1. Discover Lexus
  2. Pioneering Spirits
იყავით კონტაქტზე

პიონერობის სული

თაობიდან თაობაზე ტრადიციის გადაცემის ხელოვნება.

ხელოვნების ზოგიერთი ფორმა იმდენად უნიკალურადაა დახვეწილი, რომ ისინი არა მხოლოდ ნარჩუნდება საუკუნეების მანძილზე, არამედ ვითარდება კიდეც.

Edo Kriko-ს მინის ამოჭრის მეთოდი ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ხოლო ოსტატები, რომლებიც დღემდე არიან დაკავებული ამ 200-წლიანი საქმიანობით, ამაყობენ, რომ აგრძელებენ ასეთ მდიდარ და ღირებულ ტრადიციას. თუმცა, ისინი მაინც თანამედროვე ოსტატები არიან და ცდილობენ შეზღუდონ მათი სამუშაო მკაცრი ტრადიციული დახასიათებისგან.

„ტრადიცია სინამდვილეში დიდი სიტყვაა, რომელშიც ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობაა“, ხსნის Edo Kiriko-ს მესამე თაობის ხელოსანი იოშირო კობაიაში. „ეს არ არის რაღაც, რის კეთებასაც ხალხს აიძულებენ და არც ისეთი რამ, რასაც ხალხი ზურგით დაატარებს, არამედ ის, რაც იბადება ადამიანის ყოველდღიური აქტივობიდან და ორგანულად იქმნება ამ ტრადიციის გამეორების შედეგად... რაღაც, რაც ყველაფერს აკავშირებს.“

Edo Kiriko-ს ხელოვნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამუშაოს ზუსტ გამეორებას, ხოლო მრავალწლიანი პრაქტიკა და სწავლება მნიშვნელოვანია ნებისმიერი მიზანმიმართული ხელოვანისთვის. კობაიაშიმ, ბევრი თანატოლის მსგავსად, დაიწყო საქმის შესწავლა 13 წლის ასაკში, თავისი მამის სახელოსნოში.

„იმ დროს, თქვენ უფროსი ოსტატების ჩრდილად უნდა ქცეულიყავით და საქმე შეგესწავლათ დაკვირვებით... თქვენ პრაქტიკული სწავლება დღეში 10 საათამდე მოგიწევდათ,“ ამბობს ის. „ეს ნამდვილად დამღლელი სამუშაო იყო.“

ის ბევრს მუშაობდა თავისი უნარების განვითარებაზე და აღიარებს, რომ იგი არ გრძნობდა თავს ნამდვილ პროფესიონალად იქამდე, ვიდრე 33 წლის ასაკში, არ იქნა აღიარებული მისი კოლეგების მიერ სპეციალური ჯილდოთი. სწავლის პროცესი ყველა მხრივ შრომატევადია, მაგრამ მრავალწლიანი პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მინაზე მუშაობის ეს ფორმა, რომელიც წარმოიშვა ტოკიოს ტერიტორიაზე "Edo" პერიოდის დასასრულს, ძალზე საგულდაგულოა და მოითხოვს გარკვეულ პერფექციონიზმს, რაც იაპონური კულტურის, დეტალებზე ორიენტირებულ ხასიათს ირეკლავს.

„იაპონელები ყურადღებას აქცევენ პატარა წვრილმანებს,“ ამბობს კობაიაში. „ისინი მართლაც ზრუნავენ დეტალებზე... და ეს თითქმის ქვეცნობიერად ხდება. რაღაც, რაც ცხოვრების წესად იქცევა, ისე, რომ თქვენ ვერც ხვდებით ამას.“

იოშირო კობაიაში, Edo Kiriko-ს ოსტატი.

კობაიაშისთვის, მისი სამუშაოს სირთულე ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის პროდუქტის შესაქმნელად და წარმოადგენს კმაყოფილებისა და სიამოვნების ღრმა შეგრძნების მთავარ ასპექტს, რომელსაც ის იღებს მისი სამუშაოდან.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფილოსოფია განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ოსტატის ნამუშევარზე,“ ამბობ ის. „ყველაზე პატარა წვრილმანსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ისინი გულდასმით ზრუნავენ ყოველივეზე, რასაც აკეთებენ. საქმე პირად კმაყოფილებაშია, რომელსაც ოსტატი იღებს თავისი სამუშაოდან.“

მიუხედავად მისი, Edo Kiriko-ს ხელოვნებით გატაცებისა და წლების მანძილზე მიღებული უდიდესი სიამოვნებისა, კობაიაშის არ დაუძალებია თავისი ვაჟისთვის, რომ გაჰყოლოდა მის გზას, არამედ პირიქით უბიძგებდა, თავად მოეძებნა სხვა კარიერული ალტერნატივები.

მიუხედავად ამისა, ოჯახური ისტორია და ტრადიცია ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და მისი ვაჟი, იოჰეი, შეუერთდა მას საოჯახო ბიზნესში, შემოიტანა თანამედროვე ხედვა და გააგრძელა იმ სამუშაოს წარმოება, რომელიც ფასდებოდა და უფრო სრულყოფილი ხდებოდა წინა თაობების მიერ.

„მშვენიერია, როდესაც შეგიძლია აკეთო ის, რაც მოგწონს და ფულიც იშოვო მაგით,“ ამბობს კობაიაში. „მე მიხარია, რომ ეს სამსახური ავირჩიე.“

თაობები პროფესიაში

Edo Kiriko-ს მინის ოსტატებმა დაამზადეს დახვეწილი პანელი Lexus Ls-ის ინტერიერისთვის, რომელიც მიესალმება მგზავრებს თავაზიანი და საოცრად შთამბეჭდავი გარემოთი.