1. Discover Lexus
  2. Performance
  3. F models
იყავით კონტაქტზე

სრულყოფილი სამუშაო მაჩვენებლები, მართვით გამოწვეული ნამდვილი სიხარული

ეს ავტომობილები შექმნილია მუშაობისთვის, თითოეულ მათგანს აქვს სპეციალურად შემუშავებული ძრავა, აგრესიული მართვისთვის საჭირო მახასიათებლები.

შექმნილია ხედვის მიხედვით და სრულყოფილია სარბოლო ტრასაზე

 

F ფილოსოფია მოიცავს ავტოსპორტის ტექნოლოგიას, ზუსტ ინჟინერიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფვას მართვის სუფთა, სიღრმისეული შთაბეჭდილებებისკენ. აღმოაჩინეთ F მოდელები თქვენთვის.

LEXUS F ავტომობილები შექმნილია განვითარებისთვის, იმისთვის, რომ გააძლიეროს მძღოლის უნარ-ჩვევები და არ მოითხოვს მართვის განსაკუთრებულ უნარს ექსპერტის დონეზე. LEXUS-ის F ავტომობილის საჭესთან თქვენ აღმოაჩენთ, თუ რა არის მართვით გამოწვეული ნამდვილი სიხარული.

RC F

ერთდროულად თავბრუდამხვევიც და სულისშემკვრელიც

ზოგიერთები RC F-ს აღწერენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ, მაღალი სამუშაო მაჩვენებლების მქონე 2+2 ავტომობილს, რომელიც ოდესმე შექმნილა. სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და ცდილობენ დააფიქსირონ აღფრთოვანება სამუშაო მაჩვენებლების უპრეცედენტო ინჟინერიის მიმართ. თუმცა, თუ გადაწყვეტთ აღწეროთ RC F-ი, სიტყვებს ვერ შეარჩევთ იმ ემოციების და აღტაცების გადმოსაცემად, რომლებსაც განიცდით ამ ავტომობილის მართვისას.

RC F დეტალებში

  • რბოლისთვის განკუთვნილი V8 უზრუნველყოფს 477 DIN ცხენის ძალას და 530ნმ მომენტს
  • სწრაფი, 8-სიჩქარიანი სპორტული პირდაპირი ავტომატური ტრანსმისია ირთვება მხოლოდ 0.2 წამში
  • სავალი ნაწილის ხისტი დიზაინი და ვექტორული მომენტის დიფერენციალი უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარის კონტროლს და მოსახვევებში შესანიშნავად მოძრაობის უნარს
  • აქტიური უკანა სპოილერი ქმნის დამატებით ქვემოთ მიმართულ ძალას, როცა სიჩქარე ასცდება 80კმ/სთ
  • რბოლაზე ორიენტირებული ინსტრუმენტების ჯგუფში შედის G-ძალის სენსორი და ქრონომეტრი
  • მაქს. სიჩქარე: 270 კმ/სთ
  • 0-100კმ/სთ : 4.5 წმ

RC F-ის გალერეა

 

ყოველ ფოტოს თავისი ისტორია აქვს. სწორედ აქედან იწყება თქვენი მოგზაურობა Lexus-ის საოცარი დიზაინის და გამაოგნებელი ოსტატობის სამყაროს გასაცნობად.