1. Environment
იყავით კონტაქტზე

გარემოს დაცვა

360°-იანი მიდგომა

LEXUS-ის ძალისხმევას გარემოს დასაცავად, საფუძვლად უდევს დედამიწის გარემოს მიმართ შინაგანი პატივისცემა და მასზე ზრუნვა. გაეცანით 5-საფეხურიან პროცესს იმის გასაგებად თუ, როგორ ამცირებს LEXUS-ი ნეგატიურ ზემოქმედებას მის გარშემო არსებულ სამყაროზე.

მიზანი: ნულოვანი ემისიები

LEXUS-ში გვჯერა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა სათავეში ჩავუდგეთ ინდუსტრიულ პასუხს გარემოს დაცვის გამოწვევაზე.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეკოლოგიური მდგრადობა ჩვენი მრეწველობის და საზოგადოებისთვის ერთადერთი უდიდესი ამოცანაა ამ საუკუნეში. ჩვენი პასუხი ეხება არამარტო ჩვენს პროდუქციას, არამედ ბიზნესის თითოეულ ასპექტს და მასში მომუშავე თითოეულ ადამიანს.

ვხელმძღვანელობთ რა, მდგრადი მობილობის მკაფიო ხედვით, ჩვენ:

  • პირველები ვართ ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში, როგორებიცაა ჰიბრიდული ავტომობილები
  • ვამცირებთ ყველა ჩვენი ოპერაციის ზემოქმედებას გარემოზე.
  • მინიმუმამდე ვამცირებთ წარმოებაში გამოყენებული ბუნებრივი რესურსების მოხმარებას და მაქსიმალურად ვიყენებთ რეციკლირებას და მეორად ნედლეულს.
  • ვთანამშრომლობთ ადგილობრივ საზოგადოებასთან, გარემოს ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

ჩვენ ამას გარემოსდაცვით ხელმძღვანელობის 360°-იან მიდგომას ვუწოდებთ. ჩვენ მივისწრაფით მივაღწიოთ ნულოვან ემისიას და ნულოვან ნარჩენებს, ჩვენი ბიზნესის ყველა ნაწილში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დროის და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით და Kaizen-ის მეშვეობით (იაპონური სიტყვა, რომელიც ნიშნავს "უწყვეტ განვითარებას") ყოველივე ეს შესაძლებელია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ Lexus-ის ზრდა და წარმატება ამაზეა დამოკიდებული.

საფეხური პირველი: პროდუქტის და დიზაინის შემუშავება

გარემოზე ზემოქმედების შემცირების მისაღწევად, არსებითი მნიშვნელობა აქვს პროგრესის დაგეგმვასა და განსაზღვრას. ამგვარად, ჩვენ ვიყენებთ "სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში აზროვნებას", უწყვეტი განვითარების ყოვლისმომცველ პროცესს, რომელიც ითვალისწინებს ყველა გამოყენებულ რესურსს და ჩვენს პროდუქციასთან დაკავშირებულ ზემოქმედებას გარემოზე და ჯანმრთელობაზე.

ჩვენ ნოვატორები ვართ აღდგენადი მასალების გამოყენების მხრივ, ამავე დროს, ვიკვლევთ და ვიყენებთ ისეთ ნაწილებს, რომლებიც შეიძლება ადვილად გადამუშავდეს მათი ექსპლუატაციის ვადის დამთავრების შემდეგ. Lexus-ის ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი ნაწილებიც კი, შექმნილია ყოველივე ამის გათვალისწინებით: გადამუშავებული ბამპერები გამოიყენება საბარგულის განყოფილების საფარისთვის, ხოლო გადამუშავებული, დაქუცმაცებული ხმის საიზოლაციო მასალა გამოიყენება ხმის დამხშობისთვის, მართვის პანელის უკან.

ავტომობილის კარის პანელებისთვის უკვე გამოიყენება კანაფი - ჰიბიკუსის ოჯახის მცენარე - ადრე გამოყენებული ნახერხის ნაცვლად.

კანაფი შთანთქავს 2-5-ჯერ უფრო მეტ CO2-ს, ვიდრე სხვა მცენარეები. ის შერეულია მეორადი ბამპერების მასალასთან, ავტომობილების სარემონტო საამქროებიდან, რათა კარის პანელები იყოს უფრო მსუბუქი, უკეთ მოახდინოს ხმის იზოლაცია და გამოყენებული იყოს მასალები, რომლებიც ზიანს არ მიაყენებენ ტყეებს.

"ჩვენ შევიმუშავეთ უსასრულოდ გადამუშავებადი პლასტმასი - ის გამოიყენება ყველა ჩვენი სატრანსპორტო საშუალებისთვის და ამჟამად, ხელმისაწვდომია ავტომობილის ყველა მწარმოებლისთვის."

საფეხური მეორე: წარმოება

LEXUS-ში გვჯერა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩავუდგეთ სათავეში ინდუსტრიულ პასუხს, გარემოს დაცვის გამოწვევაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეკოლოგიური მდგრადობა ჩვენი მრეწველობისა და საზოგადოებისთვის ერთადერთი უდიდესი ამოცანაა ამ საუკუნეში. ჩვენი რეაგირება შეეხება არამარტო ჩვენს პროდუქციას, არამედ ბიზნესის თითოეულ ასპექტს და მასში მომუშავე თითოეულ ადამიანს.

ჩვენ ამას გარემოსდაცვითი ხელმძღვანელობის 360°-იან მიდგომას ვუწოდებთ. ჩვენ მივისწრაფით, მივაღწიოთ ნულოვან ემისიებს და ნულოვან ნარჩენებს, ჩვენი ბიზნესის ყველა ნაწილში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დროის და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით და Kaizen-ის მეშვეობით (იაპონური სიტყვა, რომელიც ნიშნავს "უწყვეტ განვითარებას") ყოველივე ეს შესაძლებელია. ჩვენ გვჯერა, რომ Lexus-ის ზრდა და წარმატება ამაზეა დამოკიდებული.

საფეხური მესამე: ლოჯისტიკა

Lexus-ის გარემოსდაცვითი ინტერესები ვრცელდება ნედლეულის შეგროვებიდან და ტრანსპორტირებიდან - გადამუშავებამდე და ავტომობილის ნაწილების აწყობამდე, ასევე, ჩვენი ცენტრის ავტოსალონებში მიმდინარე პროცესებიდან - მასალების დამუშავებამდე, ავტომობილის საექსპლუატაციო ვადის დასრულების შემდეგ. აგრეთვე, ჩვენ შევძელით და შევამცირეთ ჩვენი ლოჯისტიკის გზის მანძილი 3,057 მილით წელიწადში, რის შედეგადაც მოვახდინეთ ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირება 1,020 ტონით. ამას მივაღწიეთ ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტების გულდასმით დაგეგმვის და ყოველი სატვირთო ავტომობილის სასარგებლო ტვირთამწეობის გაორმაგების გზით.

საფეხური მეოთხე: ექსპლუატაციიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალებების გადამუშავება

ექსპლუატაციიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ დირექტივა გათვალისწინებულია: ნარჩენების წარმოქმნის შეზღუდვის და თავიდან აცილებისთვის, ხელახლა გამოყენების, გადამუშავების ხელშეწყობის და ექსპლუატაციიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალებების აღდგენისთვის.

Lexus-ი იცავს დირექტივის მოთხოვნებს და მისი განხორციელების ნაწილის სახით, მან შემოიღო Lexus-ის ყველა კლვალიფიცირებული სატრანსპორტო საშუალების უფასოდ დაბრუნების პოლიტიკა. ჩვენ დავნიშნეთ კომპანია "Autogreen"-ი ჩვენი მომსახურების მიმწოდებლად, უკან დაბრუნების სქემის, მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად; მათ შეუძლიათ კონსულტაციის გაწევა: არის თუ არა თქვენი სატრანსპორტო საშუალება კვალიფიცირებული უფასოდ უკან დაბრუნებაზე და ასევე, თქვენთან უახლოესი მიმღები პუნქტის ადგილმდებარეობის შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ: www.autogreen.eu

Lexus-ში ჩვენ ვმუშაობთ გლობალური მასშტაბით, რათა მინიმუმამდე შევამციროთ ჩვენი ოპერაციების ზემოქმედება გარემოზე. ექსპლუატაციიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალებების აღდგენისთვის ბიზნეს პარტნიორის შერჩევისას, არსებითი მიშვნელობა მიენიჭა უმაღლესი სტანდარტების დემონსტრირებას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ Lexus-ის მფლობელებს მიეღოთ პასუხისმგებლური, საიმედო და ეფექტური მომსახურება, მათი სატრანსპორტო საშუალებების საბოლოოდ უტილიზაციისთვის.

ქიმიური მენეჯმენტი

ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა შეგვემცირებინა ჩვენი ზეგავლენა გარემოზე იქამდე, ვიდრე ამას მოითხოვდა ევროპული კანონმდებლობა. ჩვენ შევამცირეთ ან ამოვიღეთ გამოყენებიდან ისეთი მძიმე ლითონები, როგორიცაა: ტყვია*, კადმიუმი და ვერცხლისწყალი, რომლებიც არასწორი უტილიზაციის შემთხვევაში, იწვევენ გარემოს გრძელვადიან დაბინძურებას. ჩვენ ვიყენებთ საავტომობილო ნაწილებს, რომლებიც არ შეიცავენ ტყვიას, ანტიკოროზიულ საშუალებებს. ასევე ვიყენებთ განათებას და ჩამრთველებს, რომლებიც არ შეიცავენ ვერცხლისწყალს. ჩვენ ვერიდებით ისეთი გამხსნელების და საღებავების გამოყენებას, რომლებიც შეიცავენ მავნე ნივთიერებებს.

ჩვენ სრულად ვიცავთ "REACH"-ს, ევროპულ რეგულაციებს ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციაზე, შეფასებასა და ავტორიზაციაზე. აგრეთვე, ვმუშაობთ ყველა ჩვენს ბიზნეს-პარტნიორთან, რათა მათ გაათვითცნობიერონ საკუთარი მოვალეობები და ვალდებულებები. REACH-ის აქტივობები მოქმედებენ ჩვენი ბიზნესის ყველა ნაწილში, მათ შორის წარმოებაში, ავტონაწილებსა და აქსესუარებში. ჩვენ გვსურს, რომ მსოფლიოში გავხდეთ ლიდერები, უსაფრთხო ქიმიურ ნივთიერებათა და სხვა ქიმიური რეგულაციების სფეროში.

*გარდა სტარტერის ბატარეების, როგორც აღნიშნულია 2000/53 კომისიის დირექტივის, II დანართის ამონაწერში.

ინფორმაცია ძალიან მაღალი საფრთხის შემცველ ნივთიერებებზე (SVHCs)

REACH-ის რეგულაციების 33-ე მუხლში მითითებულია, რომ მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, ჩვენს პროდუქციაში ძალიან მაღალი საფრთხის შემცველი ნივთიერებების (SVHCs) არსებობის შესახებ. ინფორმაცია თქვენი ავტომობილის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ სიაში:

CT 200h PDF
ES PDF
GS PDF
IS PDF
LC PDF
LS PDF
NX PDF
RC PDF
RX PDF