იყავით კონტაქტზე
უახლესი Lexus UX-ის მართვით შეუდარებელ გამოცდილებას მიიღებთ. მისი გამორჩეული ტექნიკური მიღწევები მოიცავს, როგორც Lexus-ის მე-5 თაობის თვითდამუხტვად ჰიბრიდს, ასევე ზემტკიცე შასის და გაუმჯობესებულ დაკიდების სისტემას. ავტომობილი გამოირჩევა ჩუმი, რბილი აჩქარებით და ქალაქის ქუჩებში ზუსტი მანევრირების უნარით. ინტერიერშიც არაერთი დეტალია გაუმჯობესებული. ახალი ტიპის გაფორმებისა და გადასაკრავ მასალასთან ერთად შეგიძლიათ შეუკვეთოთ ინტერიერი Takumi-ს გაფორმებით, რომელიც შესრულებული იქნება ტყავის მასალის გარეშე. ამ ავტომობილის მართვით გამორჩეულ შთაბეჭდილებას მიიღებთ.
  • UX-ის საუკეთესო მოდელი

    განახლებული UX აერთიანებს ახალ ტექნოლოგიას, გაუმჯობესებულ მართვადობას და მეტ არჩევანს.

     

  • ლუქს კლასის ხუთი მილიონი ქროსოვერი

    Lexus ყიდის ლუქს კლასის ქროსოვერებს დაახლოებით 90 საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო 2020 წელს მისი გაყიდვები მოდელებზე: UX, NX, RX, GX და LX, 5 მილიონიან ნიშნულს გასცდა.                             

  • UX-ის ხელოვნება

    Lexus წარმოგიდგენთ მსოფლიოში პირველ მოხატულ ავტომობილს.

                                                                                                        

მზად ხართ? აირჩიეთ თქვენი ძრავა

აირჩიეთ კომპლექტაცია:

12 არჩევანი

შედეგის გარეშე

  • UX - Eco 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Eco 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - Eco 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Eco 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4
  • UX - Comfort 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Comfort 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - Comford 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Comford 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4
  • UX - Premium 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Premium 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - Premium 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Premium 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4
  • UX - F Sport 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX F Sport 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - F Sport 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX F Sport 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4
  • UX - Luxury 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Luxury 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - Luxury 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Luxury 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4
  • UX - F-Sport Design 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX F-Sport Design 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - F-Sport Design 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX F-Sport Design 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4

სამუშაო მაჩვენებლები

  • Lexus-ის მართვის საფირმო მახასიათებელი

                                                                                        ახალი თვითდამუხტვადი ჰიბრიდი ჩვეულებრივ კომპაქტურ ქროსოვერებთან შედარებით, უფრო ეკონომიური და ეკოლოგიურია. UX 300h გამოირჩევა რბილი და თითქმის ჩუმი სვლით. მას ასევე გააჩნია Lexus-ის მართვის საფირმო მახასიათებელი, რაც Lexus-ის Takumi ოსტატი მძღოლის მიერ თვეების განმავლობაში ჩატარებული ტესტების დამსახურებაცაა. სწორედ მან გამოცადა ეს შთამბეჭდავი კუპე. შედეგად კი ვიღებთ ათლეტურ ავტომობილს, რასაც ამ კომპაქტური ქროსოვერისგან არავინ მოელოდა.

  • Lexus-ის მე-5 თაობის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

                                                                                       UX 300h-ის ახალი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგია აერთიანებს მაღალეფექტურ 2.0 ლიტრიან ბენზინის ძრავს და მძლავრ ელექტროძრავს. ამის წყალობით სისტემის სიმძლავრე 199 DIN ც.ძ.-მდე იზრდება. საწვავის შესანიშნავი ეკონომიისა და ელექტრულ რეჟიმში მართვის წყალობით, მანძილის მიუხედავად, აჩქარება მიიღწევა უფრო სწრაფად და რბილად, რაც ასევე ახლადშემუშავებული ლითიუმ-იონური ბატარეის დამსახურებაა. ავტომობილის დაბალ სიჩქარეებზე დაძვრისას, მძლავრ წინა ელექტრულ ძრავს (და სრულამძრავიან მოდელებზე უკანა ელექტრულ ძრავს) მოქმედებაში მოჰყავს UX 300h. ასეთ დროს ავტომობილი მხოლოდ ელექტრულ რეჟიმში მუშაობს.

  • გაუმჯობესებული ჰიბრიდული გადაცემათა კოლოფი

                                                                                    ჰიბრიდის ეს ახალი გადაცემათა კოლოფი აერთიანებს ბენზინის ძრავას ელექტროძრავთან/გენერატორთან, რომელსაც Lexus-ის წინა სისტემებთან შედარებით 25%-ით ნაკლები შიდა ხახუნის ძალა გააჩნია, რაც საუცხოოდ აისახება საწვავის მოხმარებაზე, ჩუმ სვლასა და სამუშაო მაჩვენებლებზე. სისტემა Sequential Shiftmatic უზრუნველყოფს ექვსსაფეხურიან დამუხრუჭებას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მსგავსად. გადაცემათა კოლოფის კარტერის წონა ასევე შემცირებულია 20%-ით.

ახლადშემუშავებული ლითიუმ-იონური ბატარეა უფრო კომპაქტური და მსუბუქია, ამავდროულად თავის წინამორბედ ნიკელ-ლითონ-ჰიდრიდულ ბატარეაზე 15%-ით უფრო ეფექტურია. შედეგად ვიღებთ ბრწყინვალე აჩქარების უნარს და საწვავის ეკონომიას. ბატარეა განლაგებულია UX 300h-ის უკანა სავარძლის ქვემოთ, რითაც უზრუნველყოფილია მეტი სივრცე საბარგულში, ასევე ავტომობილის დაბალი სიმძიმის ცენტრი.

მოდერნიზებული E-FOUR სრულამძრავიანი სისტემა 30 კვტ სიმძლავრის უკანა ელექტროძრავით, აუმჯობესებს სტაბილურად მოძრაობის უნარს და ეფექტურად ფუნქციონირებს რთულ პირობებში. უფრო მეტი კონტროლისთვის, სიჩქარეების გადართვის ახალი მექანიზმი უზრუნველყოფს სასიამოვნო და სწრაფ მართვას. სიმძლავრის იდეალური განაწილება წინა და უკანა ღერძს შორის უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ მართვას აღმართებზე და დათოვლილ გზებზეც კი, ამავე დროს, ჩვეულებრივ, ოთხივე ამძრავი თვლის სისტემის მქონე მოდელებთან შედარებით, ავტომობილი საწვავის ნაკლები მოხმარებით გამოირჩევა. 

უსაფრთხოება

  • უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + / NCAP რეიტინგში 5-ვარსკვლავიანი შეფასებით

    UX 300h აღჭურვილია მოწინავე აქტიური უსაფრთხოების და მძღოლის დამხმარე სისტემებით, წარმოდგენილი ბოლო თაობის უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +. 

    NCAP რეიტინგში უსაფრთხოების კუთხით UX-მა უმაღლესი, 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. მას გააჩნია 8 უსაფრთხოების ბალიში სტანდარტულ კომპლექტაციაში. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდგომ უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემა აფრთხილებს ავტომობილში მსხდომთ (წინ და უკან) იმ შემთხვევაში, თუ უკნიდან ავტომობილი ან ველოსიპედი უახლოვდებათ.

  • შეჯახების პრევენციის სისტემა / საჭის მართვის გადაუდებელი დახმარების სისტემა

    EuroNCAP რეიტინგში "საგზაო მოძრაობის დაუცველი მონაწილეების უსაფრთხოების" კუთხით მიღწეული გამორჩეული შედეგები, უსაფრთხოების სისტემის Lexus Safety System + (UX-ის ყველა მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში) სათანადო აღიარებას წარმოადგენს.

    Lexus-ის გაუმჯობესებული შეჯახების პრევენციის სისტემა საშუალებას იძლევა აღიკვეთოს პოტენციური შეჯახების მრავალი შემთხვევა, მაგალითად, მარცხნივ/მარჯვნივ მოხვევის დროს და საცობის გარღვევის მცდელობისას. იმ შემთხვევაში, თუ შეჯახება გარდაუვალია, საჭის მართვის გადაუდებელი დახმარების სისტემა დაგეხმარებათ საჭის მართვაში, რაც ხელს შეუწყობს ავტომობილის სტაბილურობის შენარჩუნებას და აღკვეთს მის ზოლიდან გადახვევას.

  • კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით

                                                                                           ეს სისტემა იყენებს მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარის სენსორს და კამერას, რათა აღმოაჩინოს წინ მიმავალი ავტომობილი და შეინარჩუნოს სათანადო დისტანცია. თუ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება ჩერდება, ასევე ჩერდება თქვენი UX 300h-ც. როდესაც ავტომობილი განაახლებს მოძრაობას, თქვენი UX-ც განაგრძობს სვლას. ეს სისტემა სწრაფად ამოიცნობს წინ, ორმხრივი მოძრაობის დაწყებას  და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემასთან ერთად უფრო ნეიტრალურ ზოლს აირჩევს.

UX 300h-ის ადაპატაციური შორი განათების სისტემა (AHS) (დამატებითი კომპლექტი) იყენებს საქარე მინის ზედა ნაწილში მოთავსებულ კამერას, რათა დააფიქსიროს წინ მომავალი ავტომობილების განათება და ავტომატურად დააბალანსოს მაშუქების სინათლის განაწილება ისე, რომ თვალი არ მოჭრას წინ მიმავალი და შემხვედრი ავტომობილების მძღოლებს. მაშუქების თერთმეტი დამოუკიდებელი შუქდიოდური ჩიპი ირთვება/ითიშება განათებული და გაუნათებელი ადგილების ზუსტი კონტროლის მიზნით.

თამამი დიზაინი

  • სილამაზის და ფუნქციონალობის კომბინაცია

    Lexus-ის დიზაინერები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა მომხიბლავი, კომპაქტური ლუქს კლასის ქროსოვერი შეექმნათ, რომელსაც დინამიკური ელექტრული ფუნქციები ექნებოდა. მათი მონდომება მცირე დეტალებშიც კი ჩანს, მაგალითად, უკანა შუქდიოდური კომბინირებული მაშუქი, რომლის ელეგანტური აეროდინამიკური ფორმა მართვადობას და პროდუქტიულობას უწყობს ხელს. ეს არის სილამაზისა და ფუნქციონალობის ჰარმონიული შერწყმა, რაც UX 300h-ს უდევს საფუძვლად. ავტომობილი ხელმისაწვდომია მომხიბვლელ სპილენძისფერში, რაც UX-ს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. მის დინამიკურ და ელეგანტურ დიზაინს ხაზს უსვამს სპორტული, 18" ალუმინის დისკები და თვლის თაღის სხმულები ძარის ფერში.

  • F SPORT / F SPORT დიზაინი

    ახალი ფერების წყალობით UX კიდევ უფრო მიმზიდველია. F SPORT და  F SPORT დიზაინის მოდელები ხელმისაწვდომია სპილენძისფერში, ტიტანისფერსა და საფირონისფერ ლურჯში, შავი სახურავით, შავი დგარებით და შავი რიგელებით.

ეს წინა მაშუქები აღჭურვილია სამმაგი შუქდიოდური ბლოკებით და L ფორმის დღის მაშუქებით, რომლებიც Lexus-ის საფირმო ნიშანს გამოხატავს. ამას გარდა, ნებისმიერი ამინდისთვის გამიზნული მაშუქები ნისლის დროს უსაფრთხო ხედვის არეს უზრუნველყოფს.

UX 300h-ის კომბინირებულ უკანა მაშუქებს გააჩნია მოწინავე დიზაინი, რომელსაც არა მარტო მომხიბვლელი იერი, არამედ აეროდინამიკური ფუნქციაც გააჩნია. მაშუქებში ინტეგრირებულია ფირფიტები ჰაერის წნევის დაახლოებით 16%-მდე შესამცირებლად, რაც ავტომობილს ანიჭებს მეტ სტაბილურობას მოხვევისას, ისევე როგორც გვერდითი ქარის დროს. გამორჩეული იერისთვის უწყვეტი ხაზი შექმნილია 120 შუქდიოდური ნათურისგან, რომელიც თავს იყრის ცენტრისკენ, ხოლო ყველაზე ვიწრო წერტილში მას 3 მმ სისქე გააჩნია.

ინოვაციური ტექნოლოგია

  • ელექტრული საბარგული, უკონტაქტო გაღების ფუნქციით / ახალი "ჭკვიანი" ციფრული გასაღები

    ავტომობილში ბარგის მოხერხებულად ჩასადებად და გადმოსაღებად ხელმისაწვდომია უკონტაქტო გაღების ფუნქცია. საბარგულის გაღება და დახურვა შეგიძლიათ უკანა ბამპერის ქვეშ განლაგებულ სენსორთან ფეხის მიტანით, თუ თან გაქვთ ჭკვიანი გასაღები.

  • S-FLOW კლიმატ კონტროლი / კლიმატ-კონსიერჟი

    S-FLOW კლიმატ კონტროლი გონივრულად ხელმძღვანელობს ინტერიერის კლიმატს თქვენს UX-ში გარემო პირობების მიხედვით და უზრუნველყოფს  შესანიშნავ კომფორტსა და საწვავის ეკონომიას. მაგალითად, მას შეუძლია გაარკვიოს სავარძელი დაკავებულია თუ არა და კლიმატი შესაბამისად დაარეგულიროს. კლიმატ-კონსიერჟი სალონში აფრქვევს Nanoe™ X ნაწილაკებს, რაც აქრობს სუნს ეფექტურად და ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს. ასევე, მას გააჩნია სასიამოვნო და დამატენიანებელი ეფექტი კანსა და თმაზე.

  • 13 დინამიკიანი MARK LEVINSON®-ის აუდიო სისტემა

    UX 300h-ის პრემიალურ, 13 დინამიკიან, 915 ვატიანი სიმძლავრის აუდიო სისტემას Mark Levinson® გააჩნია უმაღლესი დონის ჟღერადობა. თითოეული ელექტრული კომპონენტისთვის სისტემაში შემუშავებულ იქნა იდეალური დიზაინი, რომელიც საერთო ჰარმონიულ გამრუდებას (THD - სიგნალის გამრუდების ინდიკატორი) 0.1%-ით ან უფრო ნაკლები დონით უზრუნველყოფს. სისტემა მოიცავს 150 ვტ / 4 Ω x 12-არხიან (გამოიყენება 8 არხი) D კლასის გამაძლიერებელს. ამ მოწყობილობის საკმარისი სიმძლავრე საშუალებას იძლევა სიზუსტით იმართოს დიდი დინამიკები და მიღებულ იქნეს სუფთა და მძლავრი ხმა.

ავტომობილის მონაცემების პროეცირება ხდება ფერებში, პირდაპირ საქარე მინაზე. 260 მმ X 97.5 მმ-იანი საპროექციო გამოსახულება საშუალებას იძლევა, გზისგან თვალის მოუცილებლად შეამოწმოთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა: სანავიგაციო ბრძანებები, ხმის პარამეტრები ან უსაფრთხოების ფუნქციები.
გაიგეთ მეტი ჩვენი ტესტ-დრაივების შესახებ

ჩვენი ტესტ-დრაივის დაპირება

მიიღეთ შეუდარებელი გამოცდილება Lexus-ის ტესტ-დრაივით, აირჩიეთ ავტომობილი, ადგილმდებარეობა და ტესტ-დრაივის ხანგრძლივობა.
ციფრები მოყვანილია შედარების მიზნით. სხვა ავტომობილებს შეადარეთ მხოლოდ საწვავის მოხმარების და CO2-ის მონაცემები, რომელთა ტესტირება განხორციელდა იგივე ტექნიკური პროცედურებით. ეს ციფრები შეიძლება არ ასახავდეს მართვის რეალურ მონაცემებს. ყველა ავტომობილი სერტიფიცირებულია მსოფლიოს მასშტაბის ჰარმონიზებული მსუბუქი ავტომობილების ტესტირების პროცედურის (WLTP) მიხედვით.

UX-ის გალერეა

გაეცანით UX-ის ფუფუნებას, დახვეწილობას და დიზაინს.

სხვა ქროსოვერის მოდელები

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ue%2Cnx%2Crx%2Crxl