1. Discover Lexus
  2. Design
იყავით კონტაქტზე
აღმოაჩინეთ LEXUS

დიზაინი

გაბედული. განსხვავებული. მიზანმიმართული. ჩვენი დიზაინი არის მყისიერად ცნობადი, ის არ ურევს ემოციებისა და შთაგონების საზღვრებს - ახალი იდეების წარმოქმნაში.

გაბედული იდეებიდან გამორჩეულ დიზაინამდე

 

ყველაფერს, რასაც ჩვენ ვქმნით, საფუძვლად უდევს გაბედული იდეა. ჩვენ ყველგან და ყოველთვის ვეძებთ შთაგონებას - რადიკალური აზროვნების და ახლებური შემოქმედებითობის წასახალისებლად. სწორედ ასეთი პროცესი განაპირობებს ჩვენი ავტომობილების უნიკალურ დიზაინს.

საფირმო დიზაინი

ჩვენი დიზაინისადმი მიდგომა განისაზღვრება L-Finesse-ის დიზაინის ენით. რას ნიშნავს ეს? - გთავაზობთ უახლეს დიზაინს, ტექნოლოგიებს და რასაც კი ვქმნით, ყველაფერში სიზუსტისკენ ვისწრაფვით.

01

მშვიდი მოლოდინი

ჩვენ ერთგული ვართ იაპონური სტუმართმოყვარეობის სულის კონცეფციისადმი - ვაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე ამას მძღოლის საჭიროებები და სურვილები მოითხოვს. ჩვენ გელით და გვინდა, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ.
02

მიმზიდველი უბრალოება

ყველაფერს, რასაც ვქმნით, უნდა მოჰქონდეს ინტუიციური სიამოვნება მისი გამოყენებით და ჭვრეტით. ნებისმიერი სირთულე აღმოფხვრილ უნდა იქნას, რათა ავტომობილის მართვისას მხოლოდ სუფთა და ნათელი ემოციები მიიღოთ.
03

დამაინტრიგებელი ელეგანტობა

ჩვენს ყველა ავტომობილს გააჩნია ყურადღების მიპყრობის უნარი. ისინი იქცევენ ყურადღებას და ამ ყურადღებას ინარჩუნებენ კიდეც. რაც უფრო მეტად უცქერთ, მით მეტად გიზიდავთ ის. და გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი დიზაინერები ახსენებენ „ვიზუალურ მოგზაურობებს“.

საფირმო ცხაური

ჩვენი საფირმო ცხაური Lexus-ის დიზაინის ცნობადი და სახასიათო შტრიხია. ეს არის თამამი განაცხადი, რასაც ვერ ვუგულვებელყოფთ. მისი გამოსახვის სტილი უცვლელი რჩება, თუმცა დროთა განმავლობაში გარკვეულ კორექტირებას მაინც განიცდის.

L ფორმის მაშუქები

ჩვენი L-ის მსგავსი მაშუქები ჰარმონიულად ერწყმის  საფირმო ცხაურს, რაც ავტომობილს სძენს შთამბეჭდავ იერს. თითოეული ავტომობილის წინა და უკანა მხარეს გამოსახულია ჩვენი სახელი. მუდმივად განვითარებადი მაშუქები კი იქმნება როგორც ტექნოლოგიური, ისე დიზაინერული მიღწევების წყალობით.

დამახასიათებელი პროფილი

Lexus-ის თითოეულ ავტომობილს გააჩნია გამაოგნებელი გვერდხედი. პროფილების საშუალებით ხდება დახვეწილი აეროდინამიკის დემონსტრირება, ხოლო ღრმა ნაკეცებით გამოისახება ჩვენი სახელის პირველი ასო. დიზაინის, ოსტატობის, საინჟინრო ხელოვნების და სამუშაო მაჩვენებლების ერთიანობით ხაზი ესმევა ავტომობილის გამორჩეულობას.

მომავლის ხედვა

ჩვენი გაბედული, თამამი კონცეპტუალური აზროვნება - აი, ეს არის Lexus-ის დიზაინის მამოძრავებელი ძალა. გაეცანით ზოგიერთ პროექტს, რამაც მომავალში გადაგვწია. თითოეულ ამ პროექტს საკუთარი, არაპროგნოზირებადი ენერგია გააჩნია. ერთი შეხედვით შეუძლებელი, შესაძლებლად იქცევა.

სპორტული იახტა

როგორც თავისი საქმით გატაცებული მთავარი მძღოლი, აკიო ტოიოდა უბრალოდ არ მართავს ავტომობილებს. ამ მუდმივი მაძიებლის თვალთახედვის არეში ყველა სატრანსპორტო საშუალებაა. იახტები არ წარმოადგენენ გამონაკლისს. მას დიდი ხანი შთააგონებდა უაღრესად დახვეწილი მოდელების სიმძლავრე და გამორჩეულად რბილი მუშაობა.

მან იცოდა, რომ ექსპერტის მიერ შექმნილი იახტა, მაღალი კლასის მაჩვენებლებით, შესანიშნავი, მართლაც დიდებული დამატება იქნებოდა Lexus-ის ცხოვრების სტილისთვის. ჩვენ ამას მივაღწიეთ, Lexus-ის სპორტული იახტის მეშვეობით. ყველას გთხოვთ ბორტზე.

კონცეპტუალური ავტომობილები

ჩვენი გაბედული, თამამი კონცეფციები - აი, ეს არის Lexus-ის ძალა. მათ თავადვე მივყავართ მომავლისკენ, მოულოდნელი ენერგიით და ისინი, ერთი შეხედვით შეუძლებელს, შესაძლებლად აქცევენ.

LEXUS-ის დიზაინის ღონისძიებები

შემოქმედებას აქვს ძალა, შეცვალოს სამყარო. კონკურსი Lexus Design Award ხელს უწყობს იდეებს, იმ ახალგაზრდა დიზაინერთა და შემოქმედთა მხარდაჭერის გზით, რომელთა დიზაინერულ ნამუშევრებსაც გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ მომავალი, ახალი და ამაღელვებელი გზებით.

მენტორები

Lexus-მა შეკრიბა მსოფლიო კლასის დიზაინის ექსპერტები, რომლებიც მენტორობას გაუწევენ LDA-ს ფინალისტებს და ითანამშრომლებენ მათთან მრავალი თვის განმავლობაში; Lexus-ის მენტორები ფინალისტებს შესთავაზებენ მათ ფასდაუდებელ ცოდნას, კომერციულ რჩევებს და უხელმძღვანელებენ მათ პროექტის პროტოტიპად გარდაქმნაში.

გრან-პრის გამარჯვებულის გამოვლენა ვირტუალურ ფორმატში

2020 წლის 30 ივნისს Lexus-მა გამოაცხადა, რომ Lexus Design Award 2020-ის გრან-პრის ფინალურ ეტაპს შეეხება გარკვეული ცვლილებები და ის გაიმართება აგვისტოში, ვირტუალურ ფორმატში, ხოლო გრან-პრის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდება 1 სექტემბერს.