1. Discover Lexus
  2. Concept cars
  3. If sa
იყავით კონტაქტზე

ულტრა-კომპაქტური კონცეფცია

LF-SA კონცეფცია

 

ჩვენ გამოვიწვიეთ ჩვენი ევროპული დიზაინის სტუდია, რომ შეექმნა ულტრა კომპაქტური, ქალაქის 2+2 კონცეფცია. შედეგად მივიღეთ მძღოლზე ორიენტირებული, კონცეპტუალური ავტომობილი, რომელშიც გაერთიანებულია უიკენდის თავგადასავალიც და ქალაქში ყოველდღიური მართვაც - SA ნიშნავს პატარა თავგადასავლების მაძიებელს.

LF-SA კონცეფცია ბრენდის L-finesse დიზაინერული ფილოსოფიის თამამი ინტერპრეტაციაა, ამავე დროს, მისი მართვა მოგანიჭებთ აბსოლუტურ სიამოვნებას.

LF-SA კონცეფცია იკვლევს მომავალს, რომელშიც Lexus-ის მძღოლები კვლავაც შეძლებენ დატკბნენ "ფუფუნებით" საჭესთან და მიიღონ სიამოვნება უმაღლესი დონის კავშირის, მულტიმედიის და უსაფრთხოების სისტემებით.

 

თამამი, კომპაქტური დიზაინი

 

მის მტკიცე, სკულპტურულ და სანდო დიზაინთან ერთად, Lexus-ის დიზაინერებმა შექმნეს საოცრად კომპაქტური, მანევრირებადი და მოქნილი LF-SA, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერი ჭეშმარიტი ქალაქის ავტომობილისთვის.

პროგრესული აზროვნების დიზაინი

ძარის ჩაზნექილ და გამობურცულ ზედაპირებს შორის კონტრასტს ხაზს უსვამს თვლების თაღების ზემოთ არსებული ჭრილები. ეს ქმნის დიზაინის უნიკალურ პროპორციას და ანიჭებს მას ძლიერი დინამიკისა და წინ სწრაფვის შეგრძნებას.

თავგადასავლები ფერში

თავგადასავლების სული კონცეფციის ფერთა სქემაშიც აისახება; ვარსკვლავური ვერცხლისფერი ექსტერიერი კოსმოსურ კვლევას მოგვაგონებს, ხოლო ინტერიერი კი, მზის დაბნელების დამატყვევებელი სურათითაა შთაგონებული.

შეაბიჯეთ LF-SA-ს სამყაროში

 

კომპაქტური ზომების მიუხედავად, LF-SA-ს აქვს გასაოცრად ტევადი ინტერიერი, რომელშიც გეუფლებათ სინათლისა და ჰაერის ჭეშმარიტი განცდა, რასაც ხაზს უსვამს ფართო მართვის პანელი და საჭისა და პედლების უნიკალური მოძრაობა.

მძღოლზე მორგებული დიზაინი

როგორც დამახასიათებელია ქალაქის ავტომობილებისთვის, სადაც უმეტესად მხოლოდ ერთი ადამიანია, სალონის 2+2 განლაგება აშკარად ანიჭებს უპირატესობას მძღოლს. მძღოლის სავარძელი დაფიქსირებულია, ხოლო საჭე და პედლები - რეგულირებადი, რათა ავტომობილი მოერგოს მძღოლს.

გამოსაკვლევი სივრცე

წინა მგზავრის სავარძელი იწევა, რათა წვდომა გქონდეთ უკანა სავარძლებთან. ინტერიერის დიზაინში ისეა გამოყენებული სივრცე, მასალა და მოცულობები, რომ სალონში შეიქმნას ორი მკაფიო ურთიერთგადამფარავი ელიფსური ზონა.

 

უნაკერო და ინტუიციური

მულტიმედიური სისტემა, თავბრუდამხვევ LF-SA-ში, მოიცავს ჰოლოგრამული ტიპის ეკრანს, რომელიც იდეალურადაა ჩასმული კრისტალურ მართვის პანელში, ფართო HUD - საპროექციო გამოსახულებას და სენსორულ მართვის პულტს, ცენტრალურ კონსოლში.