2017 lda finalists thumb

კონკურსი LEXUS DESIGN AWARD

LEXUS DESIGN AWARD-ის 2017 წლის ფინალისტების სახელები გამოცხადდა

Lexus International-მა გამოაცხადა Lexus Design Award 2017-ის 12 ფინალისტი. კონკურსი პირველად ჩატარდა 2013 წელს, უკეთესი მომავლის შესაქმნელად საჭირო იდეების სტიმულირების მიზნით. Lexus-ი აღნიშნავს საერთაშორისო დიზაინის კონკურსის 5 წლის იუბილეს, რომელიც ეხმარება მომავალ დიზაინერებს და შემოქმედებს მთელ მსოფლიოში. Lexus Design Award 2017-ზე სულ მიღებულია 1,152 განაცხადი 63 ქვეყნიდან, თემაზე "მაინც".
როგორც Lexus-ის ინოვაციების ფილოსოფიური სული, პროექტი "მაინც" განსაკუთრებით შეეფერება Lexus-ის ამ ღონისძიების ხუთი წლის იუბილეს. პროექტი "მაინც" შთაგვაგონებს მოვძებნოთ სინერგიული ეფექტები, ერთი შეხედვით შეუთავსებელი მიზნების გაერთიანებით, მაგალითად - ტევადი და მაინც აეროდინამიკური დიზაინის. დაპირისპირებული ელემენტების ჰარმონიზაციის გზით პროექტი "მაინც" აფართოებს პროგრესული დიზაინის და ტექნოლოგიის ჰორიზონტებს, მსოფლიოსთვის გასაოცარი ახალი გამოცდილების გადასაცემად.
2016 წლის ნოემბერში, მსოფლიოში აღიარებული დიზაინერების და კრეატიული მენტორების ჟიური შეიკრიბა, რათა განეხილათ წარმოდგენილი ნამუშევრები. საფუძვლიანი შეფასების და ინტენსიური დისკუსიების შემდეგ, მათ შეარჩიეს 12 ფინალისტი.
ამ 12 ფინალისტიდან ოთხი შეირჩა მათი პროექტების პროტოტიპების შესაქმნელად, გლობალურად აღიარებული შემოქმედების მენტორობით.
ზემოთ აღნიშნული ოთხი ფინალისტისთვის შემოქმედებითი ხელმძღვანელობის გასაწევად Lexus Design Award 2017-მა მოიწვია ოთხი განთქმული მენტორი: არქიტექტორები და დარგთაშორისი დიზაინერები: Neri & Hu, დიზაინერი Max Lamb-ი, დიზაინერი/არქიტექტორი Elena Manferdini და მხატვარი/არქიტექტორი Snarkitecture. ასევე, ყველა მათგანი იყო გასული წლის ფინალისტების მენტორი.
ოთხი დასრულებული პროტოტიპი წარმოდგენილი იქნება Lexus-ის გამოფენაზე, ამ წლის მილანის დიზაინის კვირეულზე, საპრეზენტაციო დაფებთან ერთად, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება დანარჩენი რვა ფინალისტის დიზაინერული ნამუშევრები. ღონისძიება ჩატარდება 3 აპრილიდან (პრესის და ჯილდოს გადაცემის დღე) 9 აპრილამდე. 3 აპრილს ფინალისტები წარუდგენენ მათ დიზაინს ჟიურის წევრებს და საერთაშორისო მასმედიას. ჟიური შეაფასებს ოთხ პროტოტიპს და გამოაცხადებს გრან პრის მფლობელს, რაც Lexus Design Award 2017-ის ციკლის კულმინაცია იქნება.
დამატებითი ინფორმაცია და სურათები წარმოდგენილია:
Lexus Design Award-ის ვებსაიტზე: twitter ValerianMovie
Instagram: @lexusdesignaward
ოფიციალური ჰეშტეგები: #LexusDesignAward; #MilanDesignWeek;