შორი და ახლო განათების მონაცვლეობით გამოყენება არის მნიშვნელოვანი ნაწილი ღამით ტარების დროს, მაგრამ ავტომატური შორი განათების სისტემით, თქვენ შეგიძლიათ იმგზავროთ თავდაჯერებულად, ხილვადობის დაქვეითების გარეშე. AHB სისტემა რეაგირებს სხვა ავტომობილების მაშუქებზე და ავტომატურად ცვლის ახლო და შორ განათებას საჭიროების მიხედვით.
ჩამონტაჟებული კამერის მეშვეობით, AHB სისტემა რეაგირებს იმაზეც, რაც თქვენმა თვალმა შესაძლოა მაშინვე ვერ დააფიქსიროს. ოპტიმალურ მომენტში ახლო განათების ჩართვით, თქვენი ავტომობილი თავიდან აირიდებს სხვა მძღოლების შეწუხებას და ამავე დროს, რაც შეიძლება დიდ მანძილზე ანათებს გზას. ეს უზრუნველყოფს გზის ოპტიმალურ ხილვადობას, ქვეითებისა და სხვა დაბრკოლებების მაქსიმალური ხილვადობისთვის.
ეს ამცირებს ძღოლის მიერ განათების რეჟიმების გადართვის გამეორებას და საშუალებას მოგცემთ მოეშვათ და ისიამოვნოთ ღამე მართვით, იმის ცოდნით, რომ უსაფრთხოდ ხართ, რადგან გაგაჩნიათ გზის სრული ხილვადობა.
ავტომატური შორი განათების სისტემის დემონსტრირებისთვის, ეწვიეთ ინტერაქტიულ გამოცდილებას.
პასუხისმგებლობის უარყოფა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა ნორმალური მართვის ნაცვლად და გთხოვთ, სისტემის გამოყენებამდე წინასწარ წაიკითხოთ ინსტრუქცია. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელია უსაფრთხო მართვაზე.