ხანგრძლივი მგზავრობა და ახალი მარშრუტები მოითხოვს მძღოლისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას, სწორედ აქ გეხმარებათ ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა. ინოვაციების ეს ნაკრები მოიცავს მართვის დამხმარე სისტემას, ავტომობილის გადახრის გამაფრთხილებელ სისტემას და გაუმჯობესებულ ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემის ტექნოლოგიას, რომლებიც უზრუნველყოფენ შეუფერხებელ მხარდაჭერას თქვენს მიერ ზოლის შესანარჩუნებლად იმ დროს, როდესაც გააქტიურებულია კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით.
კამერის გამოყენებით, LDA აფასებს თქვენი ავტომობილის პოზიციას საგზაო ნიშნულების მიმართ. ამის წყალობით, მძღოლი მუდმივად ინფორმირებულია და საშუალება ეძლევა, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
LDA უზრუნველყოფს დამატებით დახმარებას რთულ სიტუაციებში. თუ დაღლილი ხართ ან ფოკუსირებას კარგავთ, ამის პირველ მაჩვენებელს, ხშირად, თქვენი ავტომობილის გადახრა წარმოადგენს. Lexus-ის მოდელები ავტომობილის გადახრის გამაფრთხილებელი სისტემით, ატყობინებენ მძღოლს ზოლიდან ნებისმიერი გადახრის შესახებ ვიზუალური და ხმოვანი სიგნალის მეშვეობით მანამდე, სანამ მოხდება შეჯახება. მგრძნობელობის სხვადასხვა პარამეტრების მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ ინდივიდუალურად დააპროგრამოთ ავტომობილის გადახრის გამაფრთხილებელი სისტემა, თქვენი მართვის სტილის შესაბამისად.
გზებზე კიდევ უფრო მეტი დაჯერებულობისთვის, Lexus-ის მოდელები მართვის დამხმარე სისტემით, მსუბუქად ახორციელებენ საჭის მართვის კორექტირებას, როდესაც ზოლიდან გადასვლა გარდაუვალია, ხოლო ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემა გეხმარებათ ზოლის ცენტრში პოზიციის შენარჩუნებაში, როდესაც გააქტიურებულია კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით.
LDA-ს ეს მახასიათებლები უზრუნველყოფენ უბედური შემთხვევების თავიდან არიდებას, რომლებიც გამოწვეულია დაღლილობით ან ფოკუსირების დაკარგვით, როდესაც სხვა შემთხვევაში, კონცენტრაციის წამიერად დაკარგვა იქნებოდა სახიფათო. LDA-ს შეტყობინებების მეშეობით, მძღოლებს შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა, სანამ გააგრძელებენ მგზავრობას.
ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემის დემონსტრირებისთვის, ეწვიეთ ინტერაქტიულ გამოცდილებას
პასუხისმგებლობის უარყოფა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა ნორმალური მართვის ნაცვლად და გთხოვთ, სისტემის გამოყენებამდე წინასწარ წაიკითხოთ ინსტურქცია. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელია უსაფრთხო მართვაზე.