იყავით კონტაქტზე
მიიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება

უკონკურენტო სამუშაო მაჩვენებლები

როდესაც საქმე ეხება ავტომობილის სამუშაო მაჩვენებლებს, ამაში მხოლოდ სიჩქარე არ იგულისხმება და მოიცავს იმ გრძნობას, რითაც ჭეშმარიტად ხართ დაკავშირებული ავტომობილთან, გზასთან და თქვენს გრძნობებთან. Lexus-ის მისიაა სწორედ ეს შევასრულოთ.

აღტაცებისთვის შექმნილი


გრძნობები გვაქცევს ადამიანებად. ისინი ასევე გვიბიძგებენ შევქმნათ შესანიშნავი ავტომობილები. მართალია ჩვენი საინჟინრო საქმიანობა უაღრესად ტექნიკურია და მას ინოვაციები ამოძრავებს, მოდელის დაპროექტების, აგების და ტესტირების დროს ჩვენ პირველ ადგილზე შეგრძნებებსა და სიამოვნებას ვაყენებთ.

ასო F ჩვენს ფილოსოფიაში უკავშირდება ფუჯის სარბოლო ტრასას იაპონიაში, რითაც შთაგონება ჩვენმა RC F მოდელმა მიიღო. სწორედ ამ სარბოლო ტრასაზე ჩვენი ოსტატი მძღოლები RC F-ს ასობით საათის განმავლობაში ცდიდნენ. მიუჯექით RC F-ის საჭეს და თქვენ აღმოაჩენთ შეგრძნებების ახალ სამყაროს.

Lexus-ის სამუშაო მაჩვენებლები

სუპერქარით შთაგონებული

F SPORT

აიღეთ Lexus-ის თქვენი საყვარელი მოდელი და მიეცით მას უფრო სპორტული ფორმა. რა შედეგს მივიღებთ? - ჩვენს F SPORT-ის სამოდელო ხაზს. LFA სუპერქარით შთაგონებული, F SPORT-ის დიზაინი ყველა ავტომობილს სპორტულ მახასიათებლებს ჰმატებს შესაბამისი კონსტრუქციული შტრიხებით. მათ შორის: ინტერიერის გაზრდილი კომფორტი, ძარის პრემიალური ფერების არჩევანი და ექსკლუზიური საფირმო ნიშანი. F SPORT ავტომობილები ყურადღებას იქცევენ როგორც შიგნიდან, ისე გარედან.
EXHILARATING BY NATURE

სარბოლო ტრასაზე დაბადებული

ჩვენი არაერთი შესანიშნავი მოდელის დაბადება მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სარბოლო ტრასაზე მოხდა. ინოვაციური ტესტირების, დახვეწის და სრულყოფის უდიდეს ნაწილს ვახორციელებთ ლეგენდარული ფუჯის სარბოლო ტრასაზე, იაპონიაში, საიდანაც წარმოდგება ‘F’ - F ფილოსოფიაში. ახალი Lexus LC უმაღლესი კლასის კუპეს დებიუტიც ნიურბურგრინგის ყოველწლიური 24-საათიანი რბოლის დროს შედგა.