1. New Cars
  2. SUV's
იყავით კონტაქტზე
NEW CARS

LEXUS-ის ქროსოვერების სამოდელო ხაზი

გასაოცარი დიზაინი, დახვეწილი ფუფუნება და შეუდარებელი ოსტატობა Lexus-ის ქროსოვერების სამოდელო ხაზის დამახასიათებელი, გამორჩეული ნიშან-თვისებებია. ჩვენი ინოვაციური, თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიითა და უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+ -ით აღჭურვილი, თითოეული ავტომობილი შექმნილია ისე, რომ შემცირდეს გამონაბოლქვი და ჩვენი გზები უფრო უსაფრთხო გახდეს.

გაიცანით LEXUS-ის ქროსოვერების სამოდელო ხაზი

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ლუქს კლასის ქროსოვერებს და უპასუხოთ რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას. დაეტევა თუ არა ის თქვენი ავტომობილის სადგომზე ან ავტოფარეხში? საკმარისი სივრცეა თუ არა შიგნით თქვენი ოჯახისთვის, როდესაც გაემგზავრებით დასასვენებლად ან მივლინებით? ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო თითოეული მოდელის შესახებ.

აირჩიეთ თქვენი Lexus-ის ქროსოვერი

იქნება ეს დინამიკური, ქალაქის ქროსოვერი UX, გასაოცარი NX თუ საფლაგმანო ლუქს კლასის RX (ასევე ხელმისაწვდომია როგორც 6 ან 7 ადგილიანი RX L), თითოეული ქროსოვერი აღჭურვილია Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიით და დაბალ სიჩქარეებზე ხშირად გადადის უგამონაბოლქვო რეჟიმში. აირჩიეთ მოდელი, რომელიც შეესაბამება თქვენი ცხოვრების სტილს და გაიგეთ მეტი გამონაბოლქვის, საწვავის მოხმარების და ფასების შესახებ.

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ux%2Cnx%2Crx%2Crxl

გასაოცარი გამოცდილება LEXUS-თან ერთად

Lexus-ის ქროსოვერების სამოდელო ხაზი გამოირჩევა ოსტატობის, ინოვაციური ჰიბრიდული სიმძლავრის, მოწინავე უსაფრთხოების ტექნოლოგიისა და იაპონური მასპინძლობის, "Omotenashi"-ს ფილოსოფიის კომბინაციით. გაეცანით სამოდელო ხაზს, შექმნილს ქროსოვერის მძღოლებისთვის, ვინც ეძებს სტილს, კომფორტს, სივრცესა და ეფექტურობას.