აღმოაჩინეთ LEXUS-ი
ოსტატობა
სიზუსტე. თავდადება. უნარ-ჩვევები. ყოველივე ეს იმ უნიკალური ოსტატობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თითოეულ Lexus-ის ავტომობილში ჩანს.
TAKUMI-ს სიზუსტე, დახვეწილი ათწლეულების განმავლობაში
Takumi უძველესი იაპონური ცნება და ტრადიციაა, რომელიც გამოხატავს ოსტატური ხელოსნობის არსს და საფუძვლად უდევს მთელს საწარმოო პროცესს. ჩვენი Takumi ოსტატი ხელოსნები ფლობენ უაღრესად მახვილ შეგრძნებებს და მრავალი წლის განმავლობაში იხვეწებიან. ისწრაფიან რა საუკეთესო შედეგებისკენ, ისინი იმდენ დროს უთმობენ განსაკუთრებული ავტომობილებისა და გასაოცარი გამოცდილების შექმნას, რამდენიც საჭიროა ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაერთიანებისთვის.