1. Discover Lexus
  2. Technology
  3. Pioneering Technology
იყავით კონტაქტზე

ნოვატორული ტექნოლოგია

ტექნოლოგია არსებითად გარდაქმნის ავტომობილის მართვის გამოცდილებას. ჩვენ ვითავსებთ ასეთ განვითარებას ყოველ ნაბიჯზე. ახალი მახასიათებლებით და ინოვაციით, ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ თქვენი მგზავრობა ისე, როგორც არასდროს.

გარდაქმნილი ავტომობილის მართვის გამოცდილება

 

უკანასკნელი მიღწევების წყალობით, იყო მძღოლი და იყო მგზავრი ახლა სულ სხვა რამეს გულისხმობს. ინოვაცია რადიკალურად გარდაქმნის ავტომობილის მართვის გამოცდილებას კიდევ უფრო მზარდი სიჩქარით - ჩვენ შევისწავლით ამ მიღწევების შესაძლებლობებს. ჩვენი კონცეპტუალური ავტომობილები განასახიერებს საოცნებო მომავალს.

გამოგონების საზღვრების გაფართოება

 

ჩვენი კონცეპტუალური ავტომობილები ეყრდნობა და თავის მხრივ, ბიძგს აძლევს იდეებს მომავალი ტექნოლოგიებისთვის. LF-FC, UX და კინეტიკური სავარძლის კონცეფციები სამომავლო პროექტებია, თუმცა ისინი, ასევე პიონერულია ლაბორატორიებისთვის, სადაც ჩვენ ახალ იდეებს ვცდით და წარმოსახვით აზროვნებას საშუალებას ვაძლევთ მოახდინოს ტექნოლოგიური ნახტომები.

გარდაქმნილი სავარძელი

Lexus-ის რევოლუციური კინეტიკური სავარძლის კონცეფციის წარდგენა მოხდა 2016 წელს, პარიზის ავტოშოუზე. შევხედეთ რა სავარძელს ახალი თვალით, ჩვენ შევქმენით ახალი, ინოვაციური ქსელური კონსტრუქცია, იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ გაუმჯობესებული კომფორტი.

რადიკალური ბოჭკოები ახდენენ თქვენი მოძრაობების სტაბილიზაციას, უსაფრთხოების და მხარდაჭერის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ასე რომ, როდესაც სავარძელში ჩაჯდებით, შეგიძლიათ გონებაც ისევე მოადუნოთ, როგორც სხეული.

ინტელექტუალური ინტერფეისები

როგორც UX-ის კონცეფცია, ასევე LF-FC უზრუნველყოფს თქვენს ავტომობილთან "ურთიერთობის" უფრო ძალდაუტანებელ, ბუნებრივ და უფრო ჰუმანურ გზას.

მალე, ეს ავტომობილები შეძლებენ თქვენი ჟესტებისა და შეხების ინტერპრეტაციას და მათზე რეაგირებას. სამომავლოდ, აგრეთვე იქნება ჰოლოგრამებიც.

LS-ის მოწინავე მახასიათებლები

 

ახალ LS-ს უსაფრთხოების ტექნოლოგია ახალ დონეზე აჰყავს. მას საფუძვლად უდევს Lexus Safety System +, რასაც ემატება ახალი მახასიათებლები, რაც უზრუნველყოფს მძღოლის გაცილებით უფრო მნიშვნელოვან მხარდაჭერას, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS), ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა (LDA) და დინამიკური კრუიზ კონტროლი - ყოველივე ეს კიდევ უფრო გაუმჯობესდა. LS ხელს უწყობს ავარიების თავიდან აცილებას ახალი, ინოვაციური გზებით, ისეთი ფუნქციების მეშვეობით, როგორებიცაა: ფეხით მოსიარულეთა შესახებ გაფრთხილება და აქტიური მართვის დახმარება, თქვენი მართვისთვის საჭირო შეგრძნებების გასაძლიერებლად, ინტუიციურად და ინტელექტუალურად.