იყავით კონტაქტზე

GX Luxury

SUV 5 Doors

Lexus GX
4X4
3.5L Turbo 35PT

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/compare-v2/ge/ka

ძირითადი მახასიათებლები

Lexus GX-ის მონიტორი

მულტირელიეფური მონიტორი / მულტირელიეფური რეჟიმის შერჩევა

GX 550-ის 3D მულტირელიეფური მონიტორი იყენებს ოთხ კამერას, რაც უზრუნველყოფს ხედვის არეს ავტომობილის ირგვლივ და მის ქვემოდანაც. დამატებით, კამერა აჩვენებს უკანა თვლების სივრცეს უკუსვლით მოძრაობისას. მეტი კომფორტისთვის, კამერის გამწმენდის მართვა შესაძლებელია ეკრანის გადამრთველით. უგზოობაში სვლისთვის შესაძლებელია მულტირელიეფური რეჟიმის არჩევა. ამ სისტემას დაემატა რეჟიმი ღრმა თოვლი და ამჟამად სულ ხელმისაწვდომია ექვსი რეჟიმი: ავტო; ჭუჭყი; ქვიშა; ტალახი; ღრმა თოვლი და ქვიანი ზედაპირი.
Lexus Safety System + ლოგო

მოწინავე უსაფრთხოების სისტემა

ფუფუნება გულისხმობს მგზავრების თავდაჯერებულობას, უსაფრთხოებას და სულიერ სიმშვიდესაც. GX 550 აღჭურვილია მგზავრების დაცვის საიმედო სისტემით, 8 უსაფრთხოების ბალიშით და ახალი დონის უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +. ყოველივე ამას ემატება მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგია და უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემა, რომელიც კარის გაღებისას აფრთხილებს მგზავრებს უკნიდან მოახლოებული ტრანსპორტის შესახებ. ამგვარად, GX-ით ყოველთვის მშვიდად იმგზავრებთ.
კაცი Lexus GX-ის საჭესთან

E-KDSS / ნელი სვლის კონტროლის სისტემა

GX 550 აღჭურვილია ახალი ელექტრულ-კინეტიკური დინამიკური დაკიდების სისტემით (E-KDSS), რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად ჩაკეტოს ან განბლოკოს დაკიდების სისტემის წინა და უკანა განივი მდგრადობის სტაბილიზატორები. ეს თქვენს ავტომობილს სძენს თვლების დამატებით არტიკულაციას, ასევე მეტი გამავლობის უნარს უგზოობაში. ნელი სვლის კონტროლის სისტემა კი გეხმარებათ უგზოობაში ან სრიალა ზედაპირებზე მოძრაობისას. დაბალ სიჩქარეებზე სვლისას, ეს ფუნქცია GX-ს საშუალებას აძლევს იმოძრაოს მძღოლის მიერ ხუთიდან ერთ-ერთ დაბალ შერჩეულ სიჩქარეზე.

GX-ის გალერეა

იხილეთ 360°-ით

გამოსახულება სრულ ეკრანზე დახურვა