1. New Cars
  2. საიმედოობა და გარანტია
იყავით კონტაქტზე

LS Comfort 1

4 კარიანი სედანი LWB

LS - Comfort 1 - 4 კარიანი სედანი LWB
3.5ლ ბენზინი
LS - Comfort 1 - 4 კარიანი სედანი LWB
შავი (212)

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/compare-v2/ge/ka

გარანტია

ქარხნული გარანტია და დამატებითი დაფარვა

ლექსუსის 5 წლიანი გარანტია მოგგვრით სიმშვიდეს და უზრუნველყოფს მრავალ უზრუნველ მოგზაურობებს.

უსაფრთხოება

უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + წარმოადგენს ჩვენს უახლეს მიღწევას ავტომობილის უსაფრთხოების დარგში. ოთხი ინოვაციური სისტემის მეშვეობით, უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +, რომელიც შეიქმნა ათწლეულების განმავლობაში ინოვაციებისა და საგზაო შემთხვევების სიღრმისეული კვლევის შედეგად, მიმართულია შემთხვევების პრევენციის სამ ძირითად სფეროზე: ფრონტალური შეჯახებები, ზოლიდან შემთხვევით გადასვლა და ღამით მომხდარი საგზაო შემთხვევები.

  • შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)
  • ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა (LDA), ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემით
  • ავტომატური შორი განათების სისტემა (AHB)
  • კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით (DRCC)

თუ ახდენთ პარკირებას ან ემზადებით ზოლის შეცვლისთვის, გამოცდილმა მძღოლმა ყოველთვის იცის, თუ რა ხდება მის გარშემო. Lexus-მა განავითარა ეს პრინციპი თქვენი აღქმის გასაუმჯობესებლად, ინტუიციური მახასიათებლებით, რომლებსაც ახალ სიმაღლეზე აჰყავთ თქვენი მართვის გამოცდილება.

  • ბრმა ზონის მონიტორი
  • გაუმჯობესებული პარკირების დამხმარე მახასიათებლები
  • ადაპტაციური და ორსაფეხურიანი ადაპტაციური შორი განათების სისტემები (AHS)

შეკეთება

Lexus-ის ავტომობილები სახელგანთქმული არიან ფუფუნებით, ხარისხით და საიმედოობით. ჩვენი სარემონტო სერვისიც არ არის გამონაკლისი.
ჩვენ გთავაზობთ თქვენი Lexus-ის სარემონტო მომსახურების სრულ სპექტრს. ეს მოიცავს როგორც მცირე ჩაზნექილი ადგილების გასწორებას, ასევე უფრო მნიშვნელოვანი სახის შეკეთებას. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენი Lexus ახალივით გამოიყურებოდეს. Lexus-ის კვალიფიცირებული სპეციალისტები შეაკეთებენ თქვენს ავტომობილს - სწრაფად, პროფესიონალურ დონეზე და მხოლოდ ორიგინალი ავტონაწილების გამოყენებით.