POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/compare-v2/ge/ka
გარანტია
ქარხნული გარანტია და დამატებითი დაფარვა
ლექსუსის 5 წლიანი გარანტია მოგგვრით სიმშვიდეს და უზრუნველყოფს მრავალ უზრუნველ მოგზაურობებს.
უსაფრთხოება
უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + წარმოადგენს ჩვენს უახლეს მიღწევას ავტომობილის უსაფრთხოების დარგში. ხუთი ინოვაციური სისტემის მეშვეობით, უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +, რომელიც შეიქმნა ათწლეულების განმავლობაში ინოვაციებისა და საგზაო შემთხვევების სიღრმისეული კვლევის შედეგად, მიმართულია შემთხვევების პრევენციის სამ ძირითად სფეროზე: ფრონტალური შეჯახებები, ზოლიდან შემთხვევით გადასვლა და ღამით მომხდარი საგზაო შემთხვევები.
წინასაავარიო სისტემა (PCS)
ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა (LDA), ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემით
ავტომატური შორი განათების სისტემა (AHB)
კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით (DRCC)
თუ ახდენთ პარკირებას ან ემზადებით ზოლის შეცვლისთვის, გამოცდილმა მძღოლმა ყოველთვის იცის, თუ რა ხდება მის გარშემო. Lexus-მა განავითარა ეს პრინციპი თქვენი აღქმის გასაუმჯობესებლად, ინტუიციური მახასიათებლებით, რომლებსაც ახალ სიმაღლეზე აჰყავთ თქვენი მართვის გამოცდილება.
ბრმა ზონის მონიტორი
გაუმჯობესებული პარკირების დამხმარე მახასიათებლები
ადაპტაციური და ორსაფეხურიანი ადაპტაციური შორი განათების სისტემები (AHS)
შეკეთება
Lexus-ის ავტომობილები სახელგანთქმული არიან ფუფუნებით, ხარისხით და საიმედოობით. ჩვენი სარემონტო სერვისიც არ არის გამონაკლისი.
ჩვენ გთავაზობთ თქვენი Lexus-ის სარემონტო მომსახურების სრულ სპექტრს. ეს მოიცავს როგორც მცირე ჩაზნექილი ადგილების გასწორებას, ასევე უფრო მნიშვნელოვანი სახის შეკეთებას. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენი Lexus ახალივით გამოიყურებოდეს. Lexus-ის კვალიფიცირებული სპეციალისტები შეაკეთებენ თქვენს ავტომობილს - სწრაფად, პროფესიონალურ დონეზე და მხოლოდ ორიგინალი ავტონაწილების გამოყენებით.