გაეცანით LEXUS LC კაბრიოლეტის კონცეფციას

2019 წელს, ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუზე, Lexus LC-ს კაბრიოლეტის კონცეფციის წარდგენა მიანიშნებს ბრენდის უახლეს ევოლუციაზე, მას შემდეგ, რაც LC-ს კუპემ განაცვიფრა საავტომობილო სამყარო დეტროიტში, სამი წლის წინ.

მარჯვე ანარეკლი

ღია როდსტერი არის LC-ს კუპეს მარჯვე ანარეკლი. კაბრიოლეტის კონცეფციის დიზაინის მიზანი იყო „უკიდურესი სილამაზის“ გამოხატვა. საქარე მინიდან საბარგულის თავსახურის გლუვ კონტურებამდე, რომელიც ინახავს დასაკეც სახურავს, LC კაბრიოლეტის კონცეფციის ყოველი ხაზი შეიქმნა ისე, რომ გამოეწვია ემოციები. განსაცვიფრებელი დიზაინით ყველა კუთხიდან, LC-ს კაბრიოლეტის კონცეფცია არის შთამაგონებელი ავტომობილი, Lexus-ის მთლიანი ხაზისთვის.

დახვეწილი ელეგანტურობა

ავტომობილის ძარის ექსტერიერის მიმზიდველობასთან ერთად, LC-ს კაბრიოლეტის კონცეფცია თანაბრად იზიდავს მძღოლებსა და მგზავრებს თავისი მიმზიდველი სალონით, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საჭიროებას. მისი კომფორტული სავარძლებით დაწყებული და დამთავრებული ყველა გადამრთველითა და ღილაკით, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ამ LC-სთან, არის შექმნილი იმისათვის, რომ ყველაზე ჩვეულებრივი მოგზაურობაც კი, გადააქციოს განსაკუთრებულ შემთხვევად. თეთრი ტყავის მოპირკეთება ამდიდრებს ინტერიერს, მაშინ, როდესაც ყვითელი ნაკერი ფერს ჰმატებს მას ისე, რომ არ გადააქვს ყურადღება დახვეწილი და ელეგანტური საერთო დიზაინიდან.

მემკვიდრული სამუშაო მაჩვენებლები

მეტი, ვიდრე გრანდიოზული მოგზაური, LC-ს კაბრიოლეტის კონცეფციის, ექსტერიერის ხაზები აძლიერებენ მის მემკვიდრულ სამუშაო მაჩვენებლებს. მისი მოკლე გადმოკიდებები, 22 დიუიმიანი დისკები და განიერი დგომა, ყველაფერი ეს, გვახსენებს ამ ავტომობილის სამუშაო მაჩვენებლების პოტენციალს.