1. Discover Lexus
  2. Design
  3. Lexus Design Awards
იყავით კონტაქტზე

LEXUS DESIGN-ის ღონისძიებები

შემოქმედებას აქვს ძალა, შეცვალოს სამყარო. Lexus Design Award-ი ხელს უწყობს იდეებს, იმ ახალგაზრდა დიზაინერთა და შემოქმედთა მხარდაჭერის გზით, რომელთა დიზაინერულ ნამუშევრებსაც გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ მომავალი, ახალი და ამაღელვებელი გზებით.

Bell Tower-ის პროექტი “OPEN SOURCE COMMUNITIES”, LDA 2020-ის გრან-პრის გამარჯვებულია

Lexus International-მა Lexus Design Award 2020 გრან-პრის გამარჯვებულად გამოაცხადა სტუდია Bell Tower კენიიდან. Bell Tower-ის პროექტი სახელად "Open Source Communities" არჩეულ იქნა 79 ქვეყნის 2042 განაცხადიდან.

LEXUS DESIGN AWARD 2020-ის გრან-პრის გამარჯვებულის გამოვლენა ვირტუალურ ფორმატში

2020 წლის 30 ივნისს Lexus-მა გამოაცხადა, რომ Lexus Design Award 2020-ის გრან-პრის ფინალურ ეტაპს შეეხება გარკვეული ცვლილებები და ის გაიმართება აგვისტოში, ვირტუალურ ფორმატში, ხოლო გრან-პრის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდება 1 სექტემბერს.

წარმოდგენილია Lexus-ის და Condé Nast International-ის მიერ.

ლიზა მარკსის „ალგორითმული მაქმანი“ იმარჯვებს კონკურსში 2019 LEXUS DESIGN AWARD

Lexus International-მა გამოაცხადა კონკურსის TOP 2019 LEXUS DESIGN AWARD-ის გამარჯვებული. ლიზა მარკსმა მოიგო პრესტიჟული ჯილდო „ალგორითმული მაქმანის“ დიზაინისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 65 ქვეყნიდან წარმოდგენილ 1,548 იდეას შორის.

LEXUS-ის რიგით მეთორმეტე, მილანის დიზაინის კვირეულის ღონისძიება - "სინათლით წამყვანი"

Lexus-ს სჯერა, რომ დიზაინს შეუძლია სამყაროს შეცვლა. ათწლეულზე მეტია, რაც Lexus-ის დიზაინის ღონისძიება აწვდის საოცარ გამოცდილებას, მილანის დიზაინის კვირეულის სტუმრებს, რომელიც ახდენს მისი ფილოსოფიის დემონსტრირებას.

LEXUS-ის ღონისძიება ,,უსაზღვრო თანაარსებობა“ მილანის დიზაინის კვირეულზე

ჰარმონიული ინდივიდუალურობის საოცარი ზეიმი.

Lexus Design Awards 2018-ის ფინალისტები

Lexus International-მა გამოაცხადა პრესტიჟული კონკურსის - Lexus Design Award 2018-ის 12 ფინალისტი. დაარსებიდან მეექვსე წელს, გამორჩეული საერთაშორისო დიზაინის კონკურსი იწვევს ახალგაზრდა დიზაინერებს იდეების წარმოსადგენად თემაზე “CO-“, რომელიც წარმოდგება ლათინური პრეფიქსისგან, რაც ნიშნავს ,,ერთად“ ან ,,ერთად ჰარმონიაში“.

უძველესი ნაკეთობა ახალ დიზაინს ერწყმის

კოლექციაში „შექმნილია LEXUS-ისთვის“, დროში გამოცდილი ნაკეთობა და თანამედროვე დიზაინი ერთმანეთთან არის შერწყმული, რაც ქმნის ნივთების უნიკალურ კოლექციას. ორი სრულიად ახალი ნივთი შეემატა კოლექციის მუდმივად მზარდ დიაპაზონს.

სერ დევიდ ადჯაიე ხდება კონკურსის, LDA 2018-ის ელიტური ჟიურის წევრი

Lexus-ი მოხარულია გამოაცხადოს, რომ ცნობილი არქიტექტორი დევიდ ადჯაიე ხდება კონკურსის - Lexus Design Award 2018-ის ჟიურის წევრი. ადჯაიე, მისი თაობის ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი, უერთდება მსოფლიო კლასის ჟიურის, რომლის წევრიც ახლახანს გახდა ინოვაციური არქიტექტორი შიგერუ ბენი.

LEXUS DESIGN AWARD 2018 – უკვე გახსნილია რეგისტრაციისათვის

ვაგრძელებთ რა ჩვენს ვალდებულებას, შევქმნათ უკეთესი სამყარო დიზაინის მეშვეობით, Lexus-ი იწვევს კანდიდატებს Lexus Design Awards 2018-ზე.

Lexus Design Awards-ის ფინალისტები

ათასობით კანდიდატს შორის შეარჩევენ მხოლოდ თორმეტ ფინალისტს. რვა ფინალისტი წარმოადგენს თავის ნამუშევარს მილანის დიზაინის კვირეულზე, ხოლო ოთხი - მიიღებს უნიკალურ შესაძლებლობას სტაჟირება გაიაროს გლობალურ დონეზე აღიარებულ დიზაინერებთან. მენტორები დაეხმარებიან ფინალისტებს მათი იდეების განხორციელებაში, თითოეული კონცეფციის პროტოტიპად გარდაქმნის გზით.

ჟიურის წევრები

Lexus Design Awards-ის ჟიური წარმოადგენს გლობალურად აღიარებული, კრეატიული დიზაინერების და დიზაინის ექსპერტების ელიტარულ ჯგუფს, რომლებიც განიხილავენ ათასობით კანდიდატს. მათგან აირჩევენ თორმეტ ფინალისტს, პროტოტიპის ოთხ გამარჯვებულს და საბოლოოდ გრან პრის გამარჯვებულს.

მენტორები

Lexus-მა შეკრიბა მსოფლიო კლასის დიზაინის ექსპერტები, რომლებიც მენტორობას გაუწევენ LDA-ს ფინალისტებს და ითანამშრომლებენ მათთან მრავალი თვის განმავლობაში; Lexus-ის მენტორები ფინალისტებს შესთავაზებენ მათ ფასდაუდებელ ცოდნას, კომერციულ რჩევებს და უხელმძღვანელებენ მათ პროექტის პროტოტიპად გარდაქმნაში.