1. Discover Lexus
  2. Safety
  3. Pre collision system
იყავით კონტაქტზე

შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)

შეჯახებისგან დაცვა იწყება შეჯახების პრევენციით. შეჯახების პრევენციის სისტემა, უზრუნველყოფს რომ რეაგირება ყოველთვის სათანადოდ შეძლოთ. შეჯახების პრევენციის სისტემა აღიქვამს ავტომობილებს თქვენი ავტომობილის წინ და გიგზავნით სიგნალს, თუ მოსალოდნელია ფრონტალური შეჯახება და ხელს უწყობს დამუხრუჭების უნარს, თუკი ავარია გარდაუვალია.

მილიმეტრული დიაპაზონის რადარის სენსორის და კამერის დახმარებით, შეჯახების პრევენციის სისტემა დეტალურად აკვირდება გზას და ავტომობილებს.

თუკი შეჯახება მოსალოდნელია, ხდება მძღოლის გაფრთხილება აუდიო და ვიზუალური სიგნალების საშუალებით, რათა მოხდეს შეჯახების არიდებისთვის აუცილებელი ქმედების განხორციელება. დამატებით, თუკი სისტემა ჩათვლის, რომ არსებობს შეჯახების მაღალი ალბათობა და გარდაუვალობა, ექსტრემალური დამუხრუჭების გამაძლიერებელი ზრდის დამუხრუჭების წნევას და ავტომატურად მოქმედებაში მოჰყავს მუხრუჭები შეჯახების პრევენციისა და ნებისმიერი სახის ზიანის შესამცირებლად.

შეჯახების პრევენციის სისტემა ზრდის თქვენს მართვით ინტუიციას, აუმჯობესებს დისტანციის აღქმის გრძნობას წინ, ნებისმიერი სახის დაბრკოლებასთან მიმართებაში და განიჭებთ სულიერ სიმშვიდეს. უცხო გზებზე მოგზაურობა ხდება უფრო სასიამოვნო, რადგან შეჯახების პრევენციის სისტემა გეხმარებათ იყოთ მუდმივად ინფორმირებული საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების შესახებ და მშვიდად მართოთ ავტომობილი.

გაფრთხილება: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ Lexus-უსაფრთხოების სისტემა ჩვეულებრივი მართვის ნაცვლად და გთხოვთ, სისტემის გამოყენებამდე გაეცნოთ ინსტრუქციას. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელია უსაფრთხო მართვაზე.

მოდელები აღნიშნული ტექნოლოგიით

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ct%2Crxl%2Cnx%2Cis%2Crc%2Crf%2Ces%2Cll%2Cls%2Cux