1. Discover Lexus
  2. Flagship finish
იყავით კონტაქტზე

მოწინავე დამუშავება

როდესაც Lexus-მა პირველად წარმოადგინა LS-ი 1989 წელს, ჩვენმა მისწრაფებამ ოსტატობის და იდეალური ხარისხის მიმართ, ადამიანების მოლოდინში რევოლუცია მოახდინა ლუქს კლასის ავტომობილებთან დაკავშირებით.

LS სტანდარტი

 

გამორჩეული ყოველი დეტალით, LS-ი წარმოადგენს ოსტატობის, ზრუნვის და თავდადების სიმბოლოს. აღმაფრთოვანებელი სამუშაო მაჩვენებლების, ვიზუალური ინოვაციების და უბერებელი სტილის გაერთიანებით, ის შექმნილია იმისათვის, რომ უნიკალური და დამატყვევებელი შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე, მართვისას.

LS-ი სრულყოფილია ყველა ასპექტში და განსაზღვრავს ნამდვილი ოსტატობისა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს Lexus-ის სრული სამოდელო ხაზისთვის.

უნაკლო დამუშავება

შთაგონებული იაპონიით

LS-ის შესამკობად ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს ფესვებს. იაპონურ კულტურაში ჩვენ ვიპოვნეთ შთაგონება, გადასაკრავების მიმართ სრულიად ახალი მიდგომისთვის. ტრადიციების ზეგავლენა გაერთიანებულია მოწინავე საწარმოო ტექნოლოგიებთან სულისშემკვრელი ეფექტის მისღწევად.

იაპონურმა ფარნებმა შთაგვაგონა შიდა განათების მოწყობა, საიდაყვეები ძალდაუტანებლად ამოდის კარის პანელების გვერდით.

TAKUMI ხის ნაკეთობა

მიუხედავად იმისა, რომ LS-ი ყველაზე ინოვაციური მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების ნიმუშია, იგი ასევე მოიცავს ბუნებრივ მასალებს, რომლებიც გამოყენებულია პატივისცემითა და გემოვნებით - ინტერიერის გარემოს შესაქმნელად, რომელიც ისეთივე მშვიდია, რამდენადაც თანამედროვე.

დახვეწილი დაჭრილი ხე და ლაზერული ჭრის ტექნოლოგიები იძლევა შესანიშნავი მოპირკეთების შესაძლებლობას. არის შიდა მოპირკეთების სამი უნიკალური ალტერნატივა, ყველა მათგანი ორიგინალურია და გულდასმით არის შექმნილი Takumi-ს - ჩვენი ყველაზე უფროსი ოსტატის მიერ.

KIRIKO-ს მინა

 

შუქ-ჩრდილების ყოველდღიურმა ჰაეროვანმა თამაშმა შთაგვაგონა, რომ გვეთანამშრომლა განთქმულ მინის ხელოსანთან - Kiriko.

ხელით შექმნილი მოპირკეთება

ორიგამის ელეგანტობა

ჩვენი Takumi ოსტატი ხელოსნების მიერ შექმნილი და შთაგონებული იაპონური ორიგამის ტრადიციით, LS-ის ხელით მოპირკეთებული კარის შიდა საფარი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

გამაოგნებელი სამგანზომილებიანი მოპირკეთება მის ნაკეცებში იმეორებს Lexus-ის “L” მოტივს. ეფექტი შთამბეჭდავად განსხვავებულია დღე-ღამის მანძილზე, რამდენადაც გულდასმით დამზადებული ქსოვილის ზედაპირები ურთიერთქმედებენ სინათლესთან.

მზის ჩასვლისას ქსოვილი იცვლის ვიზუალს. ღამით კი ნათდება ინტერიერის განათებით.

შექმნილი კომფორტისთვის

 

ფუფუნების ახალი სტანდარტის შექმნა არ არის მხოლოდ ახალი, დახვეწილი მახასიათებლების დამატება. არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალურ მიდგომას. ახალ LS-ის მოდელში ჩვენ შთაგვაგონებდა იაპონური პრინციპი "Omotenashi" - სტუმართმოყვარეობის ეთიკა.

საერთო გამოცდილებაზე ფოკუსირებით, ჩვენ შევქმენით სალონი, რომელიც ნამდვილად ესალმება და გარს აკრავს მგზავრებს და ამასთან, დაუყოვნებლივ და ინტუიციურად რეაგირებს მძღოლის საჭიროებებზე.

ფუფუნება თითოეულ დეტალში

იდეალური მასპინძელივით, LS-ის უკანა სავარძელი გეხმარებათ და ხელს გიწყობთ, რომ მოეშვათ და თავი იგრძნოთ თავისუფლად. აღსანიშნავია გათბობის, გაგრილების ოპციები და შიაცუს მასაჟიც კი. თქვენ ასევე მოგეწონებათ თავისუფალი სივრცე ფეხებისთვის, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე წინამორბედ ნებისმიერ LS-ის მოდელში.

სურვილისამებრ, თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ გადასაწევი სავარძელი. 48 გრადუსზე უკან გადახრისას თქვენ მომენტალურად იგრძნობთ სიმშვიდეს, ან 24 გრადუსზე წინ გადაწევა დაგეხმარებათ ავტომობილიდან გადმოსვლაში.