დაიცავით თქვენი ავტომობილი გადამკვეთი მოძრაობისგან, გადატვირთულ გზებზე. წინა გადამკვეთი საგზაო მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა აფიქსირებს წინ მიმავალ ავტომობილებსა და ველოსიპედებს და აფრთხილებს მძღოლს საპროექციო გამოსახულებით საქარე მინაზე, გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალის გააქტიურებამდე, გარდაუვალი შეჯახების შემთხვევაში.
წინა გვერდითა რადარის გამოყენებით, წინა გადამკვეთი საგზაო მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა აღიქვამს გადამკვეთი მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს და ველოსიპედებს 50 მ-მდე მანძილზე. მსოფლიოში პირველი ტექნოლოგიით, გაფრთხილება ხდება საქარე მინაზე საპროექციო გამოსახულებით, რომელიც ასახავს სხვა ავტომობილის პოზიციას, 2-4 წამით ადრე, ავტომობილების შესაძლო გადაკვეთამდე.
თუ ავტომობილი აგრძელებს მოძრაობას გადამკვეთი გზით მიმავალი ავტომობილებისკენ, გაჟღერდება აუდიო გაფრთხილება, რაც მძღოლს დროულად გაჩერების საშუალებას მისცემს. შესაძლებელია მგრძნობელობის სამი დონის - შორი, საშუალო და ახლო - მქონე წინა გადამკვეთი საგზაო მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემის მორგება, რათა იდეალურად მიესადაგოს თქვენს მართვის სტილს.
ეს გაძლევთ საშუალებას სწრაფად და თავდაჯერებულად გაიაროთ საცობები, თქვენი ავტომობილის ირგვლივ არსებული სიტუაციის უკეთესი აღქმით. სწრაფი მოძრაობის, ღამით მგზავრობის ან ხილვადობის სხვა რთული სიტუაციების შემთხვევაში, წინა გადამკვეთი საგზაო მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა უზრუნველყოფს დამატებით მხარდაჭერას, რათა შეგატყობინოთ ნებისმიერი მოძრავი ველოსიპედისტის ან ავტომობილის შესახებ.
პასუხისმგებლობის უარყოფა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა ნორმალური მართვის ნაცვლად და გთხოვთ, სისტემის გამოყენებამდე წინასწარ წაიკითხოთ ინსტურქცია. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელია უსაფრთხო მართვაზე.