1. Discover Lexus
  2. Concept cars
  3. lf fc
იყავით კონტაქტზე

სედანი წყალბადის საწვავი ელემენტით

კონცეპტუალური ავტომობილი LF-FC

 

ეს მომავლის ამაღელვებელი გაელვებაა. ეს პირველი კონცეფციაა საწვავი ელემენტით. LF-FC გასაოცარი და ელეგანტური 4-კარიანი კუპეა, რომელიც აღჭურვილია ყველა ამძრავი თვლების მოწინავე სისტემით. LF-FC არაა უბრალოდ დიზაინის ნიმუში, ის შექმნილია იმისათვის, რომ სრულიად გარდაქმნას თქვენი მოლოდინი.

 

"LF-FC ასახავს ფუფუნების და მაღალი ტექნოლოგიების, ჩვენს არც ისე შორეული მომავლის ხედვას."

Tokuo Fukuichi, "Lexus International"-ის პრეზიდენტი

01

გასაოცარი სიმარტივე

ასევე, აღსანიშნავია LF-FC-ს ახალი, შთამბეჭდავი სამქიმიანი უკანა მაშუქები. როდესაც ამ უნიკალური კონცეპტუალური ავტომობილის სრულ პროფილს ნახავთ, თქვენ იწყებთ მისი რადიკალური დიზაინის დაფასებას. მხოლოდ მაშინ გამოჩნდება LF-FC-ს ნამდვილი ხასიათი.
02

საოცნებო დიზაინი

სახურავის წინიდან, უკანა მიმართულებით გარდამავალი გლუვი ფორმით, LF-FC შექმნილია სწორი გზის "შთანთქმისთვის", თუმცა, ასევე სრულიად შესანიშნავი და შთამბეჭდავია უფრო რთულ, მიხვეულ-მოხვეულ გზებზეც. 21-დუიმიანი ალუმინის დისკები კარბონის სალტეებით დამატებით მოხდენილობას მატებს ისედაც დინამიკური დიზაინის ავტომობილს.
03

შეაბიჯეთ LF-FC-ს სამყაროში

მობრძანდით ინტუიციური ტექნოლოგიებისა და ფუფუნების ფუტურისტულ სამყაროში. ჩაჯდომისთანავე, თქვენ მოგესალმებათ უკონტაქტო ჰოლოგრამული გამოსახულება, რომელიც ლივლივებს ცენტრალური კონსოლის თავზე. უკონტაქტო ტექნოლოგია, რომელსაც აკონტროლებთ ხელის მარტივი ჟესტებით, მართავს LF-FC-ს ავტომატური მართვის სისტემას, საინფორმაციო-გასართობ ფუნქციებს და კლიმატს სალონში.

სრული ფუფუნება

სალონი დაპროექტებულია ორ სექციად; ზედა ნახევარი ქმნის გახსნილობის შეგრძნებას და საშუალებას აძლევს მძღოლს, კონცენტრაცია მოახდინოს გზაზე, დაძაბულობის გარეშე. თვალის დონეზე ერთი შეხედვით, ანილინის ტყავის წინა სავარძლები, კარებსა და მართვის პანელთან ერთად, ქმნიან ცურვის შეგრძნებას.

ძალოვანი აგრეგატი საწვავი ელემენტით

წყალბადის საწვავი ელემენტის სისტემა კვებით ამარაგებს ყველა ამძრავი თვლების კონცეფციას და უზრუნველყოფს წინა და უკანა თვლებს შორის ბრუნვის მომენტის ზუსტ გადანაწილებას. LC-FC-სთვის მასის ოპტიმალური განაწილება მიღწეულია - საწვავი ელემენტების ავტომობილის უკანა მხარეს განთავსებით, მართვის ბლოკის - წინა მხარეს და წყალბადის საწვავის ავზების T-ს ფორმირებით განლაგების ხარჯზე.

საოცნებო ტექნოლოგია

ავტომატიზირებული მართვის ტექნოლოგიები გაუმჯობესებული სატრანსპორტო გარემოს ამომცნობით, პროგნოზირებისა და სამართლებრივი ფუნქციებით, უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხო და ეფექტურ მართვის გამოცდილებას - ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, შევქმნათ სამყარო, სადაც აღარ მოხდება საგზაო შემთხვევები.