- სრულიად ახალი GX აერთიანებს ყველგანმავალის უნარებს და Lexus-ის დახვეწილობას - ერთგული პარტნიორი ნებისმიერ საგზაო პირობებში
- ახალი გლობალური არქიტექტურული პლატფორმა GA-F და ძარის კლასიკური კონსტრუქცია ჩარჩოზე, უზრუნველყოფს ინტეგრირებულ სიმძლავრესა და რეაგირების უნარს
- უფრო მტკიცე გარე დიზაინი ხაზს უსვამს GX-ის საიმედოობას
- Tazuna-ს კონცეფციით შექმნილი სალონის წყალობით მძღოლს ეძლევა თვალთახედვის შესანიშნავი არე, ასევე, მართვის ელემენტებსა და ინფორმაციაზე ინტუიციური წვდომის შესაძლებლობა
- გაშლილი, თანამედროვე და ინტერიერის მყუდრო დიზაინი ფართო საბარგო სივრცით
- ახალი, 3.5 ლიტრიანი V6 ტურბო ძრავა უზრუნველყოფს მნიშვნელოვნად მეტ სიმძლავრეს და ბრუნის მომენტს
- თავის კლასში მოწინავე საბუქსირე შესაძლებლობები - 3.5 ტონამდე
- GX-ის სამოდელო ხაზში შედის ახალი Overtrail მოდელი დიზაინისა და აღჭურვილობის ისეთი მახასიათებლებით, რაც უგზოობაში ავტომობილს მოწინავე სამუშაო მაჩვენებლებს ანიჭებს
- Lexus-ის აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე GX 2024 წლის დასაწყისიდან გამოჩნდება
Lexus GX-ის მსოფლიო პრემიერა
1989 წელს მისი გამოშვებიდან მოყოლებული, Lexus ყოველთვის ნოვატორად გვევლინებოდა და დიზაინის ტექნოლოგიებს მუდმივად ავითარებდა, მომხმარებელს კი საუკეთესო ხარისხს სთავაზობდა. ეს არის საუცხოო სრულამძრავიანი მოდელი, უგზოობაში შეუფერხებლად მოძრაობის უნარით.