LF-30 ELECTRIFIED
Lexus LF-30 Electrified-ის გამორჩეული მომენტები
LF-30 Electrified ახალი, კონცეფტუალური ავტომობილი ხორცს ასხამს ლექსუსის ელექტროფიკაციას
LF-30 Electrified კონცეფტუალური ავტომობილი ხორცს ასხამს „LF-30 Electrified“-ის ხედვას. მისი გარეგნული სტილისთვის, მოწინავე იმიჯი, რომელსაც მოელოდნენ BEV-ისგან, მიმართულ იქნა მხატვრული მახასიათებლებისკენ, რაც გამოვლინდა ფუტურისტულ ფორმასა და ინტერიერში, რომელიც მტკიცედ უერთდება ავტონომიურ მართვას და სხვა, ახალ ტექნოლოგიებს, მიზნად ისახავს რა წარმოადგინოს Lexus-ის გამორჩეული მსოფლმხედველობა. საექსპლუატაციო თვისებები ეფუძნება Lexus-ის ელექტროფიცირებულ კომპონენტებს, ამას დამატებული Lexus-ის უახლესი ტექნოლოგიები და ჩვენი ლიდერობა HEV სისტემების განვითარებაში. ელექტროძრავის ზუსტი კონტროლი უზრუნველყოფს პოზიციის მყისიერ რეგულირებას, რაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ავტომობილების შემთხვევაში. გარდა ამისა, LF-30 Electrified იყენებს უამრავ მოწინავე ტექნოლოგიას, პერსპექტივით 2030 წლამდე, როგორიცაა მაგალითად, ახალი კონცეფციით შექმნილი კაბინა, რაც ეფუძნება ადამიანზე ცენტრირებული ფილოსოფიის დიზაინსა და ელექტრო მართვის სისტემას.
ფუტურისტული ექსტერიერი წინაპირობაა Lexus-ის 2030 წლის ელექტროფიცირებული ავტომობილებისთვის
ახალი დიზაინის გამოხატვის ამოცანის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მხოლოდ მიღწეულ იქნას BEV-ის საშუალებით, რომელიც მოძრაობაში მოჰყავს ბორბლებში განლაგებულ ელექტროძრავებს, Lexus-მა ვიზუალურად წარმოადგინა LF-30 Electrified-ის უნიკალური ენერგიის დინება. ავტომობილის ფორმა გამიზნულია იმისთვის, რომ ვიზუალურად გამოხატოს ენერგია, რომელიც წარმოიქმნება ავტომობილის ძარის კუთხეებში განლაგებული ბორბლების საშუალებით. ის მიედინება ავტომობილის კაბინისკენ, გაივლის მძღოლის მიღმა, რათა პირდაპირ გზის ზედაპირზე იდინოს.
უკაპოტო ავტომობილის ფორმის გამოყენებით, რაც შესაძლებელი გახდა BEV-ის წყალობით, Lexus-ის საფირმო „შპინდელის” ფორმამ ჰპოვა შემდგომი განვითარება, რათა მანქანის მთელი არქიტექტურა მოეცვა. ფანჯრის შუშა, რომელიც უწყვეტად გადაჭიმულია წინა ნაწილიდან უკანა ნაწილამდე, დაკუნთული ფრთები, ფრთის ფორმის წინა მაშუქები ქმნიან Lexus-ის საკულტო შპინდელის კონტურებს. გარეგან კორპუსს გააჩნია ელეგანტური, ნარნარი წინა მხარე, რომელიც გადადის სწორხაზოვან და მკვეთრ უკანა ნაწილში. ფრთების ფორმის წინა მაშუქების გარდა, უკანა მაშუქების სიმკვეთრე და გვერდითა ჰაერშემწოვები ერთიანდება, რათა მიღწეულ იქნას ჩინებული აეროდინამიკური და გამაგრილებელი მახასიათებლები, რის შედეგადაც სტილი შეესატყვისება ფუნქციონალობას.
გვერდითა ფანჯრების გაუმჭვირვალობა შეიძლება თავისუფლად დარეგულირდეს, რითაც მგზავრებს ეძლევათ გარემომცველი პეიზაჟების ფართო ხედვის საშუალება და მაღალი დონის კონფიდენციალურობა ღამით და სხვა სიტუაციებში. ავტომობილის წინა მხარის ფერი და ლუმინესცენცია საშუალებას იძლევა გარედან იქნას დანახული ცალკეული ავტომობილი ნორმალურ რეჟიმში მუშაობს თუ მართვის ავტონომიურ რეჟიმში, ასახავს რა Lexus-ის სწრაფვას მაღალი დონის სტილისა და ფუნქციონალობისკენ. ექსტერიერის ფერი „გალვანური ცა“ იყენებს მოწინავე ლითონის საფარს, რათა მიღწეულ იქნას უნიკალური ხარისხი, ლურჯ-მწვანე შეფერილობით.
TAZUNA
Lexus-ის ფუნდამენტური, ადამიანზე ცენტრირებული ფილოსოფიის უფრო მაღალ განზომილებაში გამოსავლენად, კაბინა კონსტრუირებულ იქნა Lexus-ის ახალი კონცეფცია „Tazuna”-ზე დაყრდნობით. შთაგონებული იმით, თუ როგორ შეიძლება ერთი სადავე გამოყენებულ იქნას ცხენსა და მხედარს შორის ურთიერთგაგების მისაღწევად, მოხდა საჭეზე განლაგებული კონტროლის გადამრთველებისა და თავს ზემოთ მონიტორის მაღალ დონეზე კოორდინირება, რითაც იქმნება სივრცე, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს ფოკუსირებული იყოს მართვაზე და ამავე დროს აკონტროლებდეს სხვადასხვა ფუნქციას, ისეთს, როგორიცაა ნავიგაცია, აუდიო სისტემა და ტარების რეჟიმის არჩევა ისე, რომ საჭირო არ იყოს ხედვის გადატანა ან მექანიკური გადამრთველებით სარგებლობა.
Tazuna-ს კაბინის მომავალი ფორმის მინიშნების სახით, LF-30 Electrified იყენებს შემდეგი თაობის ინტერფეისებს, მაგალითად, ჟესტების კონტროლის ფუნქციასა და ავტომობილის შესახებ გაუმჯობესებული ინფორმაციის წარმოდგენას AR-ის საშუალებით (გაფართოებული რეალობა). შედეგად, იქმნება ინტერიერი, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტს და მოხერხებულობას, როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრებისთვის.
წინა მგზავრის სავარძლის განლაგება იმეორებს პირველი კლასის სავარძლის განლაგებას თვითმფრინავში. ინტერიერი წარმოადგენს სივრცეს, სადაც თანაარსებობს გახსნილობის და შეფუთულობის შეგრძნება. ყველა გადამრთველი და მართვის სხვა ელემენტები განლაგებულია ადვილად მისაწვდომ მანძილზე და ჟესტურად მართვადი, დიდ ეკრანიანი მგზავრის სავარძლის მონიტორი ხელს უწყობს სალონის კომფორტსა და მოხერხებულობას.
LF-30 ELECTRIFIED
უკანა სავარძლები იყენებენ ხელოვნური კუნთების ტექნოლოგიას, რათა თავის მგზავრს მისცენ ფორმა. მათ შეუძლიათ უზრუნველყონ სხვადასხვა რეჟიმით, ისეთი, როგორიცაა წინ დახრის, მოდუნების და გაფრთხილების ფუნქციები. აუდიო სისტემა Mark Levinson® ქმნის შემდეგი თაობის მოსასმენ სივრცეს, სადაც დინამიკების წუთობრივი კონტროლი წარმოქმნის იდეალურ აკუსტიკურ სივრცეს, რომ მძღოლმა და თითოეულმა მგზავრმა მუსიკის მოსმენით სიამოვნება მიიღოს. ხოლო თავმისადებებში ჩამონტაჟებული დინამიკები არა მარტო უზრუნველყოფს ოპტიმალურ აუდიო გარემოს, არამედ მას ასევე გააჩნია ხმის ჩამხშობი ფუნქცია, რაც ხელს უწყობს სიმშვიდეს.
უკანა სავარძლების თავზე განლაგებული შუშის სახურავი აღჭურვილია ხმოვანი მართვისა და ჟესტური მართვის “SkyGate” მონიტორის ფანჯრით, რომელიც იყენებს AR-ს, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მისაწოდებლად, ისეთი, როგორიცაა რეალისტური, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მომხმარებლის მიერ არჩეული ვიდეოები და ნავიგაციაც კი.
თავისი უნიკალური დიზაინის გარდა, ინტერიერი ასევე მიუთითებს შემდეგი თაობის ფუფუნებაზე, გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რათა შემცირებულ იქნას დაწოლა გარემოზე. Yakisugi (გამომწვარი კედარი), ტრადიციული იაპონური მასალა, გამოიყენება იატაკისა და საჭის მაკონტროლებელზე, ხოლო ლითონი გადამუშავებულ იქნა ბოჭკოებად კარის ნაკეცებიანი საპირეს გასაკეთებლად. ასეთი მიდგომა გამოხატავს Lexus-ის გამორჩეულობასა და ნოვატორულ სულს.
იმისთვის, რომ მოხდეს ფუნდამენტური ნახტომი ავტომობილის სამუშაო მახასიათებლებში, მართვადობაში, კონტროლსა და მძღოლის მიერ სიამოვნების მიღებაში, LF-30 იყენებს უამრავ თანამედროვე ტექნოლოგიას, კონტროლის მოწინავე ფუნქციაზე უფრო მეტად განვითარებულსაც კი. ბორბლების ელექტროძრავები, ავტომობილის თითოეული, ოთხი ბორბლისთვის და აკუმულატორის დაბალ სიმაღლეზე განლაგება უზრუნველყოფს უკეთეს მართვას ინერციით და უმაღლესი დონის და მართვის მაღალი დონის მაჩვენებლებს. მართვის ავტონომიური ტექნოლოგიები და საავტომობილო დრონით მხარდაჭერის ტექნოლოგიები მოუთმენლად ელიან 2030 წელს და ფართოდ გავრცელებულ ღირებულებებს, რაც ავტომობილებს შეუძლიათ რომ შემოგვთავაზონ.
Lexus-ის პოზიციის კონტროლის მოწინავე ტექნოლოგია არეგულირებს ელექტროძრავების გამომავალ სიმძლავრეს მაღალი მგრეხი მომენტით, რათა ავტომობილის პოზიცია შეუსაბამოს ადამიანის მგრძნობელობას. წინა და უკანა ამძრავი თვლების სრულიად დამოუკიდებელი კონტროლი საშუალებას იძლევა სათანადოდ იქნას გამოყენებული წინა, უკანა და ოთხივე ამძრავი თვლები, ტარების სიტუაციიდან გამომდინარე. კომპაქტური და მსუბუქი ძალური აგრეგატები აფართოებს ავტომობილის შესაფუთ შესაძლებლობას და მძღოლს საშუალებას აძლევს დატკბეს იდეალური მართვით, გზის ზედაპირის ან მართვის პირობების მიუხედავად.
Lexus Electrified-ის ხედვის ძირითად ელემენტად Lexus თვლის პოზიციის კონტროლის მოწინავე ტექნოლოგიას და აპირებს ეს ტექნოლოგია თავის ელექტროფიცირებული ავტომობილების სერიაში ფართოდ გამოიყენოს.
საჭის ელექტროსადენით მართვის სისტემა იცილებს მექანიკური შეერთების აუცილებლობას, რაც უზრუნველყოფს უფრო რბილი მოხვევის კონტროლს, გამომდინარე მართვის პირობებიდან და საჭის მართვის უფრო ზუსტი აღქმით, მძღოლის განზრახვასთან შესაბამისობაში. ეს ასევე ხელს უწყობს გახსნილობის უფრო დიდ შეგრძნებას, საჭის მაკონტროლებლის წინ და გვერდით წაწევის შესაძლებლობით, ავტონომიური მართვის დროს.
როგორც შემდეგი თაობის BEV, ასევე LF-30 იყენებს უსადენო დამტენ ტექნოლოგიას იმისთვის, რომ გაამარტივოს ყოველდღიური დატენვა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ენერგიის მენეჯმენტი, რათა ელექტროენერგია ოპტიმალურად იქნას განაწილებული როგორც ავტომობილში, ასევე სახლში და დატენვის კონტროლის კოორდინაცია მოხდეს მომმხარებლის ყოველდღიური განრიგის მიხედვით.
ბორტის ხელოვნური ინტელექტი ასხვავებს ავტომობილში მსხდომთა ხმებს და იყენებს პერსონალიზირებულ ინფორმაციას, რომელიც ინახება მძღოლის მართვის ღილაკში, პარტნიორის სახით. ეს ხელს უწყობს შიდა გარემოს ელემენტების რეგულირებას, მაგალითად ჰაერის ტემპერატურას, აუდიო კონტროლს, სანავიგაციო მარშრუტების და დანიშნულების ადგილების დაყენებას. ამავე დროს, გვთავაზობს მოქმედების ვარიანტებს დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდგომ. ის ასევე გამოარჩევს მძღოლის პრეფერენციებს და ეხმარება მას აკონტროლოს დაკიდება და ძალური გადაცემა რეალურ დროში მართვისას, ადგილიდან გამომდინარე.
LF-30 Electrified ასევე აღჭურვილია ავტომობილის დამხმარე “Lexus Airporter” დრონ-ტექნოლოგიით. ავტონომიური კონტროლის გამოყენებით, Lexus Airporter-ს შეუძლია შეასრულის ისეთი ამოცანები, როგორიცაა დამოუკიდებლად ბარგის გადატანა სახლის ზღურბლიდან ავტომობილის საბარგულამდე.
დაფუძნებული უახლეს ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის კონცეფცია ‘Lexus Teammate’-ზე, LF-30 Electrified-ს გააჩნია მართვის გაფართოებული ფუნქციები მძღოლის რეჟიმის და მეურვის რეჟიმების სახით. ავტონომიური მართვისას, პოზიციის კონტროლის მოწინავე ტექნოლოგის გამოყენების წყალობით, ავტომობილში მსხდომებს შეუძლიათ დატკბნენ როგორც კომფორტით ისე სიმშვიდით. ამას გარდა, ის აღჭურვილია თვით-პარკირების ფუნქციითა და წინა კარის გაღების ფუნქციით, რა დროსაც LF-30 Electrified გზის სავალი ნაწილიდან ზღურბლამდე მოძრაობს ავტონომიურად, რითაც უზრუნველყოფილია მაღალი დონის კომფორტი.
LEXUS LF-30 ELECTRIFIED-ის მთავარი მახასიათებლები
სიგრძე (მმ) | 5,090 |
სიგანე (მმ) | 1,995 |
სიმაღლე (მმ) | 1,600 |
თვლების ბაზა (მმ) | 3,200 |
წონა (კგ) | 2,400 |
მგზავრობის დისტანცია [WLTP] (კმ) | 500 |
აკუმულატორის ტევადობა (კვ/სთ) | 110 |
დატენვის სიჩქარე (კვ) | 150 |
0–100 კმ/სთ აჩქარება (წამები) | 3.8 |
მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ) | 200 |
მაქს. სიმძლავრე (კვ) / მაქს. ბრუნის მომენტი (ნმ) | 400/700 |