F ფილოსოფია
Lexus-ის F ფილოსოფია ვლინდება თითოეულ F SPORT-ის ავტომობილში მძლავრი ექსტერიერის დიზაინის, სპორტული სალონის და ექსკლუზიური მახასიათებლების ჩათვლით. ყოველივე ეს იმისთვისაა, რომ თქვენ, როგორც მძღოლმა მართვით შეუდარებელი გამოცდილება მიიღოთ.
Lexus-ის ცალკეული მოდელები ხელმისაწვდომია F SPORT-ის კომპლექტაციით, რომელიც შთაგონებულია ჩვენი RC F მოდელით. შედეგად გაძლიერებულია Lexus-ის მოდელების შთამბეჭდავი იერი და თითოეულ F SPORT მოდელს სპორტული იერი დაჰყვება. ახლა კი დროა მისი მართვითაც ისიამოვნოთ.
Lexus-ის F ფილოსოფია ვლინდება თითოეულ F SPORT-ის ავტომობილში მძლავრი ექსტერიერის დიზაინის, სპორტული სალონის და ექსკლუზიური მახასიათებლების ჩათვლით. ყოველივე ეს იმისთვისაა, რომ თქვენ, როგორც მძღოლმა მართვით შეუდარებელი გამოცდილება მიიღოთ.
F SPORT-ის დიზაინი შექმნილია იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს
მუხრუჭის განიერი გამაგრილებელი მილები და აეროდინამიკური კიდეები წინა ქვედა სპოილერზე, ხაზს უსვამს მიზანმიმართულ და აგრესიულ ხასიათს და ამასთან, ზრდის ქვემოთ მიმართულ ძალას. უნიკალური ალუმინის დისკები და F SPORT ემბლემები დასრულებულ სახეს აძლევს დიზაინს და მიანიშნებს განთქმულ ფუჯის ავტოდრომთან კავშირზე. აღმოაჩინეთ ექსტერიერის მეტი ექსკლუზიური ფუნქცია ქვემოთ.
ჩვენს F SPORT-ის მოდელებში, რბოლებით შთაგონებული ინტერიერის მახასიათებლები მოიცავს ექსკლუზიურ სავარძელს, ალუმინის გამოჩარხულ სატერფულებს და F SPORT-ის საჭეს. ჩაჯექით გულდასმით აწყობილ სალონში და დაინახავთ, რომ დიზაინის თითოეული ელემენტი ინტუიციურად დაგაკავშირებთ ავტომობილთან და მის სპორტულ იერთან.
F SPORT-ის მართვის პანელის დინამიკური დიზაინი უზრუნველყოფს ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული მთელი ინფორმაციის მიწოდებას ისე, რომ ავტომობილის მუშაობასთან დაკავშირებული მონაცემები ზუსტად ნახოთ ერთი შეხედვით. მართვის რეჟიმის შერჩევასთან დაკავშირებული ხელსაწყოთა პანელი იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ რეჟიმს აირჩევთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ხელმისაწვდომია ზოგიერთ მოდელზე Lexus-ის ხაზში.
F SPORT-ის ემბლემით შემკული, ერგონომიკული სპორტული საჭე მოპირკეთებულია ექსკლუზიური პერფორირებული ტყავის საფარით. საჭეს ავსებს სიჩქარეების გადამრთველები. თქვენს ფეხქვეშ ალუმინის დამუშავებული სატერფულები ასახავს RC F მოდელის მოტოსპორტის დიზაინის მემკვიდრეობას, უზრუნველყოფს შესანიშნავ მოჭიდებას და გაუმჯობესებულ შეგრძნებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ხელმისაწვდომია ზოგიერთ მოდელზე Lexus-ის ხაზში