1. Discover Lexus
  2. Takumi masters
იყავით კონტაქტზე

TAKUMI ოსტატები

უძველესი იაპონური ცნება Takumi არსებითია ყველაფრისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენი Takumi ოსტატი ხელოსნები ამ დახვეწილი ფილოსოფიის მცველები არიან და ფაქიზად უდგებიან Lexus-ის დიზაინის და განვითარების თითოეულ ასპექტს.

დროში გამოცდილი ექსპერტობა

 

Lexus-ის Takumi ოსტატ ხელოსანს - ან უბრალოდ Takumi-ს – გააჩნია უნარ-ჩვევების და სულის ფასდაუდებელი ერთობლიობა. ისინი მაღალკვალიფიციურნი არიან და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ თითოეულ დეტალს. მათ გააჩნიათ ნამდვილი ოსტატობის რწმენა და ვერაფერი შეაჩერებთ ამის მისაღწევად. თითოეული მათგანი კონცენტრირებულია კონკრეტულ ელემენტზე, ავტომობილის აწყობის პროცესში. ეს მათი გატაცება და ცდუნება ხდება. კიუშიში "Miyata Lexus Plant"-ის 7,700 თანამშრომელს შორის მხოლოდ 19 არის Takumi. ამაზე მაღალი დაფასება ჩვენს საინჟინრო წოდებებს შორის არ არსებობს.

შეუდარებელი უნარ-ჩვევები

თითოეულ Takumi-ს სულ მცირე, მეოთხედი საუკუნის გამოცდილება აქვს მის სფეროში. ამ წლების განმავლობაში მათი თავდადებული სწავლის შედეგად, გამაოგნებელია მათი ღრმა და ფართო ცოდნა, ისეთივე შესანიშნავი, როგორიც მათი ინტუიცია.

ისინი მუდმივად ხვეწავენ საკუთარ საექსპერტო კვალიფიკაციას და ასევე უზიარებენ სხვებსაც. ჯგუფის ხელმძღვანელების თანამდებობაზე, ისინი იცავენ Lexus-ის ტრადიციებს და ხელს უწყობენ ახალ ტალანტებში ინოვაციური სულის განვითარებას, გადასცემენ მათ ფასეულ უნარ-ჩვევებს და პროცესებს და განუმარტავენ თითოეულ ასპექტს, რათა ყოველი Lexus-ი იყოს უნაკლო.

გამოცდილი სიმარჯვე

შეხების სიფაქიზე

Takumi-ს ოსტატები უაღრესად კარგად ერკვევიან უახლეს ტექნოლოგიებში და წამყვან როლს ასრულებენ მათ შექმნაში. მაგრამ მათი მრავალი, ყველაზე ცნობილი უნარი ბევრად წინ უძღვის ციფრულ ეპოქას.

Takumi-ს გაძლიერებული შეხების გრძნობა ლეგენდარულია. მათი ხელები მათი ყველაზე ძვირფასი ინსტრუმენტია. ფაქიზი თეთრი ხელთათმანებით, ისინი იყენებენ მათ მახვილ მგრძნობიარობას მილიმეტრზე პატარა, უმცირესი ნაკლისა და არასრულყოფილების აღმოსაჩენად. ამით, ისინი გამორჩეული ხარისხის გარანტიას ქმნიან.

სიჩქარე და სიზუსტე

სანამ გახდებიან Takumi, კანდიდატებს მკაცრად აფასებენ მრავალი გზით. ერთ-ერთი ტესტი გამორჩეულად იაპონურია და სრულად შეეხება ადამიანის შეხების ძალას. ის კონცენტრირებულია ქაღალდის დაკეცვის ხელოვნებაზე - ორიგამიზე.

დამწყებ Takumi-ს სთხოვენ, გააკეთონ შედარებით მარტივი ორიგამის კატა. მაგრამ, მათ ეს მარტო ერთი - არადომინანტური ხელით უნდა გააკეთონ და მათი ქმნილება სრულად უნდა იყოს ფორმირებული და დასრულებული 90 წამში.

ხელიდან მანქანამდე

 

Takumi-ს საექსპერტო კვალიფიკაცია უზრუნველყოფს აწყობის და დამუშავების უპრეცედენტო სტანდარტებს. ჩვენი ადამიანზე კონცენტრირებული სული და სრულყოფის რწმენა აღიარებულია მთელს საავტომობილო ინდუსტრიაში. დღეს, Lexus-ის რობოტული ფუნქციები დაპროგრამებულია Takumi-ს უნარ-ჩვევების მეშვეობით. ეს არ ნიშნავს, რომ მანქანების ნამუშევარი აღემატება ადამიანის ბრწყინვალე ხელნაკეთობას. ჩვენი ტექნოლოგია სწავლობს და იზრდება ყველაზე დახვეწილი ოსტატებისგან. შედეგი? მართლაც უნიკალური ავტომატიზაცია.

ოსტატური თანამშრომლობა

"Takumi" არის Lexus-ის ოსტატობის, უმაღლესი ხარისხის და დეტალების მიმართ ყურადღების მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სხვა ხელოსნებთან თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია სრულყოფილებისკენ ჩვენი მისწრაფებისა. ჩვენ ვეძებთ შემოქმედებს, რომლებიც შთაგვაგონებენ მათი ხედვით და უნარებით, ხოლო ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს ფასეულობებს.

ასეთი თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ რადიკალურად უნიკალური მახასიათებლები Lexus-ის ავტომობილებში - შესანიშნავი ესთეტიკური მიღწევები, რომლებსაც სხვაგან ვერ ნახავთ. ხელმისაწვდომი მდიდრული ინტერიერი ლეგენდარული LS-ისთვის, ამის მაგალითს წარმოადგენს.

ტექნოლოგიური ინოვაცია

ადამიანის შეხების მნიშვნელობა შეუძლებელია გადაჭარბებით შეფასდეს. ამავე დროს, ტექნოლოგიურ ინოვაციებს Lexus-ის ოსტატობა ახალ დონეზე აჰყავს. ის ხელს უწყობს მრავალი ორიგინალური მეთოდის გამოყენებას და შესაძლებელს ხდის მრავალი არატრადიციული მასალის გამოყენებას.

ახალი Lexus RX-ის შექმნისას ჩვენ ვითანამშრომლეთ აღიარებულ ხელსაწყოების შემქმნელებთან - Yamaha, რათა ავტომობილის ინტერიერი აგვეყვანა ისეთ სიმაღლეზე, როგორც არასდროს. ლაზერით დამუშავების პროცესმა, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს ყველაზე ექსკლუზიური მუსიკალური ინსტრუმენტების შესაქმნელად, ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, შეგვექმნა გამაოგნებლად ზუსტი ნამდვილი ხის მოპირკეთება.