სრულიად ახალი Lexus RX აღფრთოვანებას იწვევს  დანახვისთანავე, თავისი საუცხოო, ქროსოვერის თამამი დიზაინით, რომელიც შექმნილია, რათა მიიპყროს ყურადღება და შეინარჩუნოს ლიდერობა. ავტომობილში იგრძნობა ელექტრიფიცირებული სიმძლავრე და სიმტკიცე ყოველი კუთხიდან. შიგნით გვხვდება მძღოლზე მორგებული სალონი "Tazuna" და  სალონის არჩევითი გაფორმება ტყავის გარეშე. იმისთვის, რომ რეალურად შეიგრძნოთ საოცრება, გამოცადეთ ახალი, RX 450h+ Plug-in ჰიბრიდი, RX 500h Performance ჰიბრიდი ან RX 350h თვითდამუხტვადი ჰიბრიდი და მიხვდებით რასაც ვგულისხმობთ. 
  • უფრო მეტი RX 450h+ ჰიბრიდთან ერთად

    გააკეთეთ მეტი სრულიად ახალ, Lexus RX 450h+ Plug-in ჰიბრიდთან ერთად, რომელიც ლუქს კლასის ქროსოვერის იდეალური არჩევანია.

  • ვენეციის კინოფესტივალი

    2022 წლის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოადგენს პრესტიჟულ სცენას Lexus-ის ელექტრული მოდელებისთვის, მათ შორის სრულიად ახალი ლუქს კლასის ქროსოვერისთვის - RX.                                                 

  • "შემდეგი თავი" LEXUS-ის დიზაინი

    სრულიად ახალ, ლუქს კლასის RX-ის "შემდეგი თავი" გამოიხატულია დაგრძელებული ხუფით, დახვეწილი კარებით, უფრო ფართო დისკებითა და ახალი "შპინდელური ძარის"  დიზაინით.

მზად ხართ? აირჩიეთ თქვენი ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია

11 არჩევანი

შედეგები არ არის

  • RX - 2.4T Comfort - 5 კარიანი ქროსოვერი

    RX 2.4T Comfort

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • RX - 2.4T F-SPORT - 5 კარიანი ქროსოვერი

    RX 2.4T F-SPORT

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • RX - 2.4T Executive - 5 კარიანი ქროსოვერი

    RX 2.4T Executive

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • RX - Hybrid Comfort - 5 კარიანი ქროსოვერი

    RX Hybrid Comfort

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი (4x4) | 4X4
  • RX - Hybrid Luxury - 5 კარიანი ქროსოვერი

    RX Hybrid Luxury

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი (4x4) | 4X4
  • RX - Hybrid Executive - 5 კარიანი ქროსოვერი

    RX Hybrid Executive

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი (4x4) | 4X4
  • RX - F-SPORT+ - 5 კარიანი ქროსოვერი

    RX F-SPORT+

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    6 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • RX - F-SPORT Design 2.5L HEV - 5 კარიანი ქროსოვერი

    RX F-SPORT Design 2.5L HEV

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი (4x4) | 4X4
  • RX - F-SPORT Design 2.5L PHEV - 5 კარიანი ქროსოვერი

    RX F-SPORT Design 2.5L PHEV

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი (4x4) | 4X4
  • RX - Luxury 2.5L PHEV - 5 კარიანი ქროსოვერი

    RX Luxury 2.5L PHEV

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი (4x4) | 4X4
  • RX - 2.4T F-SPORT Design - 5 კარიანი ქროსოვერი

    RX 2.4T F-SPORT Design

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4

F SPORT-ის კომპლექტაცია

  • F SPORT-ის კომპექტაცია ხელმისაწვდომია
    RX 450h+, RX 350h და RX 350-ზე

    F SPORT-ის კომპლექტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მოდელებზე: RX 450h+, RX 350h და RX 350.
    RX-ის სერია ახლა უკვე წარმოდგენილია F SPORT-ის სპორტული კომპლექტაციით. ეს ვარიანტი ხელმისაწვდომია plug-in ჰიბრიდის RX 450h+, თვითდამუხტვადი ჰიბრიდის RX 350h და ბენზინის ძრავიან RX 350 მოდელის სახით.

    F SPORT-ის დიზაინის წყალობით, ეს RX აღფრთოვანებას იწვევს. წინა, შავი ბადისებრი ცხაური ხაზს უსვამს RX-ის დგომს და სიმტკიცეს გზებზე. შავ, წინა ქვედა ბამპერს და შავ, უკანა ქვედა ბამპერს დაჰყვება ატლასისებრი ვერცხლისფერი ჩანართები და ძარის პრემიალურ შვიდ ფერთან ერთად ავტომობილის დამახასიათებელ ნიშან-თვისებას წარმოადგენს, F SPORT-ის ექსკლუზიურ F თეთრ და საფირონისფერ ლურჯ ფერებთან ერთად.

  • თამამი და სპორტული იერი

    F SPORT-ის კომპლექტაციის ეფექტური და თამამი გარეგნული იერი ხაზგასმულია ელეგანტური, შავი გვერდითი სარკეების ჩარჩოებით და დინამიკური, 21“ შავი დისკებით, რაც F SPORT-ის დიზაინს წარმოადგენს, თუმცა დამახასიათებელი, პრიალა ზედაპირი გააჩნია.

    F SPORT-ის მოდელებს გააჩნიათ Lexus-ის ექსკლუზიური ნიშანი - Lexus-ის ლეგენდარული F ლოგო, რომელიც გამოსახულია გვერდით, ვერცხლისფერ ფონზე RX-ის კუპეს მსგავსი ფორმით.

  • ფუფუნება და კომფორტი

    F SPORT-ის კომპლექტაციის ტევადი სალონი გამოირჩევა მდიდრული გაფორმებით, რომელიც შექმნილია Lexus-ის სახელგანთქმული Takumi ოსტატების მიერ. გარემომცველი, მრავალფეროვანი განათება და ნატურალური, რბილი ტყავის სავარძლების გაფორმება F SPORT-ის მოდელების სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის.

    სალონი წარმოდგენილია ოთხი ფერის კომბინაციით, მათ შორის:  ღია ამონიტი-ქვიშისფერი და კაკლისფერი. უშუალო, თუმცა მძღოლისთვის ინტუიციურად განლაგებული მართვის ღილაკები ეფუძნება Lexus Tazuna-ს კონცეფციას, რომლის წყალობითაც მართვის და საინფორმაციო წყაროების სისტემების გამოყენება უფრო მოსახერხებელია, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მძღოლს, რომ ავტომობილის მართვით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.

სამუშაო მაჩვენებლები

  • ექსტრემალურად მძლავრი პლატფორმა

    ახალი RX აგებულია ჩვენს პლატფორმაზე GA-K, გაზრდილია თვლების ბაზა და ასევე დამატებულია განივები და ძელები, რაც ზრდის სიმტკიცეს. ამ დამატებითმა სიმტკიცემ Lexus-ის ინჟინრებს საშუალება მისცა, უფრო ზუსტად დაერეგულირებინათ დაკიდების სისტემა, გაეუმჯობესებინათ სამუშაო მაჩვენებლები და კომფორტი. ეს ახალი პლატფორმა 90 კილოგრამით უფრო მსუბუქია და გააჩნია უფრო დაბალი სიმძიმის ცენტრი. თვლების ბაზა გაზრდილია 60 მმ-ით, თუმცა შენარჩუნებულია მთლიანი სიგრძე და შემცირებულია გადახრის კუთხე. პროტექტორი უფრო ფართოა, ხოლო დისკები უფრო განიერი, რაც უზრუნველყოფს უფრო მტკიცე დგომსა და უკეთეს მოჭიდების უნარს გზაზე. 

  • DIRECT4 /E-FOUR სიმძლავრის კონტროლი

    სიმძლავრე RX 500h-ზე კონტროლდება Lexus-ის ექსკლუზიური ტექნოლოგიის - DIRECT4-ის მეშვეობით. ეს ახალი სისტემა მუდმივად აბალანსებს სიმძლავრესა და ბრუნის მომენტს წინა და უკანა ღერძებს შორის ნებისმიერ საგზაო სიტუაციაში, იმაზე ზუსტად, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური სისტემა. საჭეზე გზის უკეთესი შეგრძნების მეშვეობით, DIRECT4 უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მართვადობას და მოძრაობის შესანიშნავ დინამიკას მაღალ სიჩქარეებზე. სრულამძრავიანი ელექტრული სისტემა E-FOUR, რომელიც ხელმისაწვდომია ახალ RX 350h და RX 450h+ მოდელებზე, იქნა მოდერნიზებული და ამის წყალობით უკანა 40 კვტ სიმძლავრის ელექტრო ძრავა ყოველთვის მოქმედია, რაც უზრუნველყოფს დიდ ბრუნის მომენტსა და უფრო ძლიერ გაწევის უნარს.

  • ადაპტაციური ვარიაბელური დაკიდების სისტემა*

    RX-ის ახალი, მრავალბერკეტიანი უკანა დაკიდების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, გთავაზობთ შესანიშნავ გვერდულ მდგრადობას და საკიდრის ჩაჯდომის საწინააღმდეგო მახასიათებლებს. მას შეუძლია გაუძლოს ბრუნის მომენტის უფრო მაღალ დონეებს, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურს, ვიბრაციასა და სიხისტეს. მართვადობისა და მკვეთრ მოსახვევებში უსაფრთხო მანევრირების გასაუმჯობესებლად შექმნილი, ადაპტაციური ვარიაბელური დაკიდების სისტემა (AVS) აკონტროლებს ამორტიზაციის ძალას ოთხივე თვალზე.

    *ხელმისაწვდომია მხოლოდ შემდეგ მოდელებზე: RX 500h, RX 450h+ Luxury კომპლექტაცია და RX 350h-ზე

გამორჩეულად უხმო და ჯამური CO2-ის გამონაბოლქვის საერთო ოდენობით სულ რაღაც 1,1-1,2 გ/კმ-ით, RX 450h + Lexus Plug-in ჰიბრიდი ელექტრიფიცირებული ავტომობილის უკომპრომისობას კიდევ უფრო აძლიერებს. 309 ცხენის ძალის მქონე ავტომობილი 0-100 კმ/სთ აჩქარებას აღწევს 6,5 წამში, მისი მძლავრი ჰიბრიდული სისტემის წყალობით, რომელიც აერთიანებს 2,5 ლიტრიან ბენზინის ძრავას, ელექტრო ძრავას და 18,1 კვტ/სთ სიმძლავრის ლითიუმ-იონურ ბატარეას. თავის კლასში საუკეთესო ელექტრული სვლის რესურსის გარდა, რაც შეადგენს 69 კმ-მდე მანძილს (კომბინირებული ციკლი, ქალაქში 90 კმ-მდე), RX 450h+ -ს  შეუძლია EV რეჟიმში 135 კმ/სთ-ს მიაღწიოს.

ახალი RX 500h Performance Hybrid არის ჩვენი პირველი ტურბო ძრავიანი ჰიბრიდი, რომელიც გთავაზობთ მაღალ ელექტრიფიცირებულ სამუშაო მაჩვენებლებს. სრულიად ახალი ჰიბრიდული არქიტექტურის წყალობით, რომელიც შედგება 2,4 ლ მოცულობის ტურბო ძრავისა და 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფისგან, გამოიმუშავებს 371 ც.ძ. სიმძლავრეს ან 273 კვტ-ს და 0-100კმ/სთ აჩქარებას აღწევს 6,2 წამში. DIRECT4 მამოძრავებელი ძალის კონტროლის სისტემა, რომელიც აუმჯობესებს გზის შეგრძნებას საჭეზე, უზრუნველყოფს საოცარ მართვადობას მაღალ სიჩქარეზეც კი.

თვითდამუხტვადი ჰიბრიდი Lexus RX 350h გჩუქნით კომფორტსა და თავდაჯერებულობას ნებისმიერ სიტუაციაში. იგი აერთიანებს 2,5 ლიტრიანი ბენზინის ძრავისა და ელექტროძრავის სიმძლავრეს, რაც შეადგენს 250 ცხენის ძალას ან 184 კვტ-ს. შედეგად ვიღებთ აჩქარების უნარს 0-დან 100 კმ/სთ-მდე 7.9 წამში, ხოლო CO2-ის გამოყოფა უტოლდება 142-149 გ/კმ-ს, საწვავის მოხმარება კი 100 კმ-ზე 6,3-6,6 ლიტრს. იმის წყალობით, რომ სისტემა ხელახლა იმუხტება მოძრაობის დროს - ინერციულად ან დამუხრუჭებისას, შორ მანძილზე მგზავრობისას იმედგაცრუებული არ დარჩებით.

უსაფრთხოება

  • მესამე თაობის უსაფრთხოების სისტემა LEXUS SAFETY SYETM +

    სრულიად ახალი RX აღჭურვილია მოწინავე აქტიური უსაფრთხოების და მძღოლის დამხმარე სისტემებით, წარმოდგენილი უახლესი მესამე თაობის უსაფრთხოების სისტემის Lexus Safety System +  გაუმჯობესებული დამატებითი ფუნქციებით, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გაზრდილ დონეს. ეს მოიცავს: პროაქტიურ მართვის დამხმარე სისტემას და ახალ მონიტორს მძღოლისთვის, რათა შემოწმდეს მძღოლის დაღლის ან ყურადღების გაფანტვის ნიშნები. ამას გარდა, პროაქტიური მართვის დამხმარე სისტემა იყენებს წინა კამერას, რათა განისაზღვროს მოხვევის კუთხე, მოსახვევთან მიახლოებისას საჭეზე დაწოლის დონის რეგულირების მეშვეობით.

  • გაუმჯობესებული შეჯახების პრევენციის სისტემა

    დღის საათებში მოტოციკლების აღმოჩენასთან ერთად, დახვეწილია Lexus-ის შეჯახების პრევენციის სისტემა, რაც საშუალებას იძლევა აღიკვეთოს პოტენციური შეჯახების მრავალი შემთხვევა, მაგალითად, მარცხნივ/მარჯვნივ მოხვევის დროს და საცობის გარღვევის მცდელობისას. სისტემას ასევე შეუძლია ამოიცნოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებებთან და ქვეითებთან შეჯახების რისკი გზაჯვარედინზე მოხვევისას. შეჯახების არიდების უნარი გაძლიერებულია საჭის მართვის უკიდურესი დახმარების სისტემით (Emergency Steering Assist).  

  • კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით

    ეს სისტემა იყენებს მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარის სენსორს და კამერას, რათა აღმოაჩინოს წინ მიმავალი ავტომობილი და შეინარჩუნოს სათანადო დისტანცია. თუ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება ჩერდება, ასევე ჩერდება RX. ავტომობილის დაძვრის შემდეგ, თქვენი ავტომობილიც იწყებს მოძრაობას. სისტემა სწრაფად ამოიცნობს წინ, ორმხრივი მოძრაობის დაწყებას და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემასთან ერთად უფრო ნეიტრალურ ზოლს აირჩევს. დინამიკური რადარიანი კრუიზ-კონტროლი ასევე აგარიდებთ შედარებით ნელა მოძრავ ავტომობილს, სხვა ზოლში გადასვლის საშუალებით.

ჩვენი უახლესი დაბრკოლებების აღმოჩენის დამხმარე სისტემა, RX-ის მოწინავე, ახალი პროაქტიური მართვის დამხმარე სისტემა - აქტიური მართვის დამხმარე ტექნოლოგიით, თვალყურს ადევნებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებსა და ობიექტებს წინ, ასევე აქტიურად აკონტროლებს მუხრუჭებს და საჭის მართვას, რათა უსაფრთხო დისტანცია შეინარჩუნოს. ამას გარდა, შენელების დამხმარე სისტემა გეხმარებათ იმ დროს, როცა აქსელერატორის სატერფულიდან ფეხს იღებთ, მოსახვევამდე ან წინ მიმავალი ავტომობილის გათვალისწინებით, რითაც სიჩქარის შენელება ხდება რბილად და უსაფრთხოდ. სისტემა ასევე ამოიცნობს მოსახვევებს  და არეგულირებს საჭეზე დაწოლის ძალას, რათა უზრუნველყოს საჭით მართვა უსაფრთხოდ და ზუსტად. 

ჩვენი მოწინავე BladeScan® ადაპტაციური შორი განათების სისტემა (AHS) უზრუნველყოფს გაფართოებული ხედვის არეს ჩვეულებრივ შუქდიოდურ მაშუქებთან შედარებით. იგი სინათლის პროეცირებას ახდენს თორმეტი შუქდიოდის მეშვეობით სამართებლის ფორმის სარკეზე, რომელიც წუთში 6000 ბრუნის სიჩქარით ტრიალებს, ხოლო შემდეგ ლინზის მეშვეობით, რითაც წარმოქმნის  წინა მაშუქების გაშლილ შუქს. გულმოდგინედ ჩატარებული ტესტები აჩვენებს, რომ ქვეითების და საგზაო ნიშნების დანახვა შესაძლებელია უფრო ადრე და ისე, რომ მაშუქებმა სხვა მძღოლებს თვალი არ მოჭრას.

მგზავრის საკმაოდ ძლიერი უსაფრთხოების სისტემის გარდა, მგზავრების უსაფრთხოება გაძლიერებულია 12 SRS უსაფრთხოების ბალიშით, რაც მოიცავს: ორსაფეხურიანი უსაფრთხოების ბალიშები და მუხლის უსაფრთხოების ბალიში მძღოლისთვის; წინა მგზავრის ერთსაფეხურიანი უსაფრთხოების ბალიში; ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში მძღოლსა და წინა მგზავრს შორის კონტაქტის შესამცირებლად; გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები და ფარდისებრი უსაფრთხოების ბალიშები, რომლებიც სალონის ორივეს მხარეს მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული.

თამამი დიზაინი

  • ახალი დიზაინის ალუმინის დისკები

    ლუქს კლასის კომპლექტციისთვის შექმნილი, 21 დუიმიანი დისკები 20 ქიმით და დამუშავებული ზედაპირით, ახალ RX-ს მისთვის დამახასიათებელ ცნობად სახეს აძლევს.

  • შპინდელური ძარა / საფირმო ცხაური/ სამმაგი შუქდიოდური მაშუქები

    ელექტრიფიკაციის გათვალისწინებით, ჩვენმა დიზაინერებმა მიზნად დაისახეს უახლეს RX-ში ახალი "შპინდელური ძარის" დიზაინი შეექმნათ. შედეგად მივიღეთ გაუმჯობესებული საფირმო ცხაური, რომელიც ელექტრული სიმძლავრის შეგრძნებას და დაბალი სიმძიმის ცენტრს გამოხატავს. უფრო კომპაქტური და დახვეწილი მაშუქები, ჰაერის შემშვებები და უფრო ფართო პროტექტორი (15მმ) აძლიერებს ავტომობილის სტაბილურ და თავდაჯერებულ იერს. უფრო გლუვი, ბასრი და ჰორიზონტალური შუქდიოდური მაშუქები სამი პროექტორით, BladeScan®-ის ადაპტაციური შორი განათების სისტემით (AHS),  დახვეწილ, სახასიათო დიზაინს ქმნის.

  • Lexus-ის საფირმო უკანა დიზაინი / ელექტრული საბარგული

    ახალი L ფორმის საფირმო მაშუქი უახლეს RX-ს მთელ სიგანეზე გასდევს. ეს ერთხაზოვანი უკანა მაშუქი ხაზს უსვამს ავტომობილის საკულტო ფორმას, ხოლო უფრო ფართო პროტექტორი (65მმ) მას თავდაჯერებულობას ანიჭებს. თანამედროვე და ადვილად ცნობადი ახალი იერის შექმნის მიზნით, Lexus-ის განახლებული ლოგო მოთავსებულია საბარგულის კარის ცენტრში. ბარგის ადვილად ჩატვირთვისა და გადმოტვირთვისთვის, ადვილად გასაღები და დისტანციურად მართვადი საბარგულის კარი უზრუნველყოფს კომფორტს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელები დაკავებული გაქვთ. როდესაც ჯიბეში გასაღები გიდევთ, საბარგულის გაღება შესაძლებელია უკანა ბამპერის ქვემოთ ფეხის მოთავსებით.

იმისთვის, რომ სალონი იყოს უფრო მეტად ორიენტირებული მძღოლზე, Lexus-მა შეიმუშავა Tazuna-ს დიზაინის კონცეფცია. წარმომდგარი იაპონური სიტყვისგან, რაც ნიშნავს "ცხენის სადავეებს", ის ორიენტირებულია უშუალო, ამავდროულად ინტუიციურ მართვაზე. ინფორმაციის წყაროები, ისეთი როგორიცაა: მულტიმედიური მონიტორი, ერთციფერბლატიანი საზომი და საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე, ისეა განლაგებული, რომ ინფორმაციის გაცნობა თვალის და თავის მინიმალური გამოძრავებით იყოს შესაძლებელი. RX-ის დიზაინერები ისწრაფვოდნენ, შეექმნათ მინიმალისტური, ასევე ინტუიციურად გასაგები და მოსახერხებელი ინტერიერის სივრცე უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით. მნიშვნელოვან მახასიათებლად ითვლება სალონი ტყავის გარეშე, რომელიც შეიქმნა იმ მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ვისაც აღელვებს ეკოლოგია. რაც შეეხება კომფორტს, არა მხოლოდ სავარძლები, არამედ საჭე და გადაცემათა კოლოფის ბერკეტიც დაფარულია მაღალი ხარისხის Tahara-ს მასალით. 

Lexus-ის განწყობის არჩევის ახალი ფუნქციით შეგიძლიათ RX-ში დაარეგულიროთ გარემომცველი განათება და 64 ფერიდან აირჩიოთ ერთ-ერთი თქვენი განწყობის შესაბამისად. ჩვენს L-დიზაინის ფილოსოფიაზე დაყრდნობით, Lexus-ის ინტერიერის დიზაინერებმა შეიმუშავეს 14 ფერი, რომელიც გამოხატავს ემოციებს და გრძნობებს ბუნების ლამაზი მოვლენების ყურებისას. ფერებმა უნდა გადმოსცენ "Omotenashi"-ს  სტუმართმოყვარეობის ხასიათი და უნდა იყოს: 

  • გამაჯანსაღებელი: მშვიდი ფერები ქმნის "გამაჯანსაღებელ" სივრცეს, სადაც სუფევს ბუნების სამყაროს მწვანე ენერგია, ასევე ცხოვრების ძალა და დინამიზმი. 
  • დამამშვიდებელი: თბილი შტრიხები ქმნის "მომადუნებელ" სივრცეს, სასიცოცხლო ძალით სავსეს, სადაც ვხედავთ მზის სინათლის შემოსვლას და ვგრძნობთ დედამიწის გულისცემას. 
  • გამომაღვიძებელი: თეთრი ტონები ქმნის "გამომაღვიძებელ" სივრცეს, სადაც მაცოცხლებელი მზის სინათლე დღის განმავლობაში ნელ-ნელა აფხიზლებს გონებას. 
  • მაფოკუსირებელი: მისტიკური თეთრი ფერები ქმნის "მაფოკუსირებელ" სივრცეს გონებისთვის, რაც დროის დინებისა და ბუნების გარდამავალი მდგომარეობების აღქმის შეგრძნებას იწვევს. 
  • გამამხიარულებელი: სუფთა, ცეცხლოვანი ტონები მძღოლისთვის ქმნის "გამამხიარულებელ" სივრცეს, რაც ცეცხლის ალის ტემპერატურის ცვლილებას გვაგონებს. 

ინოვაციური ტექნოლოგია

  • MARK LEVINSON*-ის აუდიო სისტემა 21 დინამიკით

    RX-ის თითქმის უხმაურო სალონი უზრუნველყოფს იდეალურ პირობებს ექსკლუზიურ, 21 დინამიკიან, მარკ ლევინსონის პრემიალურ აუდიო სისტემის ფუნქციონირებისთვის. ეს სისტემა სტანდარტულია მაღალი კლასის კომპლექტაციებისთვის, იგი შემუშავებულია ჩვენი ერთგული აუდიო-პარტნიორის მიერ და ოპტიმიზებულია ავტომობილის შიდა არქიტექტურის შესაბამისად. მარკ ლევინსონის 3D აუდიო და Quantum Logic Immerson სისტემა გთავაზობთ 7.1 არხიანი სახლის კინოთეატრის გამოცდილებას, ხოლო ClariFi ტექნოლოგია კი აანალიზებს შეკუმშული ხმის წყაროს და ავსებს დაკარგულ მონაცემებს განსაკუთრებული ხარისხის აკუსტიკის მისაღებად. ამას გარდა, საბარგულში მოთავსებული 22 სმ-იანი საბვუფერი კიდევ უფრო ამდიდრებს და აძლიერებს ჟღერადობას და ატმოსფეროს ავსებს მკვეთრი, ორიგინალი მუსიკის ბგერებით.

    *ხელმისაწვდომია მხოლოდ: RX 500h, RX 350h და RX 450h+ Luxury კომპლექტაციაზე

  • ციფრული პანორამული ხედვის მონიტორი

    შეზღუდულ სივრცეში მართვის გასამარტივებლად, ციფრული პანორამული მონიტორი რეალურ დროში აჩვენებს ავტომობილის გარშემო სივრცეს 360 გრადუსით და წინასწარ ჩაწერილ ავტომობილის ხედს ქვემოდან. სენსორების საშუალებით მონიტორი გიჩვენებთ თქვენი RX-ის ვირტუალურ 3D გამოსახულებას - ავტომობილს გიჩვენებთ ზედხედით და მიმართულების მაჩვენებლებთან ერთად გიმარტივებთ ვიწრო სივრცეში მანევრირებას. მონიტორი ასევე გთავაზობთ შემდეგ ფუნქციებს: 

    • გვერდითი კლირენსის ხედი ვიწრო გზაზე სხვა ავტომობილთან გვერდით ჩავლისას. 
    • კუთხის ხედი გეხმარებათ მოხვევისას გვერდი აუაროთ ტროტუარებს. 
    • წინა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა გაფრთხილებთ წინიდან ან გვერდებიდან მოახლოებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. 
    • შეჯახების პრევენციის სისტემა და პარკირების დამხმარე მუხრუჭის სისტემა გაფრთხილებთ შესაძლო შეჯახების შესახებ და იღებს აღმკვეთ ზომებს. 
    • RX-ის ხედი ქვემოდან დაგეხმარებათ უსწორმასწორო ზედაპირებზე მოძრაობისას.
  • უსაფრთხოდ გადმოსვლის ასისტენტი

    RX-ის e-Latch - ჩაჯდომის და გამოსვლის ელექტრონული სისტემა დაკავშირებულია ავტომობილის ბრმა ზონის მონიტორთან. უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემის ექსკლუზიური ფუნქცია მგზავრებს არ აძლევს კარის გაღების საშუალებას, თუკი სატრანსპორტო საშუალებები - ავტომობილები ან ველოსიპედები უკნიდან უახლოვდებათ. Lexus-ის შეფასებით, ამ სისტემას შეუძლია აღკვეთოს საგზაო შემთხვევების 95%, რაც გამოწვეულია კარის გაღებით.

ავტომობილის მონაცემები ფერებში პირდაპირ საქარე მინაზე აისახება. ეს 10 დუიმიანი საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე შესაძლებლობას გაძლევთ შეამოწმოთ ნავიგაცია, უსაფრთხოების პარამეტრები, ინფორმაცია და აუდიო პარამეტრები ისე, რომ გზას თვალი არ მოაშოროთ. მისი გამოყენება მარტივია საჭეზე განლაგებული სენსორული გადამრთველების წყალობით.

ტესტ-დრაივი

მიიღეთ გამორჩეული გამოცდილება Lexus-ის ტესტ-დრაივით.

სხვა მოდელები

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ue%2Cnx%2Crx%2Crxl