1. Discover Lexus
  2. Technology
  3. Hybrid engineering
იყავით კონტაქტზე

ჰიბრიდული ინჟინერია

გაეცანით სრულყოფილ ჰიბრიდული ტექნოლოგიას, პირველად გამოყენებულს და დახვეწილს Lexus-ის მიერ. შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი: საწვავის უაღრესად ეკონომიური ხარჯვა, მცირე გამონაბოლქვი, მგრძნობიარე სიმძლავრე და შესანიშნავი, მშვიდი მგზავრობა.

ლიდერობა ჰიბრიდული ტექნოლოგიების სფეროში

 

Lexus-ის ჰიბრიდული ტექნოლოგია კვლავაც წამყვანია მსოფლიოში. ჩვენ პირველებმა გამოვუშვით სრული ჰიბრიდები და მას შემდეგ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის დახვეწას. საერთო ჯამში, მილიონზე მეტმა მძღოლმა მილიონობით მილი გაიარა მთელს მსოფლიოში, ჩვენი წამყვანი სისტემის მეშვეობით.

 

მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდი

ჩვენ კვლავაც ვაფართოებთ ჰიბრიდის სამუშაო მაჩვენებლების საზღვრებს, რაც შორს სცილდება ყოველგვარ მოლოდინს. ახლა, თქვენ შეგიძლიათ გამოცადოთ Lexus-ის ახალი, რევოლუციური სისტემა: მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდი LC 500h და LS 500-ისთვის.

არსებულ CVT (ვარიატორი) სისტემას ემატება 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. სიმულირებული 10 კბილანა ამოქმედებს LC 500-ის ბენზინის ძრავის 10 სიჩქარეს. მძღოლს შეუძლია შეცვალოს ეს დინამიკური სიჩქარეები შეუფერხებლად, საჭეზე არსებული სიჩქარეთა გადამრთველების მეშვეობით.

შედეგი? შესანიშნავი სპორტული აზარტის გრძნობა. დინამიკური, სწრაფი და დაკავშირებული - ესაა ყველაზე მგრძნობიარე და მუშაობისთვის მზა ჰიბრიდული სისტემა. თქვენ მოგეწონებათ სიმძლავრის შეგრძნება, როდესაც აქსელერატორს დააჭერთ და გონივრული ეკონომიურობა მშვიდი მგზავრობისას. მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდული სისტემა განსაზღვრავს, თუ რას უნდა მოელოდეთ. ის გავლენას მოახდენს Lexus-ის უფრო ფართო სამოდელო ხაზზე, როდესაც ჩვენ განვაგრძობთ ჰიბრიდულ ტექნოლოგიაზე მუშაობას.

მართვის რეჟიმის შერჩევა

Lexus-ის ჰიბრიდული სისტემა ახდენს ავტომობილის ტარების პირობების მონიტორინგს და აკონტროლებს ენერგიის კომბინაციას, თქვენთვის ოპტიმალური არჩევანის მიხედვით. თუმცა, თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ მართვის რეჟიმი: ელექტრო, კომბინირებული ან ბენზინის.

ავტომობილის დაქოქვიდან აჩქარებამდე, მგზავრობის დროს და შენელებისას, თქვენ თავად შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილებები. თქვენ და თქვენი ავტომობილი ერთად უზრუნველყოფთ ემისიის შემცირებას და სამუშაო მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

ნორმალური რეჟიმი უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიურობას და ძრავის სამუშაო მაჩვენებლების ოპტიმალურ ბალანსს. სპორტული რეჟიმი უზრუნველყოფს დროსელის ჩამკეტის მოძრაობაზე უფრო სწრაფ და დინამიკურ რეაგირებას, საჭის გაზრდილი მგრძნობიარობისთვის. ხოლო ECO რეჟიმი ახდენს დროსელის, ძრავის სიმძლავრის და კლიმატის პარამეტრების მოდერაციას, საწვავის ეკონომიურობის ასამაღლებლად.