1. New Cars
იყავით კონტაქტზე

ყველა მოყვანილი ციფრი მილ გალონსა და CO2-თან დაკავშირებით, მიღებულია ევროკავშირის მიერ რეგულირებადი ლაბორატორიული ტესტების ოფიციალური შედეგებიდან. ეს მონაცემები მოწოდებულია, რათა მოხდეს ავტომობილების შედარება და შესაძლოა არ ასახავდეს მართვით მიღებულ თქვენს ფაქტობრივ გამოცდილებას

1/ აირჩიეთ ეს ძრავა
1/ აირჩიეთ ეს ძრავა

5 არჩევანი

5 არჩევანი

2/ აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია
2/ აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია

13 არჩევანი

13 არჩევანი

დახვეწილი სალონი

ჩვენ ვრჩებით "Kaizen"-ის პრინციპების ერთგული, რაც გულისხმობს უწყვეტ სრულყოფას და სწორედ ამიტომ NX-ის ინტერიერი გახდა უფრო მეტად დახვეწილი. სალონში თქვენ იხილავთ Lexus-ის პრემიალურ, 10.3 დუიმიან მონიტორს, ხოლო უზუსტესად შესრულებული ტყავის ნაკერები და ინტერიერის საუცხოო მოპირკეთება ავტომობილის მართვას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

მოდერნიზებული დაკიდების სისტემა

ჩვენი "Takumi" ოსტატების მიერ გულდასმით შემუშავებული და "ოსტატი მძღოლების" მიერ გამოცდილი NX-ის დაკიდების სისტემა მოდერნიზებულ იქნა, ხოლო ოპციური, ადაპტაციური დაკიდების სისტემა ამჟამად უკვე გთავაზობთ რეგულირების 650-მდე რეჟიმს.

თქვენი მართვის ბუნებრივი უნარების ხელშეწყობა

ავტომობილით მოძრაობისას უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +  ხელს უწყობს თქვენს აღქმის უნარს. მაგალითად: ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა გეხმარებათ, რომ არ მოხდეს ზოლიდან უნებლიეთ გადახვევა. ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი გეხმარებათ ინტენსიური და გადატვირთული საგზაო მოძრაობის დროს, ხოლო შეჯახების პრევენციის სისტემა კი მეთვალყურეობს სახიფათო სიტუაციებს, რაც შესაძლოა შეიქმნას გზის სხვა მომხმარებლებთან  მიმართებაში და თუ საჭირო გახდა, იღებს შესაბამის ზომებს.

ხელმისაწვდომია F SPORT-ის კომპლექტაცია

უფრო დინამიკური შეგრძნებებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი NX F SPORT, შავი ფერის წინა ცხაურით, უფრო მეტად რეაგირებადი დაკიდების სისტემით, F SPORT-ის ინტერიერის დიზაინით და ახალი გამორჩეული დისკებით. 

სრულად ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატი

მოხდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება თვითდამუხტვადი ჰიბრიდის NX 300h-ის მანევრირებისა და მდგრადობის კუთხით.

NX-ის გალერეა

აღმოაჩინეთ NX-ის უნიკალური, რადიკალური და გამომწვევი გარეგნობა, შექმნილი ადამიანებისთვის, ვისაც სურს, რომ შესამჩნევი იყოს ქალაქში.