LX 600 ორმაგი ტურბო V6 ბენზინის ძრავით
ნებისმიერი მგზავრობისას მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად, LX 600 აღჭურვილია 3.5 ლიტრიანი V6 ორმაგი ტურბო ბენზინის ძრავით, რომელიც წარმოქმნის ძლიერ ბრუნვის მომენტს დაბალ სიჩქარეზე და აჩქარების საუცხოო დინამიკას. მისი მაქსიმალური სიმძლავრე 305 კვტ-ს (415 DIN ცხენის ძალა) შეადგენს, ხოლო ბრუნვის მომენტი 650 ნმ-ს. ძრავს გააჩნია შთამბეჭდავი აჩქარების უნარი, ბრუნვის მომენტის გაფართოებულ დიაპაზონის გამოყენებით, მაღალი ბრუნვის დიაპაზონამდე. ავტომობილის 10-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი უზრუნველყოფს მდიდრული საფლაგმანო ქროსოვერის მართვის შეგრძნებას, უგზოობის პირობებში და მაღალ სიჩქარეებზე ეფექტურობას.
LX 500d ორმაგი ტურბო V6 დიზელის ძრავი
LX 500d აღჭურვილია ჩვენი პირველი 3.3 ლიტრიანი V6 ორმაგი ტურბო დიზელის ძრავით, რომელიც აღწევს 220 კვტ (299 DIN ცხენის ძალა) სიმძლავრეს და მაქსიმალურ 700 ნმ ბრუნვის მომენტს, ასევე საწვავის საგრძნობ ეკონომიას. ჩვენი პირველი ორმაგი ტურბო დიზელის ძრავა დაბალ სიჩქარეზე ავტომატურად გადაერთვება ერთ ტურბო რეჟიმზე და მაღალ სიჩქარეზე ორ ტურბო რეჟიმზე, რაც უზრუნველყოფს მძლავრ აჩქარებას და ეფქტურ ბრუნვის მომენტს.