1. Discover Lexus
  2. Takumi living
იყავით კონტაქტზე
ოსტატობა

TAKUMI-ს ცხოვრების წესი

საჭიროა 10,000 საათი, რომ გახდეთ ექსპერტი, მაგრამ იმისათვის, რომ გახდეთ Takumi ოსტატი, თქვენ დაგჭირდებათ 60,000 საათი. ეს უნიკალური დოკუმენტური ფილმი მოგითხრობთ ოთხი Takumi ოსტატის შესახებ, რომლებმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნეს უსასრულო განვითარებას, იოლი გზების გარეშე. ის იკვლევს კითხვას იმაზე თუ, როგორ გადარჩება ადამიანური ხელობა, როდესაც ხელოვნური ინტელექტი გაცდება ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებს.

არავითარი უმოკლესი გზა

 

უმაღლესი ხარისხის ხელობისკენ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას დეტალების მიმართ. ისინი, ასევე მალავენ ავტომობილებზე არსებულ ხარვეზებსა და ნიშნებს იმისათვის, რომ უზრუნველყონ მათი თანამშრომლების მიერ ამ სტანდარტის მიღწევა. გამომცდელი მძღოლებით დაწყებული, რომლებიც თავად გადიან ტესტირებას გზაზე გასვლამდე და დამთავრებული ოთახით, სადაც მომავალი Takumi ოსტატები მუშაობენ თავისი შეგრძნებების განვითარებაზე, აღნიშნული ფილმები გიჩვენებენ, თუ რატომ არ არის არაფერი ისე შექმნილი, როგორც Lexus-ი.

"პარტიზანული ტესტირების" პრაქტიკა ან ნიშნების დამალვა, გუნდის წევრების უნარ-ჩვევების გამოსაცდელად, არის მხოლოდ ერთ-ერთი გზა, რომელსაც Lexus-ის ოსტატები იყენებენ საკუთარი ცოდნის გამოცდისა და დახვეწის მიზნით.

ადამიანები და ტექნოლოგია

 

უკონკურენტო ოსტატობა მოდის მხოლოდ რობოტებისა და ადამიანების ჰარმონიული მუშაობის შედეგად. ძლიერ გამოცდილი ოსტატების უნიკალური შეგრძნებებით, ჩვენი რობოტული ტექნოლოგიების თანმიმდევრული და ეფექტური მოძრაობების დაპროგრამების შედეგად, ჩამოყალიბდა Lexus-ის განუმეორებელი ოსტატობა.

ზეადამიანური

 

საათობით პრაქტიკისა და სწავლების შედეგად, Lexus-ის Takumi ოსტატებმა განავითარეს თითქმის ზეადამიანური შეგრძნებები. მხედველობა, რომელსაც შეუძლია დაინახოს ის ნიშნები, რომლებიც მოუმზადებელი თვალისთვის შეუმჩნეველია, სმენა, რომელსაც შეუძლია გაიგოს ძრავის ბგერები ქირურგიული სიზუსტით და შეხების შეგრძნება, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს მილიმეტრის ზომის ხარვეზები.