შეჯახებისგან დაცვა იწყება მისი პრევენციით. შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS), ქვეითების ამოცნობის ფუნქციით, უზრუნველყოფს თქვენს საუკეთესო რეაგირებას გზაზე. PCS აკონტროლებს თქვენი ავტომობილის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებსა და ქვეითებს, გატყობინებთ მოსალოდნელი შეჯახების შესახებ და აუმჯობესებს დამუხრუჭების შესაძლებლობას, თუ შეჯახება გარდაუვალია.
რადიოლოკაციური სენსორისა და კამერის მეშვეობით, PCS დეტალურად იკვლევს გზას - ავტომობილების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების დასაფიქსირებლად.
თუ მოსალოდნელია შეჯახება, მძღოლი იღებს გაფრთხილებას, როგორც ვიზუალური, ისე ხმოვანი სიგნალით, რაც საშუალებას მისცემს, მოახდინოს შესაბამისი მანევრირება. გარდა ამისა, თუ სისტემა გადაწყვეტს, რომ არსებობს შეჯახების მაღალი ალბათობა ან, რომ შეჯახება გარდაუვალია, მუხრუჭის დამხმარე სისტემა გაზრდის სამუხრუჭო წნევას და ავტომატურად გაააქტიურებს მუხრუჭებს, რათა აგარიდოთ შეჯახება და შეამციროს ნებისმიერი დაზიანება.
PCS აუმჯობესებს თქვენს ინტუიციას მართვისას, რათა დარწმუდნეთ თქვენს წინ არსებულ, ნებისმიერ დაბრკოლებამდე მანძილში და იმგზავროთ მშვიდად. უცნობ გზებზე ნავიგაცია უფრო სასიამოვნო ხდება, რადგან PCS-ის დახმარებით თქვენ ინფორმირებული ხართ გზის სხვა მომხმარებლების შესახებ, შესაბამისად, შეგიძლიათ იყოთ მშვიდად და ისიამვნოთ მგზავრობით.
პასუხისმგებლობის უარყოფა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა ნორმალური მართვის ნაცვლად და გთხოვთ, სისტემის გამოყენებამდე წინასწარ წაიკითხოთ ინსტურქცია. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელია უსაფრთხო მართვაზე.