1. Discover Lexus
  2. Performance
  3. motorsport
  4. RC F GT3
იყავით კონტაქტზე

2017 წლის RC F GT3

ახალი და ამაღელვებელი გამოწვევების მიღება მაღალი კლასის ცხოვრების სტილისთვის განკუთვნილი ბრენდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ამ გამოწვევებიდან ერთ-ერთი არის ჩვენი F მოდელების მაჩვენებლების მუდმივად დახვეწა და გაუმჯობესება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რბოლის დისციპლინების ფართო დიაპაზონში ჩვენი გამოცდილების და საექსპერტო კვალიფიკაციის განმტკიცებით, ჩვენ შევძლებთ Lexus-ის მძღოლებს შევთავაზოთ ავტომობილის მართვის შეუდარებელი გამოცდილება. ამიტომაც, ჩვენ 2017 წელს კონცენტრაციას მოვახდენთ ავტოსპორტზე, RC F GT3-ით.

ჩვენ არამარტო ვისწრაფით განვამტკიცოთ ჩვენი მდგომარეობა ყოველი რბოლის დროს, რომელშიც ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ, არამედ გვსურს წავახალისოთ რბოლის მოყვარულთა მზარდი გლობალური აუდიტორია.

RC F GT3 აღჭურვილია 5.4-ლიტრიანი V8 ძრავით, 6-სიჩქარიანი სარბოლო გადაცემათა კოლოფით. ხუფი, ბამპერები, უკანა სპოილერი, სახურავი, კარის პანელები, ძრავის სავენტილაციო კოლოფი და მართვის პანელი დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსგან (კარბონი), ამის წყალობით საერთო მასა მხოლოდ 1300 კგ-ს შეადგენს.

სპორტის მარეგულირებელი ორგანოს FIA-ს მიერ დამტკიცებული RC F GT3 მონაწილეობას მიიღებს ავტორბოლებში, აშშ-ში და იაპონიაში, ასევე შერჩეულ ევროპულ ავტორბოლებში.

შეერთებულ შტატებში ჩვენ გადავეცით ორი Lexus RC F GT3, 3GT-ის ავტომრბოლელთა გუნდს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ IMSA WeatherTech SportsCar ჩემპიონატის სერიაში, GTD კლასისთვის. იაპონიაში ორი ავტომობილი მონაწილეობს Super GT სერიაში, GT300 კლასისთვის, LM corsa გუნდში.

ევროპაში, Farnbacher Racing და Emil Frey Racing, ორი გუნდი, რომლებიც გასულ წელს მონაწილეობდნენ VLN Endurance სერიაში, RC F GT3 პროტოტიპის ავტომობილებით, ამ სეზონში განაგრძობენ მუშაობას, რათა მომავალში მონაწილეობა მიიღონ უფრო მაღალი დონის GT3 რბოლებში, ევროპაში. 2017 წელს ისინი მონაწილეობას მიიღებენ ევროპულ ავტორბოლებში, მათ შორის, შერჩეულ ღონისძიებებში, საერთაშორისო GT ღია სერიაში.

გასულ წელს, Lexus-ი ავტომობილების პირველი მწარმოებელი გახდა აზიაში, რომელმაც მოიგო VLN Endurance ჩემპიონატში, ნურბურგრინგ ნორდშლაიფეში (Nürburgring Nordschleife), RC F GT3 პროტოტიპით, და მოიპოვა საერთო გამარჯვება VLN9 რბოლაში, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა.

გასულ წელს, Lexus-მა ასევე მიაღწია შესანიშნავ შედეგებს RC F GT500-ით, კიდევ ერთი სარბოლო ავტომობილით RC F-ის ბაზაზე. 2016 წელს RC F GT500 დომინირებდა სუპერ GT სერიაში, იაპონიაში, გუნდი SARD, პილოტები - ჰეიკკი კოვალაინენი და კოჰეი ჰირატე, შესაბამისად, იბრძვიან გუნდური და ინდივიდუალური ჩემპიონის წოდებისთვის GT500-ის კატეგორიაში.

ავტომობილის დასახელება LEXUS RC F GT3
ძრავა 5.4-ლიტრი V8
სიმძლავრე 373+ კვტ (500+ DIN ცხ.ძ.)
ბრუნის მომენტი N/A
გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი, სარბოლო მიმდევრობითი გადაცემათა კოლოფი
დისკები 13x18 ფუტი, 13 x 18 rr - ცენტრალური საკეტი 13 x 8 დუიმიანი წინა და უკანა, ცენტრით

 

მუხრუჭები რკინის როტორები
საერთო სიგრძე 4,845მმ
საერთო სიგანე 2,030მმ
საერთო სიმაღლე 1,270 მმ
თვლების ბაზის დაშორება 2,730მმ
გამართული და აღჭურვილი ავტომობილის მასა 1,300კგ