1. Discover Lexus
  2. Technology
  3. Innovation with imagination
იყავით კონტაქტზე

ინოვაცია წარმოსახვასთან ერთად

ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით, როდესაც საქმე ტექნოლოგიას შეეხება. ჩვენ განვიხილავთ ტექნოლოგიურ მიღწევებს, როგორც მუდმივ შთაგონების წყაროს უწყვეტი განახლებისთვის.

ახალი ტექნოლოგია, მოულოდნელი გამოყენება

 

სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ ტექნოლოგიის გამოყენებით, მისი არსებული ფორმით. ჩვენ მას ვიყენებთ წარმოსახვის სტიმულირებისთვის და წარმოვადგენთ Lexus-ის სრულიად ახალ ინიციატივებს. ჩვენთვის უახლესი მახასიათებლები მხოლოდ ტრამპლინია, ახალი გამოყენების, ინოვაციების და მიღწევებისთვის. ერთი რამ ნათელია - ჩვენ უახლეს მიღწევებს მოულოდნელი, მოწინავე გზებით ვიყენებთ.

უფრო ჭკვიანური სკანირება

ვაზროვნებთ რა არატრადიციულად, ჩვენ გადმოვიტანეთ უახლესი CAT სკანირების მეთოდი მედიცინიდან. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მასში ახალი, გასაოცარი და ფასდაუდებელი შესაძლებლობა დავინახეთ Lexus-ისთვის.

ძრავის შემოწმების ტრადიციულ მიდგომებს საფუძვლად უდევს მექანიკური და გარე ინსპექტირება. მაგრამ Lexus-ის შემთხვევაში, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ძრავა უნაკლოა შიგნიდანაც.

კომპიუტერული ღერძული ტომოგრაფია (CAT) საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ძრავა შიგნიდან, 3 განზომილებაში. ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტური სიზუსტით დავადგინოთ ნაკლოვანებების არსებობა. ჩვენი არატრადიციული მეთოდი სრულყოფილ შედეგებს გვაძლევს.

ინტელექტუალური დახმარება

 

როდესაც საჭესთან იმყოფებით, თქვენი შეგრძნებები მუდმივად გამახვილებულია თქვენი უსაფრთხოების დასაცავად. მაგრამ რა იქნება, თუ მათ დაემატება თქვენი ავტომობილის "შეგრძნებებიც"? ჩვენი მოწინავე უსაფრთხოების სისტემები სცილდება ადამიანურ აღქმას, თქვენი და თქვენი მგზავრების დასაცავად, ინტუიტიურად და ინტელექტუალურად.

აქტიური უსაფრთხოება

უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, სადაც ჩვენ ტექნოლოგიებს და ინოვაციებს ვიყენებთ, ჩვენ ყოველთვის ვავითარებთ არსებულ მახასიათებლებს და ვქმნით ახალ მხარდამჭერ სისტემებს.

შედეგი? ჩვენი ავტომობილები დღითიდღე უფრო და უფრო "ჭკვიანი" და უსაფრთხო ხდება. სხვა ფუნქციებთან ერთად, უსაფრთხოების სისტემა LSS+ გიცავთ მგზავრობისას, უზრუნველყოფს რა მართვის ინტელექტუალურ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.

არატრადიციული მასალები

 

ბუნების და ტექნოლოგიის შერწყმის გზით ინოვაციურად ვიყენებთ ეკოლოგიურ მასალებს, ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც უფრო უსაფრთხოა ჩვენი პლანეტისთვის. გამოსცადეთ ინტერიერის გამორჩეული ელემენტები, რომლებიც ბუნების სილამაზეს უსვამს ხაზს. თქვენ აღმოაჩენთ ელეგანტურ და ამასთან ფუნქციონალურ საფარს და სრულიად ახალ მახასიათებლებს.

ბამბუკის აკუსტიკა

ბუნება და ტექნოლოგია გაერთიანდა Lexus CT-ს მძლავრი დინამიკების გამაოგნებელი ეფექტის შესაქმნელად. ჩვენ ბამბუკი სრულიად ახლებურად გამოვიყენეთ, განუმეორებელი აკუსტიკის შესაქმნელად.

დინამიკის დიაფრაგმები დამზადებულია მასალისგან, რომელშიც შერეულია ფიტოლიტი - მიკროსკოპული ნემსისებრი სტრუქტურა ბამბუკის ფოთლებიდან და ქვანახშირი. მსუბუქი, მაგრამ ხმამაღალი დიაფრაგმა საკმარისად ხისტია იმისათვის, რომ ზუსტად გადმოსცეს მაღალი ნოტები და ამასთან, საკმარისად დრეკადი, იმისათვის, რომ ჩაახშოს საკუთარი ვიბრაცია.

ტესტირება ვირტუალურ რეალობაში

 

ჩვენ ვიყენებთ ვირტუალურ რეალობას ტესტირების ახალ დონეზე ასაყვანად. ეს გვაძლევს მართვის პირობების და მძღოლის რეაქციის მოდელირების საშუალებას ისე, როგორც ეს ადრე შეუძლებელი იყო. მართლაც, სრული რეალობის შთაბეჭდილების შექმნით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გამოხმაურება რეალური მძღოლებისგან, უსაფრთხოების ფუნქციების ფართო სპექტრთან დაკავშირებით. ჩვენ მას ვიყენებთ ტექნოლოგიის დახვეწის და სრულყოფისთვის, თქვენი ნდობის და სიმშვიდის გასაძლიერებლად.

 

სიმულაციური მართვა

"ჭკვიანი" გუმბათის შიგნით არის Lexus LS-ი. გარშემო ეკრანებზე ჩანს ძალიან რეალისტური გამოსახულებები ქალაქში და ტრასაზე მართვისთვის. ცილინდრები მოძრაობს, იხრება და ბრუნავს, რაც მოხვევის, აღმართზე ასვლის, აჩქარების და შენელების შთაბეჭდილებას ქმნის. ეფექტს დასრულებულ სახეს ანიჭებს ძრავის ხმის აუდიოჩანაწერი, ვიბრაცია და ქარი.

სიმულაციის შესაძლებლობები უსასრულოა. მაგალითად, მართვის მონოტონური სიტუაციის რეპროდუცირება საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ჩათვლემის შესაძლებლობა და შევქმნათ "ჭკვიანური" გამაფრთხილებელი სისტემა. ექსპერიმენტების მომზადებაზე პასუხისმგებელი ტაკაჰიკო მურანო განმარტავს: "ეს ისეთი სახის ტესტია, რომლის ჩატარება რეალურ სამყაროში შეუძლებელია."