1. Lexus SELECT
იყავით კონტაქტზე

Lexus SELECT

SELECT-ის პროგრამა გთავაზობთ Lexus-ის ოფიციალური დილერის მიერ დამოწმებულ მეორად ავტომობილებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მწარმოებლის ხარისხის ყოველგვარ კრიტერიუმს. SELECT სრულად იზიარებს Lexus-ის ფასეულობებს და მომხმარებლებს უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხით, განსაკუთრებული მომსახურებითა და სრული გარანტიით.

LEXUS SELECT-ის უპირატესობები

Lexus Select-ის დამოწმებული მეორადი ავტომობილების პროგრამა მომხმარებელს რიგ უპირატესობებს სთავაზობს:

150 პუნქტიანი შემოწმების პროცესით სერტიფიცირებული ავტომობილები

SELECT-ის პროგრამის ფარგლებში გაყიდულ ყველა ავტომობილს, პროგრამაში ჩართვამდე, უტარდება უსაფრთხოებისა და ხარისხის შემოწმება, მათ შორის ჰიბრიდული სისტემის მონიტორინგიც. Lexus-ის სპეციალისტები დეტალურად ამოწმებენ ავტომობილის მდგომაროებას. ყველა შესაბამისი პროცედურის დასრულებისთანავე, ავტომობილი სრულ მზადყოფნაშია და Lexus-ის სტანდარტების შესაბამისად, მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით არის აღჭურვილი.

1-3 წლიანი გარანტია

Lexus SELECT-ის მეორად ავტომობილებზე ვრცელდება იგივე საგარანტიო პირობები, რაც ახალ ავტომობილზე (გარდა აკუმულატორების, ინტერიერის მორთულობის და კოროზიირებული გამონაბოლქვისა). ავტომობილებს მწარმოებლის გარანტიით (< 3 წელი და < 100,000 კმ) შეუძლიათ ისარგებლონ 3 წლამდე დამატებითი გარანტიით, 200,000 კმ-ის ფარგლებში. მწარმოებლის გარანტიის არმქონე ავტომობილებს შეუძლიათ ისარგებლონ 3 წლამდე გარანტიით, შეუზღუდავი გარბენის დაფარვით.

სერვისის დადასტურებული ისტორია და გარბენი*

Lexus SELECT-ის ყველა ავტომობილს უნდა ჰქონდეს მომსახურების ისტორია, რომელიც დადასტურებულია Lexus-ის დილერის მიერ. SELECT-ის ავტომობილები ყურადღებით არის შერჩეული სანდო პარტნიორებისგან ან ჩვენი საკუთარი ქსელიდან. ეს უზრუნველყოფს მეორადი ავტომობილის გრძელვადიან საიმედოობას და გამართულობას, ისევე როგორც ახალი ავტომობილის.

             
  •  
    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ჩვენს ოფიციალურ დილერს საქართველოში.

    ლექსუს თბილისი

    თბილისი 0131, დავით აღმაშენებლის ხეივანი N160
    ტელ: (+995) 32 222 55 88
     

    *მხოლოდ რეგიონალური ცენტრებიდან გაყვანილი ავტომობილებისთვის