1. New Cars
  2. GX MY 24
იყავით კონტაქტზე
ახალი GX 550, ქროსოვერის გამორჩეული იერით და სამუშაო მაჩვენებლებით, შექმნილია როგორც ქალაქის ქუჩებისთვის, ისე რთული მთიანი რელიეფის დასაპყრობად. GX-ის გარეგნული იერი სიმძლავრის და წონასწორობის გამორჩეულ ნაზავს წარმოადგენს. ავტომობილი აღჭურვილია 3.5 ლიტრიანი, V6 ტურბო ძრავით და 10 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, მისი სიმძლავრე კი 354 DIN ცხ.ძ. და 650 ნმ ბრუნვის მომენტს აღწევს. პირველად, ახალი GX-ის კომპლექტაცია "Overtrail" გთავაზობთ უგზოობაში მოძრაობის ფუნქციებს, რაც მოიცავს თვლებს შორის უფრო ფართო დაშორებას, მულტირელიეფურ რეჟიმს (MTC), ელექტრულ-კინეტიკური დინამიკური დაკიდების სისტემას (E-KDSS) და ნელი სვლის კონტროლის სისტემას. კომპლექტში "Overtrail" შედის მულტირელიეფური მონიტორი და ექსკლუზიური 18 დუიმიანი უგზოობის საბურავები. 

“ჩვენ გვინდოდა, რომ GX 550-ს მძღოლებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოეხდინა. ამისთვის დავდიოდით ხუთივე კონტინენტის ქალაქის ქუჩებში, ავტომაგისტრალებზე, მთის უსწორმასწორო, ტალახიან გზებზე და ქვიან რელიეფზე.”

კოჯი ცუკაზაკი, Lexus GX-ის მთავარი ინჟინერი

  • შექმნილი თავგადასავლებისთვის

    ავტომობილი შექმნილია მთიანი გზების დასალაშქრად, რა დროსაც მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ დატკბნენ Takumi-ს მიერ შექმნილი ინტერიერის მდიდრული გაფორმებით. სწორედ აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ახალი Lexus GX 550.

  • შექმნილი სამყაროს შესაცნობად

    ახალი GX აერთიანებს გამორჩეულ შესაძლებლობებს უგზოობაში და Lexus-ის მსოფლიო დონის დახვეწილობას. ეს ავტომობილი გახდება თქვენი ერთგული პარტნიორი, რომელიც არასოდეს გიღალატებთ.

  • ნულიდან

    ვიდეორგოლების სერია სახელად "ნულიდან" შეგახედებთ კულისებში, სადაც იხილავთ, თუ როგორ მუშაობდნენ დიზაინერები და ინჟინრები ახალი GX ლუქს კლასის ქროსოვერის შექმნაზე.

მზად ხართ დასაწყებად? აირჩიეთ თქვენი ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია:

4 არჩევანი

No results

  • GX - Luxury - 5 კარიანი ქროსოვერი MWB

    GX Luxury

    5 კარიანი ქროსოვერი MWB

    აირჩიეთ ძრავა:

    6 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X4
  • GX - Luxury 1 - 5 კარიანი ქროსოვერი MWB

    GX Luxury 1

    5 კარიანი ქროსოვერი MWB

    აირჩიეთ ძრავა:

    6 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X4
  • GX - MID - 5 კარიანი ქროსოვერი MWB

    GX MID

    5 კარიანი ქროსოვერი MWB

    აირჩიეთ ძრავა:

    6 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X4
  • GX - MID 1 - 5 კარიანი ქროსოვერი MWB

    GX MID 1

    5 კარიანი ქროსოვერი MWB

    აირჩიეთ ძრავა:

    6 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X4

სამუშაო მაჩვენებლები

  • მსოფლიო კლასის მართვის გამოცდილება

    Lexus-ის ინჟინრებმა GX 550 ხუთივე კონტინენტზე, სხვადასხვა ტიპის ზედაპირის გზებზე გამოცადეს, იქნებოდა ეს ფართო ავტომაგისტრალი თუ მთიანი გზები. შედეგად მივიღეთ საუცხოო ქროსოვერი, რომელიც მზად არის ნებისმიერი თავგადასავლისთვის. მისი 3.5 ლიტრიანი V6  ტურბო ძრავა 354 DIN ცხენის ძალის სიმძლავრით და ათსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, აღწევს 650 ნმ მაქსიმალური ბრუნის მომენტს და გააჩნია 3,500 კგ საბუქსირე შესაძლებლობა.

    ყველაზე რთულ საგზაო პირობებში მართვისთვის შექმნილი GX 550-ის ძრავა უზრუნველყოფს ეკონომიურობის და სიმძლავრის უმაღლეს დონეს, რაც მაღალსიჩქარიანი წვის ტექნოლოგიის დამსახურებაა. სრულამძრავიანი სისტემა აძლიერებს GX-ის ქროსოვერის მახასიათებლებს, ხოლო ახალი დაკიდების სისტემა სრულყოფს კომფორტს მგზავრობისას და 22 დუიმამდე ზომის დისკების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

  • ჩარჩოიანი ძარის პლატფორმა

    GX 550 აღჭურვილია საოცრად მტკიცე, ამავდროულად მსუბუქი ძარის პლატფორმით, რომელიც ზრდის ძარის სიმყარეს და აუმჯობესებს მართვას ნებისმიერ პირობებში. ჩარჩოს გარდა, Lexus-ის ინჟინრებმა გააძლიერეს ავტომობილის მთელი ძარა. მეტ სიმტკიცეს უზრუნველყოფს რადიატორის დამატებითი სამაგრი და წინა დგარის გაზრდილი მდგრადობა. და ბოლოს, ისეთი თავისებურებები, როგირცაა ალუმინის ხუფი, ხელს უწყობს GX-ის სიმძიმის ცენტრის შემცირებას, რაც ზრდის ავტომობილის სტაბილურობას უგზოობაში და ამცირებს რყევას.

  • TORSEN® დიფერენციალი

    GX-ის ბოლო მოდელს, ავტომობილის მართვა ახალ დონეზე გადაჰყავს. სრულამძრავიანი თვლების სისტემა უზრუნველყოფს ბრუნვის მომენტის ოპტიმალურ განაწილებას და უგზოობაში კარგად მოძრაობის უნარს, ასევე სტაბილურ მართვადობას Torsen®-ის თვითბლოკირებადი დიფერენციალის წყალობით. მოსახვევებში აჩქარებისას, დიფერენციალი რბილად ანაწილებს დაბალანსებულ მამოძრავებელ ძალას უკანა თვლებზე, რაც მართვის კონტროლის შენარჩუნებას უწყობს ხელს. პირდაპირი მოძრაობისას GX 550 ძალზე მარტივად რეაგირებს საგზაო პირობების შეცვლაზე.

GX-ის უგზოობაში და გზაზე სტაბილურად მოძრაობის უნარი გაუმჯობესებულია ახლად შექმნილი ორმაგი ბერკეტიანი დაკიდების სისტემით. ასეთი ტიპის დაკიდების სისტემა მოხვევისა და დამუხრუჭების დროს ავტომობილის ზუსტი პოზიციის ფიქსაციას ახდენს.

GX-ის ახალი, მრავალბერკეტიანი დაკიდების სისტემა უზრუნველყოფს ჩინებულ სტაბილურობას. მას შეუძლია გაუმკლავდეს უფრო მაღალი ბრუნვის მომენტს, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურს, ვიბრაციასა და სიხისტეს. შედეგად ვიღებთ ავტომობილის რბილ სვლას, ისეთს, როგორიც lexus-ის ფლაგმანს შეეფერება.

 

უსაფრთხოება

  • კლასში მოწინავე უსაფრთხოება

    ფუფუნება გულისხმობს მგზავრების  თავდაჯერებულობას, უსაფრთხოებას და სულიერ სიმშვიდეს. GX 550 აღჭურვილია მგზავრების დაცვის საიმედო სისტემით, 8 უსაფრთხოების ბალიშით  და ახალი დონის უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +.

    ყოველივე ამას ემატება მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგია და უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემა, რომელიც კარის გაღებისას აფრთხილებს მგზავრებს უკნიდან მოახლოებული ტრანსპორტის შესახებ. ამგვარად, GX-ით ყოველთვის მშვიდად იმგზავრებთ.

  • ბოლო თაობის უსაფრთხოების სისტემა LEXUS SAFETY SYSTEM +*

    GX-ის მძღოლის დამხმარე მოწინავე ფუნქციები, საავარიო სიტუაციების პრევენციის დამატებით ფუნქციებთან ერთად, Lexus Safety System +-ის უსაფრთხოების სისტემის ბოლო თაობას განეკუთვნება. მოტოციკლების აღმოჩენის ფუნქციასთან ერთად Lexus-ის გაუმჯობესებული შეჯახების პრევენციის სისტემა საშუალებას იძლევა აღიკვეთოს უფრო მეტი პოტენციური შეჯახება, მაგალითად, მარცხნივ/მარჯვნივ მოხვევის დროს და საცობის გარღვევის მცდელობისას.

    სისტემას ასევე შეუძლია ამოიცნოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებებთან და ქვეითებთან შეჯახების რისკი გზაჯვარედინზე მოხვევისას. შეჯახების არიდების ფუნქცია გაძლიერებულია საავარიო სიტუაციისას საჭის მართვის დამხმარე სისტემით.

    * უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+ თქვენი მართვის უნარებს ვერ ჩაანაცვლებს. გთხოვთ, სისტემის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია და გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოებაზე ყოველთვის მძღოლია პასუხისმგებელი. აღჭურვილობის დეტალური სპეციფიკაციები შეიძლება შეიცვალოს ადგილობრივი პირობების და მოთხოვნების შესაბამისად. გთხოვთ, მიმართოთ Lexus-ის ადგილობრივ, ავტორიზებულ საცალო გამყიდველს.

  • კრუზი-კონტროლი დინამიკური რადარით

    ეს სისტემა იყენებს მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარის სენსორს და კამერას, რათა აღმოაჩინოს წინ მიმავალი ავტომობილი და შეინარჩუნოს სათანადო დისტანცია. თუ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება ჩერდება, ასევე ჩერდება GX. როცა ავტომობილი ანახლებს მოძრაობას, თქვენი GX-ც აგრძელებს სვლას. ეს სისტემა სწრაფად ამოიცნობს წინ, ორმხრივი მოძრაობის დაწყებას და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემასთან ერთად უფრო ნეიტრალურ ზოლს აირჩევს.

მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + შედის სტანდარტულ კომპლექტაციაში, გაფართოებული უსაფრთხოების პაკეტი გთავაზობთ მართვის რეჟიმის ფუნქციებს ნახევრად ავტონომიურ რეჟიმში. ზოლის შეცვლის დამხმარე ახალი სისტემა ავტომაგისტრალზე GX-ს საშუალებას აძლევს, ავტომატურად შეცვალოს მოძრაობის ზოლი დინამიკური რადარიანი კრუიზ კონტროლის დახმარებით. წინა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა ზრდის უსაფრთხოებას გზაჯვარედინებზე მარცხნივ ან მარჯვნივ ავტომობილების აღმოჩენით. ღამით, ჩვენი მოწინავე BladeScan® ადაპტაციური შორი განათების სისტემა (AHS) უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ხედვის არეს, რისი წყალობითაც უფრო ადრე დაინახავთ ქვეითებს და საგზაო ნიშნებს ისე, რომ სხვა მძღოლებს თვალი არ მოეჭრათ.

*გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია ადგილობრივ დილერთან თქვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

თამამი დიზაინი / ახალი კომპლექტაცია OVERTRAIL

  • გამაოგნებელი 4x4 დიზაინი

    GX გარედანაც დახვეწილი და მტკიცეა. ეს არის სიმძლავრისა და წონასწორობის ვიზუალური შერწყმა. მტკიცე კუთხოვანი ხუფი (წონის შესამცირებლად ალუმინისგან დამზადებული) რადიატორის წინა ცხაურთან და სამმაგ შუქდიოდურ მაშუქებთან ერთად ტონის განმსაზღვრელად გვევლინება. პროფილში GX-ს სპორტული და ენერგიული ფორმა აქვს, გაუმჯობესებულია წინა განაკიდის კუთხეები ციცაბო ბორცვებისთვის, ხოლო უკანა მხარის დიზაინს Lexus L-ფორმის მაშუქი გასდევს. ამასთან, ქვემოთ განლაგებულია დამცავი კომპლექტი, რომელიც ავტომობილს მცენარეების ჩაჭედვისგან იცავს.

  • ინტერიერის საფლაგმანო ფუფუნება

    გარეგნული დინამიკური დიზაინისგან განსხვავებით, GX 550-ის შიგნით სრული სიმშვიდე სუფევს. ყველაფერი კი იწყება იაპონური "Omotenashi"-ს მისალმებით 12,3 დუიმიან ხელსაწყოთა მონიტორზე და ტყავში ჩასმულ სენსორულ ეკრანზე. საჭესთან მძღოლი მშვიდად ზის, რადგან იცის, რომ მასზე ზრუნავენ. ეს გამომდინარეობს Lexus-ის კულტურისგან, სადაც მძღოლები პირველ ადგილზე არიან, იქნება ეს Tazuna-ს სალონი თუ მძღოლზე ორიენტირებული ხელსაწყოთა პანელი განლაგებული ჰორიზონტალურ ღერძზე, რომელიც ოპტიმალური ხედვის არეშია მოქცეული.

  • Takumi-ს ოსტატობა

    ჩვენმა Takumi ოსტატებმა დიდი ყურადღება დაუთმეს მძღოლის სავარძელს, წელისა და მენჯის დამატებითი საყრდენის დამატებით. სავარძლის ბალიში ასევე სპეციალურად ხერხემლის და თავის სტაბილიზაციისთვის არის შექმნილი, ამიტომ გზის არათანაბარი ზედაპირი ნაკლებ დამღლელი იქნება. თქვენი ცხოვრების სტილის შესაბამისად, GX შეიძლება აღჭურვილ იქნეს ხუთი ან ექვსი სავარძლით და დაიტიოს სრული ზომის მთის ველოსიპედი, თუ უკანა სავარძლები გადაიწევა.

მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვაში, ჩვენ შევიმუშავეთ GX 550-ის გასაოცარი კომპლექტაცია სახელად "Overtrail". მტკიცე დგომის, რაც ხაზგასმულია თვლებს შორის უფრო ფართო დაშორებით, ასევე განახლებული ბამპერის კუთხეებით და ცენტრალური პროტექტორის წყალობით, GX ყველაზე რთულ გამოწვევებსაც არ უშინდება. საგანგებოდ შექმნილი 18 დუიმიანი დისკები, ექსკლუზიური 4x4 საბურავებით, გამოჰყოფს Overtrail-ის ძარის ქვედა მტკიცე ნაწილს, ასევე უზრუნველყოფს თავდაჯერებულ სვლას უგზოობაში.

GX-ის Overtrail კომპლექტაციის უნიკალური, ახალი შტრიხები დახვეწილი და ყველასგან გამორჩეულია. ძარის ფერი Moon Desert, რომელიც ახლახან შემუშავებული სოლიდური და დაბალი ტონების ნაზავს წარმოადგენს, GX-ს მეტ ელეგანტურობას ანიჭებს. კიდევ უფრო მიმზიდველი გარეგნული იერისთვის ხელმისაწვდომია ორტონალური ფერთა გამა, რომელიც Overtrail კომპლექტაციის ხასიათს გამოჰყოფს, ხოლო ექსტერიერის ფერთა არჩევანი ცხრამდე იზრდება.

ინოვაციური ტექნოლოგია

  • მულტირელიეფური მონიტორი / მულტირელიეფური რეჟიმები

    GX 550-ის 3D მულტირელიეფური მონიტორი იყენებს ოთხ კამერას, რაც უზრუნველყოფს ხედვის არეს ავტომობილის ირგვლივ და მის ქვემოთაც კი. დამატებით, კამერა აჩვენებს უკანა თვლების სივრცეს უკუსვლით მოძრაობისას. მეტი კომფორტისთვის, კამერის გამწმენდის მართვა შესაძლებელია ეკრანის გადამრთველით.

    უგზოობაში სვლისთვის შეიძლება მულტირელიეფური რეჟიმის არჩევა. ამ სისტემას დაემატა რეჟიმი ღრმა თოვლი და ამჟამად სულ ხელმისაწვდომია ექვსი რეჟიმი: ავტო; ჭუჭყი; ქვიშა; ტალახი; ღრმა თოვლი და ქვიანი ზედაპირი.

  • E-KDSS / ნელი სვლის კონტროლის სისტემა

    GX 550 აღჭურვილია ახალი კინეტიკურ-დინამიკური დაკიდების სისტემით (E-KDSS), რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად ჩაკეტოს ან განბლოკოს დაკიდების სისტემის წინა და უკანა განივი მდგრადობის სტაბილიზატორები. ეს თქვენს ავტომობილს სძენს თვლების დამატებით არტიკულაციას, ასევე მეტი გამავლობის უნარს უგზოობაში.

    ნელი სვლის კონტროლის სისტემა კი გეხმარებათ  უგზოობაში ან სრიალა ზედაპირებზე მოძრაობისას. დაბალ სიჩქარეებზე სვლისას ეს ფუნქცია GX-ს საშუალებას აძლევს იმოძრაოს მძღოლის მიერ ხუთიდან ერთ-ერთ დაბალ შერჩეულ სიჩქარეზე.

  • მისაბმელის რხევის კონტროლის სისტემა / სამოგზაურო აღჭურვილობა

    მისაბმელის რხევის კონტროლის სისტემა გამოიყენება მისაბმელის რხევის აღმოსაფხვრელად, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია ხოლმე ქარით, არათანაბარი გზის ზედაპირით ან მისაბმელის ბუქსირებით. შეგიძლიათ ველურ ბუნებაში მოგზაურობისთვის დამატებითი კომპლექტაციაც დაამატოთ, მაგალითად მეორე რიგის დასაკეცი სავარძლები, ავტომატური გვერდითი საფეხურები და დამხმარე სახელურები. ავტომობილში ასევე გვხვდება ცვლადი დენის ბუდე, USB პორტები, უსადენო დამტენი და 1500 ვატიანი ინვერტორი.

Lexus Link Multimedia კავშირის ახალ შესაძლებლობებს აჩენს და ჩვენი უნიკალური "Omotenashi" სტუმართმოყვარეობის ფილოსოფიის დამატებას წარმოადგენს. 14 დუიმიანი სენსორული ეკრანით, გაუმჯობესებელი ხმის ამომცნობი სისტემით, უსადენო Android Auto®-ს ან უსადენო Apple CarPlay-ს სმარტფონთან ინტეგრაციის წყალობით, Lexus Link Multimedia ავტომობილში კომფორტულ გარემოს ქმნის. ახლახან შემუშავებულ ხმოვან ასისტენტს “Hey Lexus” ესმის ბუნებრივი ენა და ისეთი ფრაზების კონტექსტი როგორიცაა, მაგალითად "მცივა". სისტემა ამოიცნობს მოსაუბრესაც.

ავტომობილის თითქმის უხმაურო, ოთხადგილიანი სალონი უზრუნველყოფს იდეალურ პირობებს შეკვეთით დამზადებულ, 21 დინამიკიან, MARK LEVINSON®-ის პრემიალური აუდიო სისტემის ფუნქციონირებისთვის. სტანდარტული და მაღალი კლასის კომპლექტაციისთვის, იგი შემუშავებულია ჩვენი ერთგული აუდიო-პარტნიორის მიერ და ეს ექსკლუზიური სისტემა ოპტიმიზებულია ავტომობილის შიდა არქიტექტურის შესაბამისად.
ჩვენი ტესტ-დრაივის დაპირება

გაიგეთ მეტი ჩვენი ტესტ-დრაივების შესახებ

გამოცადეთ Lexus GX 550 ტესტ-დრაივზე, აირჩიეთ ავტომობილი, ადგილმდებარეობა და ტესტ-დრაივის ხანგრძლივობა.