1. New Cars
  2. RX
  3. მიმოხილვა
იყავით კონტაქტზე

RX F-SPORT+

5 კარიანი ქროსოვერი

RX - F-SPORT+ - 5 კარიანი ქროსოვერი
2.4ლ ტურბო HEV (371 ც.ძ.)
RX - F-SPORT+ - 5 კარიანი ქროსოვერი
F თეთრი (083)

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/compare-v2/ge/ka

Read timed out

ძირითადი მახასიათებლები

მესამე თაობის უსაფრთხოების სისტემა LEXUS SAFETY SYETM +

სრულიად ახალი RX აღჭურვილია მოწინავე აქტიური უსაფრთხოების და მძღოლის დამხმარე სისტემებით, წარმოდგენილი უახლესი მესამე თაობის უსაფრთხოების სისტემის Lexus Safety System + გაუმჯობესებული დამატებითი ფუნქციებით, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გაზრდილ დონეს. ეს მოიცავს: პროაქტიურ მართვის დამხმარე სისტემას და ახალ მონიტორს მძღოლისთვის, რათა შემოწმდეს მძღოლის დაღლის ან ყურადღების გაფანტვის ნიშნები. ამას გარდა, პროაქტიური მართვის დამხმარე სისტემა იყენებს წინა კამერას, რათა განისაზღვროს მოხვევის კუთხე, მოსახვევთან მიახლოებისას საჭეზე დაწოლის დონის რეგულირების მეშვეობით.

შპინდელური ძარა / საფირმო ცხაური/ სამმაგი შუქდიოდური მაშუქები

ელექტრიფიკაციის გათვალისწინებით, ჩვენმა დიზაინერებმა მიზნად დაისახეს უახლეს RX-ში ახალი "შპინდელური ძარის" დიზაინი შეექმნათ. შედეგად მივიღეთ გაუმჯობესებული საფირმო ცხაური, რომელიც ელექტრული სიმძლავრის შეგრძნებას და დაბალი სიმძიმის ცენტრს გამოხატავს. უფრო კომპაქტური და დახვეწილი მაშუქები, ჰაერის შემშვებები და უფრო ფართო პროტექტორი (15მმ) აძლიერებს ავტომობილის სტაბილურ და თავდაჯერებულ იერს. უფრო გლუვი, ბასრი და ჰორიზონტალური შუქდიოდური მაშუქები სამი პროექტორით, BladeScan®-ის ადაპტაციური შორი განათების სისტემით (AHS), დახვეწილ, სახასიათო დიზაინს ქმნის.

DIRECT4 /E-FOUR სიმძლავრის კონტროლი

სიმძლავრე RX 500h-ზე კონტროლდება Lexus-ის ექსკლუზიური ტექნოლოგიის - DIRECT4-ის მეშვეობით. ეს ახალი სისტემა მუდმივად აბალანსებს სიმძლავრესა და ბრუნის მომენტს წინა და უკანა ღერძებს შორის ნებისმიერ საგზაო სიტუაციაში, იმაზე ზუსტად, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური სისტემა. საჭეზე გზის უკეთესი შეგრძნების მეშვეობით, DIRECT4 უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მართვადობას და მოძრაობის შესანიშნავ დინამიკას მაღალ სიჩქარეებზე. სრულამძრავიანი ელექტრული სისტემა E-FOUR, რომელიც ხელმისაწვდომია ახალ RX 350h და RX 450h+ მოდელებზე, იქნა მოდერნიზებული და ამის წყალობით უკანა 40 კვტ სიმძლავრის ელექტრო ძრავა ყოველთვის მოქმედია, რაც უზრუნველყოფს დიდ ბრუნის მომენტსა და უფრო ძლიერ გაწევის უნარს.

RX-ის გალერეა

იხილეთ 360°-ით

სრულ ეკრანზე დახურვა