1. New Cars
იყავით კონტაქტზე

ყველა მოყვანილი ციფრი მილ გალონსა და CO2-თან დაკავშირებით, მიღებულია ევროკავშირის მიერ რეგულირებადი ლაბორატორიული ტესტების ოფიციალური შედეგებიდან. ეს მონაცემები მოწოდებულია, რათა მოხდეს ავტომობილების შედარება და შესაძლოა არ ასახავდეს მართვით მიღებულ თქვენს ფაქტობრივ გამოცდილებას

1/ აირჩიეთ ეს ძრავა
1/ აირჩიეთ ეს ძრავა

3 არჩევანი

3 არჩევანი

2/ აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია
2/ აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია

28 არჩევანი

28 არჩევანი

გაიცანით LS

ხუთწლიანი შემოქმედებითი გზის შედეგია ახალი, მეხუთე თაობის საფლაგმანო ავტომობილი, რომელიც ლუქს კლასის სედანს სრულიად ახალი ხელოვნების ნიმუშის სახით წარმოგვიდგენს. ჩვენი დიზაინერები მუდმივად აფართოებდნენ საზღვრებს, თუმცა ბოლო LS კიდევ უფრო შორს მიდის მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდის საშუალებით - რევოლუციური ტექნოლოგიით, რომელიც გარდაქმნის Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის ძალოვანი აგრეგატის მახასიათებლებს. განახლებული LS გთავაზობთ საუცხოო მანევრის საშუალებას და შთამბეჭდავ სამუშაო მაჩვენებლებს, ამასთან, არ მიდის კომპრომისზე კომფორტის, ფუფუნების და დიზაინის ხარჯზე.

Takumi-ს მიერ შექმნილი ინტერიერი

ხელით გოფრირებული კარის სარჩული, Shimamoku-ს ხის ფაქტურა,  დეკორატიული გაფორმება და Edo kiriko-ს მინის ელემენტები, ასევე Takumi-ს სტილში დამზადებული ტყავის სავარძლები კარგად ავსებს LS-ის ხმაგაუმტარ სალონს.

 

Omotenashi-ის გულწრფელი დახვედრა

იაპონური სტუმართმოყვარეობით შთაგონებულ ახალ LS-ში, კარის სახელურზე შეხებისას ავტომობილი იწევა ქვევით და გიადვილებთ ჩაჯდომის პროცესს, ასევე წინა სავარძლის საყრდენებიც ავტომატურად ჩამოდის ავტომობილში ჩაჯდომისას.

 

28 რეჟიმიანი რეგულირებადი სავარძლები Shiatsu-ს მასაჟის ფუნქციით

თუ გსურთ თავი იგრძნოთ მხნედ, შეგიძლიათ გამოიყენოთ რეგულირებადი 28 რეჟიმიანი წინა სავარძელი Shiatsu-ს მასაჟით, ხოლო უკანა მგზავრებს საშუალება აქვთ ისიამოვნონ სავარძლის უკან გადაწევის, Shiatsu-ს შვიდპროგრამიანი მასაჟის და გამათბობლის ფუნქციებით.

Mark Levinson®-ის აუდიო სისტემა

სალონის მშვიდი გარემო იდეალური სივრცეა Mark Levinson®-ის აუდიო სისტემისთვის. Quantum Logic Immersion-ის ტექნოლოგიის და ავტომობილის ჭერის წყალობით შეგიძლიათ ისიამოვნოთ 3D კონცერტის მსგავსი გამოცდილებით.

ბენზინის ძრავის ან ჰიბრიდული სისტემის არჩევანი

LS-ს გააჩნია არჩევანი მრავალსაფეხურიან ჰიბრიდულ სისტემასა და 3.5 ლიტრიან ბენზინის V6 ორტურბინიან ძრავას შორის, ის აგრძელებს სამუშაო მაჩვენებლების, რბილი სიარულის და საწვავის ეკონომიკურობის ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

ექსკლუზიური უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+ A

უბედური შემთხვევების პრევენციის კვლევების სფეროში ჩვენი ლიდერობის წყალობით, LS-ის ყველა მოდელი აღჭურვილია Lexus-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში შემავალი უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +. ეს მოიცავს შეჯახების პრევენციის სისტემას, ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემას, ავტომატურ შორი განათების სისტემას ღამით ხილვადობის გასაუმჯობესებლად, დინამიკურ რადარულ კრუიზ-კონტროლს და საგზაო ნიშნების ამომცნობ სისტემას. უფრო მოწინავე Lexus Safety System +A ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად Lexus LS-ზე და ამგვარად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ახალი ტიპის  მხარდაჭერითაც. დამატებითი ფუნქციები მოიცავს შეჯახების პრევენციის სისტემას, საჭის აქტიურ გამაძლიერებელ სისტემას, წინა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელ სისტემას, Lexus CoDrive-ს და ორსაფეხურიან ადაპტაციურ შორი განათების სისტემას.

 

LS-ის გალერეა

აღმოაჩინეთ ახალი LS-ის კუპესმაგვარი საფლაგმანო დიზაინი, მისი საოცარი მდიდრული ინტერიერი და ელეგენტურობა.