1. Discover Lexus
  2. Design
  3. Lexus Design Awards
  4. LDA judges
იყავით კონტაქტზე

Lexus Design Award 2017-ის ჟიურის წევრები

PAOLA ANTONELLI - კურატორი

Antonelli-მ მუშაობა დაიწყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 1994 წელს და ამჟამად არქიტექტურის და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი კურატორია და ასევე MoMA-ს კვლევის და განვითარების დირექტორი. მან ლექციები წაიკითხა TED - მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში და რამდენიმე სხვა საერთაშორისო კონფერენციაზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დიზაინის აღქმას, სანამ სრულად არ გააცნობიერებენ და გამოიყენებენ მის დადებით ზემოქმედებას სამყაროზე. ამჟამად ის მუშაობს რამდენიმე შოუზე, თანამედროვე დიზაინის სფეროში და წიგნზე "დიზაინის მდგომარეობა", რომელიც შეეხება ამჟამად არსებული დიზაინის სფეროების მრავალფეროვნებას და სხვადასხვაობას.

ARIC CHEN - კურატორი

Aric Chen-ი დიზაინის და არქიტექტურის წამყვანი კურატორია M+-ში - ვიზუალური კულტურის ახალ მუზეუმში, რომელიც ამჟამად შენდება ჰონგ კონგის დასავლეთ კოვლუნის კულტურულ რაიონში. ის ადრე მუშაობდა პეკინის დიზაინის კვირეულის კრეატიულ დირექტორად და წარმატებით უხელმძღვანელა ამ ღონისძიებას 2011 და 2012 წლებში. Chen-მა კურატორობა და ორგანიზება გაუწია მრავალრიცხოვან გამოფენებს და პროექტებს მუზეუმებში, ბიენალეებსა და სხვა ღონისძიებებს საერთაშორისო დონეზე და ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა პუბლიკაციებში, მათ შორის, ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: The New York Times, Monocle, Architectural Record და PIN-UP.

TOYO ITO - არქიტექტორი

Ito-მ დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1965 წელს. მისი ძირითადი ნამუშევრებია: სენდაის მედიათეკა, ტამას ხელოვნების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ჰაჩოიჯი, ტაივანის უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა კოლეჯი (Taiwan R.O.C), ‘Minna no Mori’ Gifu Media Cosmos და ა.შ. მიმდინარე პროექტებია: ტაიჩუნგის ეროვნული თეატრი (Taiwan R.O.C), ამორის პრეფექტურის სპორტული პარკის ათლეტიკის მოედანი და რამდენიმე სხვა. მრავალრიცხოვან ჯილდოებს შორისაა იაპონიის არქიტექტურის ინსტიტუტის პრიზი, ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომი, ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის სამეფო ოქროს მედალი და პრიცკერის არქიტექტურის პრიზი.

BIRGIT LOHMANN - Designboom-ის მთავარი რედაქტორი

ჰამბურგში დაბადებული, Lohmann-ი სწავლობდა სამრეწველო დიზაინს ფლორენციაში, სანამ გადავიდოდა მილანში, სადაც ის ცხოვრობს და მუშაობს 1987 წლიდან. მან იმუშავა, როგორც დიზაინერმა და პროდუქტის განვითარების მენეჯერმა იტალიელ არქიტექტორებთან და მთავარ დიზაინერებთან. ის ასევე მუშაობდა დიზაინის ისტორიკოსად, იუსტიციის დეპარტამენტებში და საერთაშორისო აუქციონის სახლებში. როგორც მკვლევარი და ლექტორი, ის ატარებდა სემინარებს სამრეწველო დიზაინის შესახებ, მთელ რიგ პრესტიჟულ საერთაშორისო უნივერსიტეტებში. 1999 წელს, მან მონაწილეობა მიიღო Designboom-ის დაარსებაში, სადაც ის ამჟამად მთავარი რედაქტორი, საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი და საერთაშორისო გამოფენების კურატორია.

ALICE RAWSTHORN - დიზაინის კრიტიკოსი

Alice Rawsthorn-ი წერს დიზაინის შესახებ გამოცემებში International New York Times და frieze. მისი ბოლო წიგნი "Hello World: Where Design Meets Life" იკვლევს დიზაინის ზემოქმედებას ჩვენს ცხოვრებაზე: წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ის საუბრობს დიზაინის შესახებ გლობალურ ღონისძიებებზე, მათ შორის, TED და მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრებზე დავოსში, შვეიცარიაში. ელისი ცხოვრობს ლონდონში და არის Chisenhale Gallery-ის და თანამედროვე ცეკვის ჯგუფის Michael Clark Company-ს თავმჯდომარე და Whitechapel Gallery-ს კურატორი. მან მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ორდენი (OBE) დიზაინისა და ხელოვნების მომსახურებისთვის.

YOSHIHIRO SAWA - კურატორი

Yoshihiro Sawa-მ მიიღო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიის და დიზაინის სფეროში, კიოტოს ტექნოლოგიის ინსტიტუტში. მას ეკავა დიზაინთან დაკავშირებული მთელი რიგი თანამდებობები, სანამ ის დაიწყებდა მუშაობას Toyota Motor Corporation-ში 1980 წელს, მათ შორის, გლობალური დიზაინის უფროს ოფიცრად, დაგეგმვის განყოფილებაში. 2016 წლის აპრილში, იგი Lexus International-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი გახდა.