გაიცანით RX
თამამი და მკვეთრი ხაზები ადგილს უთმობს შეუდარებელი კომფორტის, სივრცის და ფუფუნების სამყაროს. ასეთი დონის შესრულებას ჩვეულებრივ ქროსოვერში ვერ შეხვდებით. ჩვენი ყველაზე მოწინავე უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System+ გზებზე უფრო მშვიდად იქნებით, ხოლო ინოვაციური თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიის წყალობით, RX გამორჩეულია საწვავის მოხმარების ეკონომიურობითა და CO2-ის გამოყოფის დაბალი დონით. ეს ნიშნავს, რომ RX წარმოადგენს ეკოლოგიურ, საოჯახო ქროსოვერს, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია შვიდადგილიანი RX L ჰიბრიდის სახით.