1. Discover Lexus
  2. Performance
  3. Pioneering Spirits
იყავით კონტაქტზე

პიონერული სული

პიონერული ტექნოლოგია არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.

ზოგჯერ, ჭეშმარიტად დიდებული იდეების მოსაპოვებლად საჭიროა არა მხოლოდ ჩარჩოებს მიღმა ფიქრი, არამედ ამ ჩარჩოების მოხსნა და თავიდან დაწყება. ასეთი იყო ინდუსტრიული დიზაინერისა და ტექნოლოგიური ინოვატორის - ლორენს ქემბალ-ქუქის მიდგომა, რომლის მიზანიც იყო, ეპოვნა კლიმატის ცვლილების მზარდი გლობალური პრობლემის, აბსოლუტურად ახალი და კრეატიული გამოსავალი.

ქარისა და მზის ენერგიის დამატებითი ალტერნატივის პოვნის სურვილით, მან გამოიყენა ნოვატორული მიდგომა "ლაფბოროს" უნივერსიტეტში ყოველდღიური მგზავრობის დროს, სადაც ის სწავლობდა ინდუსტრიულ დიზაინსა და ტექნოლოგიებს.

„მე უნდა გამევლო სადგური ვიქტორია, რომელიც წელიწადში 75 მილიონ ადამიანს ატარებს, როდესაც სერიოზულად დავფიქრდი იქ მიმავალი ხალხის კინეტიკური ენერგიის შეგროვების პოტენციალზე,“ ამბობს ის. „ჩემი საკუთარი კვლევით შთაგონებულს, განახლებადი ენერგიისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის სფეროში, მე მომივიდა იდეა, მიმეღო ენერგია ქალაქის მაცხოვრებლებისაგან, მათი ნაბიჯების მეშვეობით.“

 

2009 წელს, ქემბალ-ქუქმა დააარსა თავისი კომპანია "Pavegen"-ი და დაიწყო ახალი, ჭკვიანი საფარის სისტემის შექმნა. დაბიჯებისას, ის იყენებს ქვეითად მოსიარულე ადამიანების წონას ელექტრო-მაგნიტური გენერატორების კომპრესიისთვის, რაც იწვევს ბრუნვით მოძრაობას და მცირე რაოდენობით ენერგიის გამომუშავებას, რომელიც შესაძლოა შეგროვდეს და შეინახოს ელემენტებში ან გამოყენებულ იქნას ადგილობრივად - განათებისთვის, სენსორებსა და მონაცემთა გადაცემისთვის.

მან დაუყოვნებლივ დაიწყო შესაძლებლობების ძიება იმისათვის, რომ მხარდაჭერა გაეწია თავისი "ჭკვიანი იატაკის" იდეისთვის. თავდაპირველად, მას უნდა მიემართა გარკვეული არაორდინალური მეთოდებისთვის, რათა მოეზიდა ახალი კლიენტები.

„პირველი შეკვეთის მისაღებად, ჩვენ ნებართვის გარეშე დავაგეთ "Pavegen"-ის ფილები ერთ-ერთი შენობის ტერიტორიაზე და შემდეგ გამოივიყენეთ სოციალური მედია, რათა დაგვერწმუნებინა დეველოპერი, გამოეყენებინა "Pavegen"-ის სისტემა,“ აღიარებს ის. „მას შემდეგ, ჩვენ მოვიზიდეთ კლიენტთა საერთაშორისო ბაზა, საერთაშორისო პარტნიორების ქსელი და წამყვანი გუნდი.“

„პირველივე პროტოტიპიდან, ჩვენმა ტექნოლოგიამ გამოიწვია უდიდესი დაინტერესება, მათ შორის იყვნენ კომპანიები, რომლებსაც სურდათ ჩვენთან მუშაობა, ინვესტორების სხვადასხვა ჯგუფები და რა თქმა უნდა „PAVEGEN“-ის მომხმარებლები,“ ამბობს ის.

ლორენს ქემბალ-ქუქი, ინდუსტრიული დიზაინერი და ტექნოლოგიური ინოვატორი

"Pavegen"-ის სისტემის შესახებ ამბების გავრცელებას დიდი დრო არ დასჭირვებია და დღეისათვის, ქემბალ-ქუქის გუნდმა განახორციელა 200-ზე მეტი მუდმივი და ექსპერიმენტული პროექტი 30 ქვეყანაში, მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის Dupont Circle-ში ვაშინგტონში და ლონდონის ცენტრში - სხვადასხვა ადგილებში.

იმის გათვალისწინებით,რომ მთელ რიგ ქალაქებსა და მსხვილი კორპორაციებს, როგორიცაა - Google-ი და Nike-ი, სურთ "Pavegen"-თან მუშაობა. მდგრადი კინეტიკური ენერგიის მომავალი უთუოდ ნათელია.

 

ქემბალ-ქუქს სჯერა, რომ სისტემას გააჩნია ენერგიის სხვა წყაროებთან ინტეგრაციის და სხვადასხვა აპლიკაციებში გამოყენების დიდი პოტენციალი, როგორც სატრანსპორტო ქსელებში, ასევე სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში; ასევე უფრო ჭკვიანი, უფრო ეფექტური ქალაქების შექმნის პოტენციალი, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან კლიმატური ცვლილებების პრობლემაში.

„ენერგიის კრიზისის მოგვარებით, ჩვენ ავარიდებთ საზოგადოებას მთავარ პრობლემას, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ მეტი ენერგია და კრეატიულობა სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა: საკვების უსაფრთხოება და ბიოლოგიური მრავალფეროვნების სწრაფი დაკარგვის პრობლემა,“ ამბობს ის. „ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ის ბუნებრივი რესურსები, რომლებზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული.“

ნაბიჯი მომავალში

ინოვაცია და ორიგინალურობა Lexus-ის მიდგომის ძირითადი ასპექტებია. ყოველთვის უახლეს ტექნოლოგიებზე მუშაობა და მათ სფეროში საუკეთესო მეცნიერებსა და ტექნიკოსებთან თანამშრომლობა ნამდვილი გატაცებაა ინოვაციური გადაწყვეტილების პოვნაში, რაც Lexus-ს უკონკურენტოს ხდის.