერ შეგროვებული და დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიძლება გაუზიარდეს მის ბიზნეს პარტნიორებს, საცალო გამყიდვლებს, მომწოდებლებს, მესამე მხარეს, რომლისგანაც TCA იღებს მომსახურებას ან თანამშრომლობს, სამართლებრივად უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებებს და ფიზიკურ პირებს საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, წინამდებარე პოლიტიკის მიზნების ფარგლებში. მაგალითად, დავის ან ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში, მესამე მხარის პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს; მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკითხვის ჩასატარებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა ჩვენს სერვის-პროვაიდერს, რომელიც გვეხმარება გამოკითხვის ჩატარებაში; პერსონალური მონაცემები შეიძლება ასევე გავუზიაროთ სხვა კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას TCA-სთვის ან მისი სახელით, მსგავსი სერვისების მიწოდების მიზნით (მაგალითად, TCA-მ შეიძლება გაუზიაროს თქვენი პერსონალური მონაცემები IT-ისთან დაკავშირებული მომსახურებების გარე მომწოდებლებს) და ა.შ.
ყველა ჩვენი პარტნიორი იღებს თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებას. ჩვენ ყოველთვის ვაფორმებთ წერილობით კონტრაქტებს და მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებებს პარტნიორებთან, რომლებიც გარანტიას იძლევიან მონაცემთა უსაფრთხოების ქართული სტანდარტების დაცვისა და ადეკვატური ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავს თქვენი პერსონალური მონაცემების საიმედოდ დაცვას. ჩვენ არ ვყიდით და არ ვაპირებთ, რომ თქვენი რომელიმე პერსონალური მონაცემი მესამე მხარეს მივყიდოთ.
12. მონაცემთა გადაცემა საერთაშორისო მასშტაბით
ჩვენ წარმოვადგენთ საერთაშორისო ბიზნესს, შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს ან გადაცემულ იქნეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ Toyota Group-ის კომპანიები საქმიანობენ საერთაშორისო დონეზე, მათ შორის ევროკავშირში და ჯგუფის ყველა კომპანია ზრუნავს იმაზე, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის („GDPR“) თანახმად, ჯგუფში გამოყენებული მონაცემთა დაცვის დამუშავების შეთანხმებული სტანდარტების მიხედვით, დაცვის ადეკვატური სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომების მიღებით. წინამდებარედ, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შეგროვილია წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად, დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის და მონაცემთა დაცვის რეგულაციის შესაბამისად.
მომხმარებლების კმაყოფილებასთან დაკავშირებული გამოკითხვის ჩასატარებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები გაუზიარდება კომპანიას Toyota Motor Europe NV/SA („TME”), რომელიც დაფუძნებულია ბელგიის კანონმდებლობით, სათაო ოფისით მისამართზე: ბურგეს გამზირი/ბურგეტლაან 60, 1140, ბრიუსელი, ბელგია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ბელგია აღიარებულია როგორც მონაცემთა დაცვის შესაბამისი გარანტიების მქონე ქვეყანა (ავტორიზებულ სიაში შეტანილი ქვეყნები). შესაბამისად, ბელგიაში მონაცემთა გადაცემა სრულად შეესაბამება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას ყოველგვარი რისკების გარეშე.
დასაბუთების ან აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ ასევე შეგვიძლია თქვენი პერსონალური მონაცემები მივაწოდოთ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს ან სერვის-პროვაიდერებს, რომლებიც საქმიანობენ ან ფლობენ სერვერებს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან ავტორიზებული ქვეყნების სიაში. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი გაზიარება ყოველთვის შეესაბამება კანონს და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ან მივიღებთ თქვენს წინასწარ თანხმობას მონაცემების მიწოდებაზე ან მივიღებთ ნებართვას საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან.
13. სოციალური მედიის გამოყენება
თუ TCA-ს ხელსაწყოზე (ვებგვერდი, პორტალი და ა.შ.) იყენებთ კონკრეტულ პაროლს, რომელიც სოციალური ქსელიდანაა (მაგალითად, თქვენი Facebook-ის ანგარიშიდან), TCA ჩაიწერს თქვენს პირად მონაცემებს, რაც ხელმისაწვდომია იმ სოციალურ ქსელში. თქვენ მიერ მსგავსი სოციალური ქსელის გამოყენება კი ნიშნავს, რომ ცალსახად ეთანხმებით TCA-ს ხელსაწყოთი, მის მიერ რეგისტრირებული თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემას.
TCA ზოგჯერ ხელს უწყობს მონაცემების გამოქვეყნებას სოციალური მედიის საშუალებით, როგორიცაა Twitter და Facebook. ამ სოციალურ მედიას გააჩნია საკუთარი გამოყენების პირობები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სოციალურ ქსელებში აქტივობისას. შეგახსენებთ, რომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული შედეგები, მათ შორის თქვენი კონფიდენციალურობისთვის ან იმ პირთა კონფიდენციალურობისთვის, რომელთა პერსონალურ მონაცემებსაც აზიარებთ, მაგ. პუბლიკაციის გაუქმების შეუძლებლობა მოკლე ვადაში. თქვენ ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენს პუბლიკაციებზე. ამასთან დაკავშირებით TCA-ს არ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა და ვალდებულება.
14. რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს?
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი უფლებები:
· მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება – მოითხოვოთ იმის დადასტურება, მიმდინარეობს თუ არა თქვენი მონაცემების დამუშავება; გაარკვიოთ მონაცემთა მსგავსი დამუშავების დასაბუთება, მათ შორის ინფორმაცია დამუშავების მიზნისა და საფუძვლების შესახებ; მოითხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროს, მონაცემთა შენახვის პერიოდის ან შენახვის პერიოდების განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ, თუ კონკრეტული პერიოდის შეფასება შეუძლებელია; მოითხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა მიმღების ვინაობის ან კატეგორიის შესახებ და თუ მონაცემები გადაეცემა მესამე პირს, მოგაწოდონ ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლებისა და მიზნების თაობაზე; მოთხოვნის შემთხვევაში, უფასოდ უნდა მიიღოთ ყველა სახის აუცილებელი სახის ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;
· უფლება წვდომასა და ასლის მიღებაზე - გქონდეთ წვდომა თქვენს დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე და მიიღოთ ასლები უფასოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულის საფასური დადგენილია კანონმდებლობით ან განსაზღვრულია TCA-ს მიერ, იმ პირობით, რომ გადასახადი იყოს გონივრული და გამართლებული რესურსების კუთხით - თუ ასლი იმ ფორმატში უნდა იქნეს მიწოდებული, რაც განსხვავდება მონაცემთა შენახვის ფორმატისგან ან მხედველობაშია მიღებული მსგავსი მოთხოვნების სიხშირე.
· მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება - მოითხოვოთ ყალბი, უზუსტო ან/და არასრული პერსონალური მონაცემების შესწორება, განახლება ან/და შევსება;
· მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, უზრუნველყოფის ან განადგურების უფლება - მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება (გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
· მონაცემთა დაბლოკვის უფლება - მოითხოვოთ მონაცემთა შეზღუდვა (დაბლოკვა) შემდეგ შემთხვევებში: ა) მონაცემთა ავთენტურობა ან სიზუსტე სადავოა მონაცემთა სუბიექტის მიერ; ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მონაცემთა წაშლას და ითხოვს მათ დაბლოკვას; გ) მონაცემები აღარ არის საჭირო დამუშავების მიზნებისათვის, მაგრამ მონაცემთა სუბიექტი მაინც ითხოვს საჩივრის/პრეტენზიის წარდგენისთვის; დ) მონაცემთა სუბიექტი ითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და ეს მოთხოვნა განიხილება; ე) არსებობს მონაცემების შენახვის საჭიროება მტკიცებულებად გამოყენების მიზნით;
· მონაცემთა გადაცემის უფლება - მიიღოთ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები სტრუქტურირებული ფორმით, საჯაროდ გამოსაყენებლად და მანქანით წასაკითხ ფორმატში ან მოითხოვოთ ასეთი მონაცემების გადაცემა მონაცემთა სხვა მაკონტროლებლისთვის, თუ (a) მონაცემთა დამუშავება ხორციელდება თქვენი თანხმობის საფუძველზე და/ან თუ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენთან სახელშეკრულებო ვალდებულების შესასრულებლად, (b) ექვემდებარება მონაცემთა ავტომატურ დამუშავებას და (c) ტექნიკურად შესაძლებელია ამის შესრულება;
· ავტომატური ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები – თქვენ გაქვთ უფლება არ დაექვემდებაროთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილირებაზე, რომელიც თქვენთვის იწვევს სამართლებრივ შედეგებს ან ანალოგიურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენზე, თუკი პროფილირებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება არ არის მიღებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის კონკრეტულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით;
· თანხმობის გაუქმების უფლება - გააუქმოთ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (მაგ. თანხმობა მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე, თანხმობა პროფილირებაზე, თანხმობა მონაცემთა გადაცემაზე და ა.შ.) ნებისმიერ დროს ახსნა-განმარტების ან დასაბუთების გარეშე (თუ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა მიღებულია). მიუხედავად ამისა, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა ლეგიტიმური საფუძველი, TCA-მ შეიძლება გააგრძელოს პერსონალური მონაცემების დამუშავება, მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გაუქმების შემდეგაც კი;
· გასაჩივრების უფლება - უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (მისამართი: საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. N7) ან სასამართლოს (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი NN64).
15. როგორ ისარგებლოთ თქვენი უფლებებით როგორც მონაცემთა სუბიექტმა?
მოთხოვნის წარდგენა - თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის უნდა წარადგინოთ მოთხოვნა წერილობითი ფორმით, მათ შორის ელექტრონული ფოსტით, წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით.
განმცხადებლის იდენტიფიცირება - განაცხადების სათანადოდ განხილვისა და დამუშავებისთვის TCA მონაცემთა სუბიექტებს აძლევს რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება სრულყოფილად მოახდინონ საკუთარი თავის იდენტიფიცირება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას აქვს გონივრული ეჭვი განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით, ითხოვს დამატებით ინფორმაციას.
პასუხის გაცემა - TCA მოგაწვდით პასუხს და ნებისმიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ელექტრონულ ფორმატში, თუკი არ მოითხოვთ სხვა ფორმატში მიწოდებას და თუ ასეთი ფორმატი არ საჭიროებს არაადეკვატურ ძალისხმევას ან ხარჯებს.
უარის შემთხვევაში - თუ ჩვენ უარს ვიტყვით თქვენი მოთხოვნის შესრულებაზე, შეგატყობინებთ იმ მიზეზებს, რამაც განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
16. ავტომატური გადაწყვეტილების მიღება და პროფილირება
იმისათვის, რომ მოგაწოდოთ სწრაფი და პერსონალიზებული სერვისები და ვუზრუნველყოთ ეფექტური კომუნიკაცია, შესაძლოა მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები ავტომატური გზით, ჩვენი პერსონალის ჩართვის გარეშე. გადაწყვეტილების ავტომატური მიღება ხდება მაგალითად, როდესაც ჩვენ ავტომატურად ვარეგისტრირებთ თქვენს - მომხმარებლის ანგარიშს მას შემდეგ, რაც შეიყვანთ მოთხოვნილ პერსონალურ მონაცემებს ან როდესაც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ პროფილირებისთვის.
რაც შეეხება პროფილირებას, ჩვენ მას ვიყენებთ თქვენთვის რეკლამების პერსონალიზაციისთვის, რაც ეფუძნება ჩვენს ვებგვერდთან თქვენი წინა ურთიერთქმედებას, თქვენს აქტივობას და იმას, თუ როგორ და საიდან იღებთ ჩვენს სერვისებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოგეგზავნებათ ისეთი რეკლამა, რომელიც თქვენს სიმპათიებს და ინტერესებს შეესაბამება. ასევე, დიდი ალბათობით არ გამოგეგზავნებათ იმ პროდუქციის რეკლამა, რომელიც თქვენს რეგიონში არ არის ხელმისაწვდომი. თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ პროფილირებაზე მარკეტინგული ქუქი-ფაილების უარყოფით, თქვენი ქუქი-ფაილების პრეფერენციების განახლებით, თუ მანამდე აღნიშნულზე თანხმობა გქონდათ გაცხადებული ან მსგავსი მოთხოვნით პირდაპირ გქონდათ მომართული.
17. სხვა დებულებები
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლოს განახლდა 22.05.2025წ. და ის რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს TCA-ს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფორმალიზაციას, რათა საქმის კურსში იყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომ ვიცავთ ყველა შესაბამის, მოქმედ კანონს მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს/მოსაზრებებს, რომლებიც გაცემულია მონაცემთა დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანოების მიერ. ჩვენ დროდადრო ვანახლებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა ასახულ იქნეს ჩვენ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, აღნიშნულს შეგატყობინებთ ელ.ფოსტით (თუკი ასეთი მონაცემები ჩვენთვის ხელმისაწვდომია). თუმცა, გირჩევთ, რომ პერიოდულად შეამოწმოთ წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი ჩვენს ვებგვერდზე, რათა ნებისმიერი ცვლილების შესახებ საქმის კურსში იყოთ.